კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ქრისტიანული მშვიდობისმოყვარეობა ნიშნავს თუ არა მოყვასის ბოროტებაზე თვალების დახუჭვას?
პასუხი: ახლობლებთან მშვიდობის დამყარების ვალდებულება არ ნიშნავს, რომ დავთანხმდეთ მათ ავ ზრახვებს, აზრებსა და ცდუნებებს. ეს დიდი ცოდვაა. ქრისტიანის ვალია, არ დაეთანხმოს მანკიერი ადამიანის ავ ზრახვებსა და ქმედებებს, ეს აუცილებელია!
კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა ქრისტიანისთვის გრძელი და გადაბმული საუბარი?
პასუხი: ბევრი ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი. წმიდა მამა არსენი იმ ადამიანზე, ვინც დიდხანს რჩებოდა მასთან, ასე ამბობდა: საუბრის დასაწყისში მას ვუყურებ, როგორც ანგელოზს, ხოლო ბოლოს, თუკი წასვლას აგვიანებს – როგორც მაცდურს.
კითხვა: რა არის ის აუცილებელი, რაც მოყვასთან მიმართებაში გვევალება?
პასუხი: უმთავრესია მოყვასს არ მისცეთ ცრუ დაპირება და მტკიცედ შეასრულოთ მიცემული სიტყვა.
კითხვა: საფლავზე, სადაც ორი ან მეტი ადამიანია დაკრძალული, უნდა აღიმართოს საერთო ჯვარი თუ თითოეულს ცალ-ცალკე ჯვარი უნდა ედგას?
პასუხი: სასურველია, ყოველი გარდაცვლილი ადამიანის საფლავს ჰქონდეს ჯვარი. მაგრამ თუ არ არის ამის საშუალება, საფლავზე ერთი ჯვარი მაინც უნდა იყოს.

скачать dle 11.3