კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 29 ნოემბერს. რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში ექნება წარმატება და რომელი ასტროლოგიური ნიშნით დაბადებულ ადამიანს დაუკავშიროს ბედი, რომ ამ მხრივ სრულ ჰარმონიას მიაღწიოს?
პასუხი: თქვენი შვილისთვის მისაღები პარტნიორი ასტროლოგიურად არის „მორიელის“, „ლომის“, „სასწორის“, „მერწყულისა“ და „ვერძის“ ნიშნები. ცოტა ფრთხილად იყოს „მშვილდოსნის“ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. მისი კოსმიური მისია უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას. უნდა იყოს აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული. შეეძლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას. იმავდროულად კი, წარმოაჩინოს მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა. ისწავლოს ფულის ყაირათიანად ხარჯვა და გადანაწილება. იყოს ფრთხილი, წინდახედული, ერთგული, გარშემოც ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოს, მაქსიმალურად დაასტაბილუროს ურთიერთობები. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ასეთებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, დიზაინი, სამოდელო საქმიანობა, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო სამსახური, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობის ფართო სპექტრი, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, ქორეოგრაფია.

скачать dle 11.3