კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბადრიჯანი მავნე ჩვევებს თრგუნავს, ყველი პოტენციას ამაღლებს, ანწლი კი თირკმელებისთვის უებარია


პომიდორი, ტკბილი წიწაკა, კარტოფილი და ბადრიჯანი, მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. თუ ადამიანის ორგანიზმი საკმარისად იღებს ნიკოტინის მჟავას, შესაბამისად, სიგარეტისადმი მოთხოვნაც ნელდება. ასე რომ, თუ სიგარეტის გადაგდება გინდათ, შეგიძლიათ, მიირთვათ ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული, მათ შორის კი, რაც შეიძლება, მეტი პომიდორი.
ყველი ბევრს უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, მისი სასიკეთო თვისებების შესახებ. ყველის სუნი აღვიძებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას და საკვების ათვისებას.
ყველი მამაკაცურ ძალასაც აძლიერებს, რადგან ადვილად მოსანელებელ ცილებს შეიცავს. ყველში შემავალი კომპონენტები მამაკაცის პოტენციას ამაღლებს, ამისთვის კი საჭიროა, დღეში რამდენიმე ნაჭერი ჭამოთ.
ვაშლი დაბალკალორიული ხილია, შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, შედარებით ნაკლებ C ვიტამინს. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თავიდან აგაცილებთ შეკრულობას, კლავს შიმშილის გრძნობას. ასევე, მდიდარია პექტინებით, რომლებიც სკლეროზის, გულის ინფარქტის საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს და სისხლში შაქრის ოდენობას ამცირებს. ასევე, გახეხილი ვაშლის საფენები აჩქარებს ღია და ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცებას.
ქაცვი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების საბადოა. ის შეიცავს ასკორბინის მჟავას, ფოლიუმის მჟავას, ორგანულ მჟავებს, ზეთს, შაქარს, A, B1 და B2 ვიტამინებს. ქაცვის ზეთს კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ ოდითგანვე იყენებდნენ. ის ასევე, კარგია გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც.
 ანწლის ყვავილი შეიცავს გლუკოზიდებს, ეთეროვან ზეთს, C ვიტამინს, რუტინს, ქოლინს, ვაშლის, ვალერიანისა და ძმრის მჟავებს და სხვა. მედიცინაში ყვავილები და გამხმარი ნაყოფი იხმარება როგორც ოფლის მომგვრელი, ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება. ნაყოფი, აგრეთვე, გამოიყენება ნაწლავების პერისტალტიკის გასაძლიერებლად, კისელის მოსამზადებლად, რომელიც კარგია კუჭის აშლილობის დროს. ანწლის ყვავილები რეკომენდებულია ბრონქიტის, ნევრალგიის, ლარინგიტების, თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. ხალხურ მედიცინაში ანწლის ყვავილების ნახარშს იყენებენ რევმატიზმისა და ნიკრისის ქარების საწინააღმდეგოდ. 1 სადილის კოვზი ანწლის ყვავილისა და ნაყოფის ნარევი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარ საათს, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, მეოთხედი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

