„აღსდექ კრულვითა დაღდასმულო, ქვეყანავ მშიერ მონების“
რაკი რფ-ისადმი დასავლეთის ეკონომიკური სანქციები ძალაშია, ისევე, როგორც რფ-ის მიერ დაწესებული ემბარგო დასავლური პროდუქციისადმი და, შესაბამისად, რუბლიც უფასურდება, რფ-ში ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები, უფრო ზუსტად, კომუნალური გადასახდელები გადაიხედა.
თუმცა, გადაიხედა რა – გაიზარდა. კერძოდ, გათბობა – 8,4 პროცენტით, გაზი – 7,5 პროცენტით, ელექტროენერგია – 8,2 პროცენტით. დანარჩენი მომსახურებების ფასს კი საცხოვრებლის მფლობელები გაუკეთებენ კორექტირებასო.
ოღონდ, რეგიონების მიხედვით, თუ ოჯახის შემოსავლის 22 პროცენტზე მეტი კომუნალურ გადასახდელებში იხარჯება, სახელმწიფო მათ სუბსიდიით დაეხმარება. მაგრამ საკითხავი ისაა, სახელმწიფო საიდან გააჩენს დამატებით ფულს?!
ბუნებრივია, ეს რფ-ის შიდა სირთულეებია და, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ ჩვენი ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული, ვერ დავიჩემებთ, რომ გული ძალიანაც დაგვეწვა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რფ-ის მოსახლეობის უმეტესობისთვის დასავლეთი კვლავ ყარს, სავარაუდოა, რომ ტარიფების ზრდა არა რუსეთის ხელისუფლების, არამედ დასავლეთისადმი გაზრდის აგრესიას, რაც იმასაც ნიშნავს, რომ კვლავაც აიტანენ ცხოვრების გაუსაძლისობას, ოღონდ კი მიწები შეაგროვონ. ანუ უკუღმაა, მარა, მასეა, ასინეთა… –