შესაძლებელია თუ არა მომავალი საფრთხის წინასწარ განჭვრეტა და საიდან ეძლევა ადამიანს ინფორმაცია შეგრძნებების სახით
ნათელა: წინასწარმეტყველების უნარი ყველა ადამიანს აქვს – ზოგს გამძაფრებული, ზოგს კი შედარებით ნაკლებად. როგორც ეზოთერიკოსი, გეტყვით, რომ სამყაროს ზედა ფენიდან, ადამიანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებს. თუ შეგრძნებებს ყურს დაუგდებთ, მაშინ მოსალოდნელი საფრთხის წინასწარ განჭვრეტა არ გაგიჭირდებათ. შესაბამისად, ამ დროს უფრო ფრთხილად იქნებით და ბევრ უსიამოვნებასაც აარიდებთ თავს.
– ამბობენ, წინასწარმეტყველური შეგრძნებები ადამიანს გენეტიკურად გადაეცემაო. რეალურია ეს მოსაზრება, თქვენი აზრით?
– დიახ, წინასწარმეტყველური შეგრძნებები, სწორედ, გენეტიკურად გადაეცემა. კერძოდ, გენეტიკური კოდის წყალობით ამოქმედდება და ერთ დღესაც ამ ნიჭს თავად აღმოაჩენთ. ზოგადად, სამყაროს ზედა ფენიდან ადამიანებს ეძლევათ ინფორმაცია შეგრძნებების სახით. ამ შეგრძნებებს კი, ორგანიზმის რეაქციით ვხვდებით.
– რომელ შეგრძნებებს გულისხმობთ?
– მაგალითად, როცა საქმეზე ხართ წასასვლელი და რაღაც უკან გექაჩებათ, ან მოლაპარაკებების წინ გრძნობთ, რომ ფეხები უკან გრჩებათ და თითქოს რაღაც გაკავებთ. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს გადაუდებელი საქმე აქვს, უცბად ასტკივდება რაიმე ორგანო და ვეღარ მიდის. ეს ორგანიზნის ერთგვარი რეაქცია და გაფრთხილებაა ანუ ის, რაც ზედა სამყაროდან, ქვეცნობიერის დონეზე გაიძულებთ, არ წახვიდეთ იქ, კონკრეტულ მომენტში. დამიჯერეთ, ხშირ შემთხვევაში, რომ არა ზემოდან გაფრთხილება, უხილავი ძალების დახმარება, სამყაროს ზედა ფენებიდან წამოსული ინფორმაცია, ბევრი ადამიანი ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს. იგივე ტკივილის დაწყება სადმე წასვლის წინ, ეს გამიზნული, გამაფრთხილებელი და დამცველი ინფორმაციაა კონკრეტული ადამიანის დასაცავად.
– მართალია, ასაკში შესული ადამიანები რომ ამბობენ, შელოცვები წინათგრძნობებს ავითარებსო?
– შელოცვები, წინათგრძნობასაც ავითარებს და ადამიანს მეტად კონცენტრირებულსა და წინდახედულსაც ხდის. სხვათა შორის, ადრე ამას ყოველდღიურად აკეთებდნენ. შელოცვა საკმარისი იყო, რომ ნებისმიერი საფრთხისგან დაეცვა თავი ადამიანს. გარდა წინასწარმეტყველებისა, ნებისმიერს შეუძლია, გაიხსენოს თავს გადამხდარი უცნაური ამბავი, რომელიც გაკვირვებას იწვევს და თითქოს რაღაცაზე მიგანიშნებთ კიდეც. სამწუხაროდ, ცხოვრების რიტმი ისეთი დაძაბულია, ამაზე არც კი ვფიქრობთ.
– არ შემიძლია არ გკითხოთ, ბოლო დროს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელმაც ადამიანები და ცხოველები იმსხვერპლა, საკმაოდ დიდი მატერიალური ზარალი მოუტანა დედაქალაქს და მოსახლეობა ალბათ, დიდხანს ვერ გამოვა შოკიდან. 1924 წლის 14 ივნისის გაზეთ „კომუნისტში“ აღწერილია ინფორმაცია წვიმის შემდეგ, მდინარე ვერეს ადიდების და მსხვერპლის შესახებ: 13 ივნისს, მოულოდნელად ვერეს ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები, თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცებია და შეუყრია მტკვარში. 2015 წელსაც ტრაგედია, სწორედ 13 ივნისს დატრიალდა და ამის მიზეზი ახლაც მდინარე ვერე აღმოჩნდა. ეს უბრალო დამთხვევაა თუ..?
– დამთხვევები უბრალოდ არ ხდება. ეს კანონზომიერებას ექვემდებარება რეალურ სამყაროში. ასეთ მოვლენათა წარმოქმნის უნარი კი სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა. დამთხვევები, შესაძლოა, დროსა და სივრცეში მოხდეს. ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რაიმე უცნაური მოხდა მის ცხოვრებაში, რადგან, არ არის გამორიცხული, ასეთი ფაქტი, კვლავ განმეორდეს და იმავე დროსა და სივრცეში დაგაბრუნოთ, როცა ეს ამბავი პირველად მოხდა. თუ კარგად დააკვირდებით და ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ცხოვრებაში, და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მისტიკურ დღეებსა და ციფრებს, თავადაც მიხვდებით, რომ ასეთი დამთხვევები არც ისე იშვიათია. ეზოთერიკოსები ასეთ დამთხვევებს თანმიმდევრობის კანონებს ვუწოდებთ. კონკრეტული ადამიანის ცხოვრებასა და ქვეყნების ისტორიაში ხდება მისი სერიული გამეორებები და, არ არის გამორიცხული, მთელი ცხოვრება მისი გავლენის ქვეშ ვიყოთ – ამისგან დაზღვეული არავინაა. თუ გადავხედავთ განვლილ ცხოვრებას, როგორც იტყვიან, დროსა და სივრცეში შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ხვდებით, რომ მაგალითად, ორშაბათობით ან სამშაბათობით, 2, 3, 9 ან 29 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, ჩხუბი გიწევთ, იქმნება პრობლემები საყვარელ ადამიანთან და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დაკვირვებოდით საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ყველა ადამიანს აქვს თავისი თარსი და ნეგატიური რიცხვი, დღე და ამ დროს უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული, მეტი დრო გაატაროთ სახლში.