კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით გამოხატა პროტესტი თორნიკე ჯგერნაიამ იმ მამაკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ცოლებს „აჩმორებენ” და როდის მიხვდა ის, რომ სამკაულთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა

თორნიკე ჯგერნაია: პირველი ჩვენება 2012 წლის 21 დეკემბერს გავაკეთე, ზუსტად იმ დღეს, როცა ხალხი მეორედ მოსვლას ელოდა და პანიკაში იყო. ალფრედ ჰიჩკოკის „ჩიტებს” ვუყურებდი. ამ ფილმით მივხვდი, რომ კოლექციისთვის იმედგაცრუება მაგარი თემა იქნებოდა, გამოვიდა კიდეც. როდესაც ყველაფერი მორჩა და ხალხი ტაშს უკრავდა, ეგრეთ წოდებულ „პაკლონზე” არ გამოვედი, რადგან არ მჭირდებოდა. უპირველეს ყოვლისა, მე ვარ პერფორმენი და მერე დანარჩენი სხვა. ბოლო პერფორმანსი რამდენიმე თვის წინ გავაკეთე. პირველად დავინტერესდი ფეხსაცმლის დიზაინით, ძირითადად სამკაულებზე ვმუშაობ. პერფორმანსის იდეა ქალი იყო, რომელიც თავისუფალია კაცისგან. მოდელებს თავზე ყანწები ედგათ. ეცვათ მამაკაცის ფეხასაცმელები და მაისურები „ფრთიანი” წარწერებით, მაგალითად: „ქალო, შედი კუხნაში”, „ქალი ქალიშვილი უნდა იყოს” და ასე შემდეგ.  თორო არის პიროვნება, რომელიც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მინდოდა, პროტესტი გამომეხატა იმ მამაკაცების წინააღმდეგ, რომლებიც „აჩმორებენ” ცოლებს და გამოვხატე კიდეც. ყანწი, რქის მნიშვნელობით იმიტომ დავადგი ქალებს თავზე, რომ მამაკაცების 90 პროცენტი ადგამს რქას თავზე ცოლს და არა პირიქით, როგორც აღიარებულია.
– სამკაულების დამზადება როდის დაიწყე?
– ხატს როდესაც წერ, სამკაულებითაც უნდა შეამკო. მაშინ მივხვდი, რომ სამკაულებთან მჭიდრო კავშირი მქონდა. ერთ დღესაც გავიცანი გია ჯაჯანიძე და მას გავუგზავნე ერთ-ერთი ბეჭდის სურათი. მოეწონა და მთხოვა, მისთვის მენახვებინა. მეც ერთის ამორჩევა დამეზარა და ამიტომ, ორმოცივე წავუღე. გიამ მაიძულა, ამ სფეროს არ შევშვებოდი და სერიოზულად მომეკიდებინა ხელი. არტისტი ვარ და სულ შემთხვევით მოვხვდი დიზაინში. ჩემს სამკაულს ყოველთვის აქვს თემა, ისტორია და კონცეფცია. აქვე აღვნიშნავ, რომ თორო არ არის ყველასთვის. ბეჭედი, რომლის რადიუსიც ხუთი სანტიმეტრი შეიძლება იყოს, რთულია ატარო, ამიტომ ჩემი და მომხმარებლის ინტერესები აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს.
– მარტივი აღმოჩნდა ამ სფეროში წარმატების მიღწევა?
– თორო მარტივად არ შექმნილა. 17 წლის ვიყავი, სრულიად მარტო რომ აღმოვჩდი რუსეთის სასწავლებელში. ვერ წარმოიდგენთ, იქ რა საშინელებებს უკეთებდნენ ბავშვები ერთმანეთს. ერთხელ მთელი ღამის ნამუშევარი, დილით წითელი საღებავით გადაღებილი დამახვედრეს. თუმცა, იმდენად ძლიერი ვარ, გადავათეთრე და თავიდან დავიწყე მუშაობა. მაშინ, ვძერწავდი ჩემს თავს და არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ბოროტება გამიკეთეს. 12 წლისამ ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ ლეონარდო დიკაპრიო წითელ მოედანზე დააბიჯებდა. ზუსტად ვიცოდი, როცა პირველად მოსკოვში ჩავიდოდი, იგივე სტატიას დაბეჭდავდნენ ჩემზე. ასეც მოხდა, ჩავფრინდი თუ არა, რუსეთის პატრიარქთან მივედი, ხატი გადავეცი საჩუქრად და იქაურმა მედიამ გააშუქა სიუჟეტი სათაურით: „თორნიკე ჯგერნაია დააბიჯებს წითელ მოედანზე”.
– ვინ აფინანსებს შენს პერფორმანსებს?
