კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


მთელმა ჩემმა ბავშვობამ ისე ჩაიარა, არც ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მღირსებია, არც ახალი სათამაშო და არც ის საჭმელი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა. არ გეგონოთ, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჩემი მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. პირიქით, ყოველთვის ყველაფერი საკმარისად გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მილიონერები ვიყავით, მაგრამ, საიმისოდ არასდროს უჭირდათ ჩემს მშობლებს, რომ, წელიწადში ერთხელ მაინც, ახალი კაბა და ფეხსაცმელი ეყიდათ. მაგრამ ამას არ აკეთებდნენ, რადგან, ჩემს უფროს დას, რომელსაც ყოველი კვირის ბოლოს მიართმევდნენ ხოლმე ყველაფერ ახალსა და საუკეთესოს, რამდენიმე დღეში ჰბეზრდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მეძლეოდა უფლება, მისი გამონაცვლით – მობეზრებულით ან დაწუნებულით მესარგებლა. სანამ პატარა ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, როგორ მამცირებდნენ ამით. მაგრამ, როცა წამოვიზარდე და ჩემმა დამ, ნინუცამ, დაცინვა დამიწყო – ძველმანების გამსაღებელოო, მშობლებმა კი შენიშვნაც არ მისცეს, მხოლოდ გაიცინეს, მაშინ მივხვდი. ცოტა მოგვიანებით კი, უკვე ვიგრძენი, რომ ისინი შვილებს ასხვავებდნენ და, ისე ძალიან მეტკინა გული, სახლიდან გაპარვაც კი გადავწყვიტე. მაგრამ, მერე გადავიფიქრე, რადგან ისევ მათ გავუფრთხილდი – შემეშინდა, ვაითუ დედამ ინერვიულოს და ცუდად გახდეს-მეთქი. მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ თავიდან გამიჩნდა პროტესტი და რამდენჯერმე (თუმცა არცთუ თამამად) დედ-მამას წყენით ვუთხარი, ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ მეც შეიძლება, გამიხარდეს ახალი ტანსაცმელი, ან, შეიძლება, სულაც არ მიყვარს ის კერძები, რასაც ჩემი დის გემოვნებით ამზადებთ, მე კი იძულებულს მხდით, მიყვარს თუ არ მიყვარს, ის ვჭამო, რაც მას ნებავს-მეთქი. ამაზე დედა ძალიან გამიწყრა – ერთი ამას უყურეთ, ამანაც რომ ხმა ამოიღოო. იმაზეც მადლობელი იყავი, რაც გაქვსო და ასე შემდეგ. მამამ მხოლოდ ირონიულად გადმომხედა, ახია ჩვენზეო, – თქვა და ოთახიდან გავიდა. ამის შემდეგ თითქმის მთელი თვე არცერთი წესიერად არ მელაპარაკებოდა.
ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ შემთხვვევაზე – მინდოდა, ასე დამოკიდებულების მიზეზი დამედგინა და ერთადერთ დასკვნამდე მივედი: ალბათ, მათი ღვიძლი შვილი არ ვარ და იძულებულები არიან, ამიტანონ და გამზარდონ-მეთქი. მაგრამ, იმას კი დღემდე ვერ ვხვდები, ვისი შვილი შეიძლება ვიყო. თუ მიგდებული ვარ და არცერთს არ ვუნდოდი, განეცხადებინათ პოლიციაში და წამიყვანდნენ ბავშვთა სახლში... მოკლედ, ვერაფერი გამიგია. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ტანსაცმელი და საჭმელია ჩემი განაწყენების მიზეზი. ერთი დღე მაინც რომ უყუროთ, როგორ გვანსხვავებენ ერთმანეთისგან ელემენტარულ რაღაცეებშიც კი, მაშინ ჩემს სიტყვებში ეჭვი აღარ შეგეპარებათ. იმდენს ვფიქრობ ამაზე, რომ აღარც სწავლის თავი მაქვს და მეგობრებიც თითქმის ყველა გავინაპირე. მალე, ალბათ, მთლად მარტო დავრჩები. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
თეიკო, 15 წლის.

скачать dle 11.3