კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვიცრუოთ?

ზოგიერთი ადამიანი არ არის მატყუარა. უბრალოდ, მათ რეალობის შელამაზება უყვართ. ვინ გამოტყდება იმაში, რომ არ ამბობს სიმართლეს?! თუმცა, ზოგჯერ სიმართლეც ისეთია, მას აუცილებლად სჭირდება შელამაზება... მთავარია, ძალიან ღრმად არ შეტოპოთ. გააკეთეთ ეს ტესტი. ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობთ.
1. გიყვართ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გამასხარავება და გაპამპულება?
ა) ეს ჩემი საყვარელი გასართობია – 1 ქულა;
ბ) ამისგან ვიღებ სიამოვნებას, მაგრამ ხშირად არ ვაკეთებ – 2 ქულა;
გ) რა სისულელეა – 3 ქულა.
2. თამაშის, დისკუსიის დროს ან კონკურსში წარმატების მისაღწევად გითაღლითიათ?
ა) რატომაც არა, მიზანი ამართლებს საშუალებას – 2 ქულა;
ბ) სულ ასე ვიქცევი – 1 ქულა;
გ) არა. მე სიმართლის მხარეს ვარ – 3 ქულა.
3. როცა რამეს ყვებით, ბუზის სპილოდ გადაქცევა, სიტუაციის შელამაზება გიყვართ?
ა) თუ საკუთარ თავზე ვყვები, ვცდილობ, უკეთ წარმოვჩნდე – 2 ქულა;
ბ) პრაქტიკულად, სულ ასე ვიქცევი – 1 ქულა;
გ) არა. ასე არ ვიქცევი – 3 ქულა.
4. ახლობელმა გაჩუქათ ნივთი, რომელიც ნამდვილი „კატასტროფაა.” დაიტოვებთ თქვენთვის?
ა) არავითარ შემთხვევაში, გადავაგდებ – 3 ქულა;
ბ) რა ვქნა, შეიძლება დავიტოვო – 2 ქულა;
გ) რა თქმა უნდა, დავიტოვებ. დიდ მადლობასაც ვეტყვი, გულით მაჩუქა – 1 ქულა.
5. მნიშვნელოვან შეხვედრაზე გაგვიანდებათ. იტყვით, რა გახდა რეალურად დაგვიანების მიზეზი?
ა) არაფერს ვიტყვი. არ შევიმჩნევ, რომ დავაგვიანე – 2 ქულა;
ბ) მოვიტყუები, რომ საცობში მოვხვდი – 1 ქულა;
გ) კი. პატიოსნად ვაღიარებ დაგვიანების მიზეზს – 3 ქულა.
6. ბალ-მასკარადზე რომ დაგპატიჟონ, რომელ კოსტიუმში გამოეწყობი?
ა) კოსმონავტის – 1 ქულა;
ბ) სამეფო კარის დიდებულის – 2 ქულა;
გ) კლოუნის – 3 ქულა.
7. უყურებთ საათს და ფიქრობთ...
ა) რამდენ დროს ვკარგავ სულ ტყუილუბრალოდ – 2 ქულა;
ბ) მე ძალიან კარგად ვიყენებ დროს – 1 ქულა;
გ) ეჰ, დრო ბატონობს ჩვენზე – 3 ქულა.
ნახეთ ტესტის შედეგები:
7-დან 12 ქულამდე: აშკარად გაქვთ ცრუპენტელობისკენ მიდრეკილება. ეს სასიკეთოდ არ წაადგება თქვენს რეპუტაციას და ძალიან მალე იწვნევთ მისგან ნეგატივს, თუ უკვე არ იწვნიეთ. მეგობრებმა უკვე იციან, რომ თქვენი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. თქვენი ხუმრობებიც გაუგებარი რჩება, ამიტომ ფრთხილად იყავით.
13-17 ქულა: ცდილობთ, გამოიყურებოდეთ პატიოსნად, „მართალი ადამიანის“ იმიჯს თვალის ჩინივით უფრთხილდებით. თუმცა, ზოგჯერ ტყუილს მაინც ამბობთ და სინდისიც დიდად არ გაწუხებთ. დაფიქრდით, ყოველთვის შეძლებთ, ისე იცრუოთ, რომ თქვენი ტყუილი დამაჯერებლად ჟღერდეს?
18-21 ქულა: მეტისმეტად გულწრფელი და პატიოსანი ხართ. ასეც არ შეიძლება. გასაგებია, რომ ტყუილის თქმა არ გეხერხებათ და მაშინ ნურც შეეცდებით იცრუოთ. რადგან ასე, გაცილებით მშვიდად იქნებით.

скачать dle 11.3