კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩიკოტილოს მონატრება

თუმცა ისინი, ყველანი, ანუ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ზარ-ზეიმით დაინიშნენ უკრაინის ახლანდელ მთავრობაში, ზოგიერთ მათგანი ნიჩაბზე მაინც მოხვდა.
ბ-ნი ებანოიძის ბედი უკრაინის აწ უკვე ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნმა კვიტაშვილმაც გაიზიარა. მისი პოსტიდან გადაყენების საკითხი თვით ოდესის გუბერნატორმა დააყენა და მე არ ვიცი, სად – ოდესა და სად – უკრაინის ჯანდაცვა (თუმცა თავის დროზე არც ის ვიცოდი, რატომ დაინიშნა პროფესიით ისტორიკოსი კვიტაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად?!) –
მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი კვიტაშვილის თანამდებობისთვის შეუფერებლობის საკითხი უკრაინის „რადაში“ პეტრ პოროშენკოს ბლოკმა დასვა, წარმდგენმა, ანუ ოდესის გუბენატორმა, თავის მიერ წარდგენილზე, ანუ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრზე მთელი უკრაინის გასაგონად ბრძანა: „მოვიდა დრო, ვთქვათ სამართლიანად. გვაქვს სერიოზული პრობლემები ჯანდაცვაში. სისტემა ეწინააღმდეგება ცვლილებებს. არ არის საკმარისი, იყო წესიერი, უნდა იმოქმედო აგრესიულად (ანუ ესროლო პირდაპირ ფეხებში თუ მიაერთო ხელოვნური სუნთქვის აპარატს?!)!“, რაც ბუნებრივად ბადებს შემხვედრ რიტორიკულ კითხვას: ქართული ჯანდაცვის სისტემა ხომ ისე ყვაოდა, სიკვდილის ყველა კარი ჩაირაზა?!
მეტიც, ბ-ნ კვიტაშვილს ბოლომდე გადაუწურა წყალი (მომყავს ციტატა): „მე მის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ, პირადად ვუთხარი: არ უნდა გეშინოდეს, გაიჩინო მტრები; ასევე იმის, რომ მიიღებ უსამართლო კრიტიკას. სამწუხაროდ, სანდროს ასეთი თვისებები ამ ეტაპზე არ აღმოაჩნდა.“
ერთი სიტყვით, ბ-ნი კვიტაშვილი უსამსახუროდაც დარჩა და ისეთი რეკომენდაციითაც გაუშვეს ამ ბოლო პოსტიდან, რომ პოლიტიკურად დასაქმების პერსპექტივა თითქმის აღარ აქვს. ხოლო, თუ გავიხსენებთ ბ-ნი სააკაშვილის შეფასებას: „ჩვენ, ყველამ, უფრო აგრესიული ადამიანი მოვნახოთო“, ვითომ ჩიკოტილოსნაირს ეძებენ თუ ბრეივიკის გამოპარებას აპირებენ ნორვეგიის ციხიდან?! ან იქნებ – ორივენიცა?!

скачать dle 11.3