რა შემთხვევაშია ფუტკრის კბენა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
სამედიცინო დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ფუტკრის შხამი რევმატიზმს კურნავს. ასევე, დადგინდა, რომ შხამი სისხლში ქოლესტერინის დონეზეც ახდენს გავლენას. კერძოდ, ზოგიერთი დაავადების დროს მას ზევით სწევს, სხვა შემთხვევაში კი პირიქით.
ფუტკრის შხამი, ანუ აპიტოქსინი, ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების რთული კომპლექსია. მისი შემადგენლობა სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, მაგრამ, დადგენილია, რომ ის დაახლოებით ათ ცილოვან ნივთიერებას შეიცავს, კერძოდ: სხვადასხვა პეპტიდს, 20 სახის ამინომჟავას, ჰისტამინს, ცხიმოვან ნივთიერებებს, სტარონებსა და ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის წყალბადი, ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, გოგირდი, მანგანუმი, იოდი და ქლორი.
პეპტიდი ადოჰანი ფუტკრის შხამის მრავალრიცხოვანი კომპონენტებიდან ერთადერთია, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება აქვს. ის სისხლში ერითროციტების შეწებებას აბრკოლებს და, შესაბამისად, სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ფუტკრის შხამი უძლიერესი იმუნოსტიმულატორი და იმუნომოდულატორია. მისი მინიმალური კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს. ფარმაცევტული ფირმები ფუტკრის შხამისგან ბევრ გამწმენდ პრეპარატს ამზადებენ ინიექციის, დასაზელი მალამოს, საინჰალაციო საშუალებების სახით.
თუმცა, აპიტოქსინს უკუჩვენება აქვს სისხლის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, დიაბეტის, სიმსივნის დროს.
ფუტკრის ნესტარი რთული აგებულების დაცვითი აპარატია, რომელიც შხამის ერთგვარი რეზერვუარია. კანში ჩარჭობილ ნესტარს, მახვილწვერიანი პატარა კბილანების გამო, ორგანიზმიდან გარეთ გამოსვლა არ შეუძლია. დაზარალებულს ნაკბენი ადგილი უწითლდება, უსივდება, ექავება და სტკივა; ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებს კი ტემპერატურის მომატება და მწვავე ალერგიული რეაქცია ეწყებათ. სიცოცხლისთვის სახიფათოა, ერთდროულად დაახლოებით 500-1 000 ფუტკრის ნაკბენი.
პიტნა უებარია გულისთვის, მაყვალი კი კლიმაქსურ სიმპტომებს ამსუბუქებს
პიტნის ფოთლების ნაყენი კარგია გულისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ:
*20-30 გრამ პიტნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული ორი-სამი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ.
*პიტნის წვეთები ეფექტურია კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებისა და გულისრევის დროს.
*2 ჩაის კოვზ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გაწურეთ, დაატკბეთ და ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში.
თუ გაწუხებთ გუნება-განწყობის დაქვეითება, ადვილად იღლებით და სახეზე სისხლი გაწვებათ, ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კლიმაქსის წინა პერიოდთან, რომლის დროსაც ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონული ცვლილებები. პროჰესტერონის დეფიციტმა და ესტროგენების სიუხვემ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქსოვილებში წყლის შეკავება, ქვედა კიდურების სიმძიმე, თავის ტკივილი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის დისფუნქციონირება, ემოციური აშლილობა. ამ პერიოდში ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება.
კლიმაქსის შემაწუხებელ სინდრომს კარგად ებრძვის მაყვალი; ასევე,  აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვა, მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღება.
მოამზადეთ გემრიელი წამალი და მიიღეთ კვირაში ერთხელ – ის არეგულირებს ჰორმონებს და ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის:
*1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი, მაყვლის წვენი გემოვნებით და მიიღეთ თბილი;
* 10 გრამ მაყვლის ფოთოლს შეურიეთ 10 გრამი კუნელის ნაყოფი და 20 გრამი ბაბუაწვერა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღე ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ.
დაიცავით კვების რეჟიმი. კარგია რძე, ბოსტნეული, ხილი, თევზი, მჭლე ხორცი; მოერიდეთ მლაშე, ზედმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.

