კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, როგორი მაკიაჟია მოდაში წლევანდელი ზაფხულის სეზონზე?
პასუხი: ამ ზაფხულს და, საერთოდ, ზაფხულის სეზონზე, მოდაშია ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებული მაკიაჟი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თქვენი კანის ფერის ტონალური კრემით ან კომპაქტური პუდრით შენიღბეთ კანის ხარვეზები. ყვრიმალებზე ძალიან თხელ ფენად გადაისვით ბაცი ფერის რუჟი. თვალებზე კი შავი ფანქრით ან „ლაინერით“ გაიკეთეთ პატარა შტრიხი. ტუჩის საცხი ზაფხულში მიზანშეწონილი არ არის.
კითხვა: როგორ უნდა მოვამზადო სახის კანი მაკიაჟის გასაკეთებლად?
პასუხი: ამისთვის საჭიროა სწორად გაკეთებული დემაკიაჟი:
* უპირველეს ყოვლისა, გაიკეთეთ სახის, ტუჩებისა და დეკოლტეს ზონის მსუბუქი პილინგი.
* წაისვით დამამშვიდებელი დამატენიანებელი ნიღაბი.
* გაიწმინდეთ სახე ტონიკით.
* წაისვით დღის დამატენიანებელი კრემი და გელი თვალების გარშემო.
* ტუჩებზე წაისვით ჰიგიენური პომადა ან ბალზამი.
მხოლოდ ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ გაიკეთეთ მაკიაჟი, თუ გსურთ, რომ სახეზე ნიღაბივით არ გამოჩნდეს.
კითხვა: რა არის ტრიქოგრამა და ალოპეცია?
პასუხი: ტრიქოგრამა არის თმის დიაგნოსტიკის ყველაზე პოპულარული მეთოდიკა. ის ადგენს თმის ღერების რაოდენობას თავისი განვითარების ციკლის სამ ფაზაში. ალოპეცია ნიშნავს თმის ცვენას.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ კომბინირებულ კანს ზაფხულში ნაკლები მოვლა სჭირდება? ძალიან გთხოვთ, მოკლე კონსულტაცია გამიწიოთ, როგორ მოვუარო ასეთ კანს.
პასუხი: ცხიმიან და კომბინირებულ კანს ზაფხულში განსაკუთრებით დელიკატური მოვლა სჭირდება, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, აბსოლუტური must have: გაწმენდის, დატენიანების, კვებისა და აღდგენის სრულყოფილი პროგრამა. გაწმენდისთვის უმჯობესია, ერთმანეთთან „შეათანხმოთ“ ყოველდღიური გაწმენდა ტონიკებითა და ლოსიონებით, ხოლო კვირაში ერთხელ – თეთრ თიხაზე დამზადებული გამწმენდი ნიღბით. კანის ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებაში დაგეხმარებათ ლოსიონები და კრემები, რომელთა შემადგენლობაშიც იქნება: თუთია, გოგირდი, სალბისა და ღვიის ფოთლების ექსტრაქტი. ცხიმიანი სიპრიალის კორექცია უმჯობესია, სპეციალური ხელსახოცით – მიღებული ეფექტი რამდენიმე საათს გრძელდება და არ კეტავს ფორებს.

скачать dle 11.3