კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადააღერღილები

„ინტერფაქსის“ ცნობით, რფ-ის გენერალური პროკურატურა ამოწმებს, არც მეტი, არც ნაკლები, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის კანონიერებას!
სახელდობრ, საქმე ეხება 1991 წელს სსრკ-ის სახელმწფიო საბჭოს მიერ ლატვია-ლიტვა-ესტონეთის დამოუკიდებლობის ცნობას, ოღონდ, ამთავითვე ვარაუდობენ, რომ ეს საკითხი ყირიმისას ჰგავს. შეგახსენებთ, 2015 წლის 26 ივნისს რუსეთის გენპროკურატურამ დაადგინა, რომ 1954 წელს უკრაინისთვის ყირიმის გადაცემა არ შეესაბამებოდა რუსეთის ფედერაციული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციებს.  აქაოდა, სსრკ-ის სახელმწიფო საბჭო 1991 წლის 5 სექტემბერს შექმნილი დროებითი ორგანო იყო და ისე აღიარეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ შესაბამისი ცვლილებები არ შეუტანიათ სსრკ-ის კოსნტიტუციაშიო, რითაც, თურმე, სსრკ-ის 1990 წლის 3 აპრილის კანონი დარღვეულა. მოკლედ რომ ვთქვა, რაკი ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში რეფერენდუმები არ ჩატარებულა, არც დამოუკიდებლობა ეკუთვნითო (მართალია, ჩვენ გაგვიმართლა, რეფერუნდუმი ჩავატარეთ, მაგრამ, თუ რუსეთი ირუსეთებს, რამე დარღვევას ჩვენც აღმოგვიჩენენ).
საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ რფ-ის გენპროკურატურა ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობას არაკანონიერად ცნობს, თუმცა უცნობია, მოექცევა თუ არა ისევე, როგორც ყირიმს, რადგან ჩვენს ბალტიელ მეგობრებს „ნატოს“ მეხუთე მუხლი იცავს და, ნაკლებად სავარაუდოა, დასავლეთმა ჩვენს მსგავსად ხურდაში მიაყოლოს.
მეორე მხრივ, მოვლენები ისეთი ლოგიკით ვითარდება, რომ არც ისაა გამორიცხული, რუსეთის გენპროკურატურამ მზის ამოსვლა-ჩასვლის ფაქტის კანონიერება და რფ-ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაც შეისწავლოს?!

скачать dle 11.3