აუცილებელია, დიეტა დაავადებების მიხედვით შევარჩიოთ
ვაშლის დიეტა ინიშნება 1 ან 2 დღის განმავლობაში: 2 კილოგრამი ვაშლი თანაბრად გაანაწილეთ და მიიღეთ 6-ჯერ, დაახლოებით, 3 საათში ერთხელ. ეს დიეტა შეიცავს 3-4 გრამ ცილასა და 100 გრამ ნახშირწყლებს, რაც 420-670 კალორიას შეადგენს. ასეთი დიეტა, ფაქტობრივად, განტვირთავს ორგანიზმს და გამოიყენება ჭარბი წონის, ჰიპერტონიული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნეფრიტისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევაში.
ხაჭოს დიეტა ენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ქრონიკული ნეფრიტისა და შეშუპების დროს. ხანგრძლივობა 2 დღეა. დიეტა შეიცავს 500 გრამ ხაჭოსა და 150 გრამ თაფლს. ხაჭო თანაბარი რაოდენობით მიიღეთ დღეში 5-ჯერ. დიეტა შეიცავს 75 გრამ ცილას, 76 გრამ ცხიმსა და 55 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 620 კალორიას შეადგენს.
სტაფილოს დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, რევმატიული პოლიართრიტის, ჭარბი წონის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. დიეტა 2-დღიანია. ის შეიცავს 1,5 კილოგრამ სტაფილოსა და 50 გრამ შაქარს: გახეხეთ სტაფილო, აურიეთ მასში შაქარი და თითო მიღებაზე მიირთვით 200 გრამი. ეს დიეტა 12-15 გრამ ცილას, 130-170 გრამ ნახშირწყლებს და საშუალოდ 700-800 კალორიას შეიცავს.
რძის დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებსაც დაავადებული აქვთ გული, დარღვეული აქვთ სისხლის მიმოქცევა, ასევე, აწუხებთ სიმსუქნე, ღვიძლის, სანაღვლე გზების ან ჰიპერტონიული დაავადებები. დიეტის ხანგრძლივობა ერთი კვირაა და შეიცავს 1,5 ლიტრამდე რძესა და მაწონს, რომელიც 5-6-ჯერ უნდა დალიოთ დღის განმავლობაში, თანაბარი რაოდენობით. შეგიძლიათ, დაუმატოთ ხაჭო. დიეტა შეიცავს 30-45 გრამ ცილას, 36-42 გრამ ცხიმს, 50-70 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 650-990 კალორიას შეადგენს.
ჩაის დიეტა ინიშნება 1-2 დღით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 7-8 ჭიქა ჩაი. თითო ჭიქა შეიცავს 11-15 გრამ შაქარს. ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე ენტეროკოლიტის, გასტრიტისა და სეკრეციული უკმარისობის დროს.

რა დროს და რა რაოდენობით მინერალური წყალი უნდა დავლიოთ მკურნალობის მიზნით
მინერალური წყლები განსხვავდება ერთმანეთისგან ქიმიური შემადგენლობით, ფიზიკური თვისებებით, ტემპერატურით, გემოთი, სუნით, ფიზიოლოგიური მოქმედებითა და სამკურნალო ეფექტით.
მინერალური ეწოდება წყალს, რომლის 1 ლიტრში ზოგადი მინერალიზაცია აღემატება 1 გრამს და შეიცავს განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ გაზს, ამა თუ იმ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებს და ასე შემდეგ.
სოდა, რომელიც მინერალური წყლის ძირითადი კომპონენტია, ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავში და ხვდება სისხლსა და ლიმფაში, სადაც, ანეიტრალებს მჟავე პროდუქტებს და აძლიერებს ორგანიზმის ტუტიანობას.
თუ მინერალურ წყალს ავადმყოფი მიიღებს ჭამამდე 1 საათით ადრე, ეს გამოიწვევს კუჭის სეკრეციული ფუნქციის დაქვეითებას, ხოლო, თუ ამ წყალს დალევს ჭამამდე დაახლოებით 5 წუთით ადრე ან ჭამის დროს, მაშინ სეკრეციის ფუნქცია გაძლიერდება.
ვისაც აწუხებს კუჭის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, დღეში 3-ჯერ, საჭმლის მიღებამდე 1 საათით ადრე, უნდა დალიოს 1 ჩაის ჭიქა შემთბარი, გაზგასული მინერალური წყალი.  დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში, მინერალური წყალი უნდა დალიოთ იმავე დოზით, ისევ შემთბარი და გაზგასული, ოღონდ, ჭამამდე 5 წუთით ადრე. კუჭის ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე კატარის დროს, ეს წყალი ავადმყოფმა უნდა დალიოს საჭმლის მიღებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, იმავე რაოდენობით. სანაღვლე გზების ანთების დროს კი მინერალური წყალი დალიეთ შემთბარი, 1 ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ.
საშარდე გზების დაავადების დროს, სასურველია, ავადმყოფმა მინერალური წყალი დალიოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, მაგალითად, დღეში ხუთჯერ ან ექვსჯერ, ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა.

скачать dle 11.3