– საკუთარ თავს თავად ვაფინანსებ. თუმცა, დედა მაქსიმალურად მეხმარება. სულ ვეხუმრები, შენ ხარ ჩემი სპონსორი-მეთქი (იცინის). როცა დედას ავუხსენი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა, ძალიან კარგად გამიგო. იმ დღიდან ყველაფერს მიკეთებს, რაც მჭირდება. მახსოვს, ამ თემაზე რომ ვესაუბრე, სასაფლაოზე მივდიოდით და მიტოვებული საფლავი დავინახე. მაშინ მივუბრუნდი დედას და ვუთხარი, არ მინდა, ასე იყოს ჩემი საფლავი. მინდა, საუკუნეები გავიდეს და მაინც ვახსოვდე ხალხს-მეთქი. ყველა რთულ პერიოდში დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო.
– მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– მამასთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა. ადრე მასთან ყველაზე ახლოს ვიყავი სამყაროში. მიმაჩნია, რომ მამა ვერ მიგებდა, თუმცა სიგიჟემდე ვუყვარდი და ყველაფერს მიკეთებდა. პირველი ბიჭი ვიყავი ქუთაისში, რომელსაც მამამ საკუთარი ხელით უყიდა სტრეიჯი შარვალი და ბადის მაისური. არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს იმაზე, რომ ვიყავი როკერი.  თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მისგან ვერ ვგრძნობდი მხარდაჭერას და ვერ ვაცნობიერებდი, რისთვის მიკეთებდა ამ ყოველივეს. თუ ვინმე მახსენდება ჩემ გვერდით, როცა მიჭირდა, ეს იყო დედა. რთულ პერიოდებში, იყვნენ ისეთები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ჩემ გამო ადამიანს ყელს გამოჭრიდნენ. ამ დროს მამა ჩემს მეხსიერებაში არ ილექება. ბოლოს რომ ვნახე, 17 წლის ვიყავი და მას შემდეგ გამოვუცხადე ოჯახს, მასთან ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ-მეთქი. ის მაშინ რუსეთში ცხოვრობდა. როდესაც იქ ჩავფრინდი, საკუთარმა მამამ ვერ მიცნო, გვერდი ამიარა. დავუძახე, მაგრამ სრული სიცარიელე დამხვდა. რა შეგრძნება დამეუფლა ამ დროს, ვერ აგიწერთ. ჟურნალისტები მელოდებოდნენ, ინტერვიუ უნდა მიმეცა. თუმცა, არაფრის სურვილი არ მქონდა.  უბრალოდ, მინდოდა, ჩავმჯდარიყავი მანქანაში, წავსულიყავი სასტუმროში და ორი დღე გარეთ არ გამომეხედა. მაგრამ, ამას ვერ გავაკეთებდი, 4 ტელევიზია იდგა ჩემს წინ, რომლებთანაც წინასწარ ვიყავი შეთანხმებული. ისე წამოვედი რუსეთიდან, მამა არ მინახავს. ჩვენ არასდროს გვიჩხუბია, თუმცა დღეს საერთოდ არ მაქვს შეხება მასთან.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ძალიან სასაცილოა ჩემი სასიყვარულო ურთიერთობები (იცინის). ადრე მეუხერხულებოდა ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან ცალმხრივად არიან ჩემზე შეყვარებული და მათ ურთიერთობებზე უფრო მიწევდა საუბარი. არასოდეს არავინ მყვარებია. შეიძლება, სიმპათიები მქონია, მაგრამ სიყვარული არ მწვევია. სიყვარული ჩემთვის არის ცოტა სისხლიანი, ცოტა ვანილის სუნი უნდა ასდიოდეს და აუცილებლად უნდა ფეთქავდეს. მიყვარდა ჩემი გაკეთებული სამკაული. როცა თითოეულ ნივთს ვამზადებ, მასთან მაქვს სექსი. ის არის ჩემთვის სიყვარულიც, სითბოც და ყველაფერი. არასოდეს ვარ დეპრესიული. თუ რაიმე პრობლემა შემექმნება, მოვუკიდებ სიგარეტს, ათჯერ ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ, მეთერთმეტედან კი ახალ ცხოვრებას ვიწყებ.
– მოგწონს პოპულარობა?
– რომ გითხრა, ვგიჟდები-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა, არ მაღიზიანებს. არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება. ხშირად მხვდება გაღიმებული სახეები, მეც ვუღიმი მათ. ბოლო შემთხვევა მქონდა ძალიან სასაცილო. ერთი უზარმაზარი ტიპი დამიდგა წინ და მითხრა, იმდენად მეზიზღები, ამ შუბლზე ჯვარს ამოგაჭრიდიო. არ გავნძრეულვარ ადგილიდან, უბრალოდ, ვუპასუხე, შეგიძლია ყელიც გამომჭრა, ერთ საათში ისევ აღვსდგები-მეთქი (იცინის). მსგავსი შემთხვევა იშვიათად მქონია. ძირითადად, პოზიტივი მოდის ხალხისგან. სოციალურ ქსელშიც გინებითაც არავის მოუწერია.

скачать dle 11.3