კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელის გამმართველი

რაკი განგების ავბედითობით ისე მოხდა, რომ 13 ივნისის ზარალის ასანაზღაურებლად ფულს ვაგროვებთ, ჩვენთვის ხელის გამმართველთა შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, სულ რომ არ ველოდით.
კერძოდ, სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში სტუმრად საუდის არაბეთის პრინცი იმყოფებოდა. რომლისთვისაც 16 ივნისს ჩვენს ელჩს ინფორმაცია მოუწოდებია მომხდარის შესახებ.
სულ ახლახან კი პრინცს ჩვენივე საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წერილი მოუწერია და უცნობებია, რომ 300 000 აშშ დოლარით დაეხმარება სტიქიით ჩვენებურ დაზარალებულებს იმ ფონდის მეშვეობით, რომელიც დახმარებას უწევს წყალდიდობით დაზარალებულებს.
თუმცა პრინცს ფული თავზე საყრელად აქვს (ოღონდ, რაც არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ჩვენ უნდა დაგვაყაროს), მისი ეს გულისხმიერება მეტად დასაფასებელია,  განსაკუთრებით, ჩვენი საბანკო სექტორის ფონზე, რომელიც ამ ღარიბ ქვეყანაში წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის წმინდა მოგებას იღებს, მაგრამ, როგორც „ყვავებს“, ძლივს გააგდებინეს „კაკლები“. კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მარტში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 7,2 პროცენტით, ანუ 6,8 მილიონი ლარით გაიზარდა. სახელდობრ, 2015 წლის მარტში ბანკების წმინდა მოგებამ 39,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მარტის მაჩვენებელზე 114-ით, ანუ 21 მილიონი ლარით მეტია. –

скачать dle 11.3