კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დიოს” დიდი ოჯახის ქალბატონი სხვა რაკურსით

– ქალბატონო ირმა, თქვენი დღე როგორ იწყება?
– ჩემი სამუშაო დღე იწყება ჭიქა ყავით და ბავშვების სკოლისათვის მომზადებით. საუზმეს, უმრავლეს შემთხვევაში, თავად ვამზადებ როგორც ჩემთვის, ასევე ბავშვებისათვის. თუმცა, ჩემი მეუღლე უფრო უკეთესი კულინარია და ხშირადაა ჩართული პროცესში. ძალიან მიყვარს კვერცხი და ხილი. დილით კვერცხზე ხშირად უარს ვამბობ, მაგრამ ხილს ვერ ვთმობ.
– დილის ძილი თუ გიყვართ და რომ არა ბიზნესი, როგორ დაიწყებდით დილას? ანუ, მეტი თავისუფალი დრო რომ გქონდეთ?
  – დილის ძილი ძალიან მიყვარს, თუმცა მთელი ცხოვრება ადრე ვდგები – სკოლის დროს, სტუდენტობისას, მერე სამსახური და დღემდე  ასე გრძელდება. მაქვს წელიწადში რამდენიმე დღე, როცა ვახერხებ დილით გამოძინებას...  მეტ თავისუფალ დროს გავატარებდი შვილებთან და მათთან ერთად ვიმოგზაურებდი. მიყვარს მოგზაურობა და აქტიური ცხოვრება. ვფიქრობ, საწარმოს კედლებს მიღმაც  საინტერესო ცხოვრებაა.
– ქალბატონი ირმა მიდის  სამსახურში... პირველი, რასაც კაბინეტში შესვლისას აკეთებთ...
– უპირველეს ყოვლისა, ვხსნი ფოსტას და ვიწყებ მენეჯერებთან გასაუბრებას. მერე კი ისევ ჭიქა ყავა.
– „დიო” დღეს უკვე წარმატებული და აწყობილი ბიზნესია. ფანჯრებიდან ყველაფერი უკვე იოლად ჩანს, მაგრამ საქმის აწყობა მარტივი არ იყო. როგორ ფიქრობთ, წარმატების ფორმულა სადაა?
– „დიო” უკვე 20 წლის ხდება. ეს გზა რთულიც იყო და საინტერესოც. წარმატებას კი აღწევ ამ გზაზე შემხვედრი ადამიანების თანადგომით. პირველი, ვინც ჩემი წარმატება ირწმუნა, იყო ჩემი უმცროსი ძმა. მაშინ ის სტუდენტი გახლდათ და უჩვეულო შემართებით დამიდგა გვერდით. მოგვიანებით კი, საქმიანობაში ჩემი უფროსი და, თამარიც  ჩაერთო. ასე გახდა „დიო“  ჩვენი საოჯახო საქმიანობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო მათ. ჩვენი დაუღალავი შრომა და მუდამ სიახლის ძებნა, შეუპოვრობა და კვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბება, ერთმანეთის მხარდაჭერა – ეს არის ჩვენი წარმატების განმსაზღვრელი.
– „დიოს” პროდუქციის  ასორტიმენტს თქვენ ირჩევთ? ქალური გემოვნება ერთვება?
–   ვფიქრობ, ქალურმა ფაქტორმა ბევრი რამ განსაზღვრა „დიოში.“ გემოვნება, პრობლემებთან სხვანაირი მიდგომა... ასევე, საზოგადოებისთვის ერთგვარად საინტერესო იყო, მაშინ, 90-იან წლებში ქალ მეწარმესთან ურთიერთობა. „დიო“ – ნოვატორული კომპანიაა. ყოველთვის ვცდილობთ საინტერესო სიახლის დანერგვას. ამ სეზონზე ასეთი პროდუქტია საჩრდილობელი სისტემა  –  პერგოლა. იალქნიანი სისტემები, ფარდა– ზებრები, ელექტროფარდები, რომლებიც,  ვფიქრობ, მანდილოსნებს განსაკუთრებით დააინტერესებს. საკმაოდ აზარტული ვარ და ძალიან მიყვარს გამოწვევები, ახალი პროექტების განხორციელება, მაგრამ ზომიერად რისკიანი.
– ზაფხული თქვენი მწერების დამცავი ბადეებისა და ტენტების გარეშე, წარმოუდგენელია... ზაფხულს როგორ ატარებთ? შვებულებით სარგებლობთ?
–  როცა საქმიანობას ვიწყებდი, დაახალოებით 12 წელი, ზაფხულში არ დამისვენია. ჩემი დასვენება იყო საქმიანი ვიზიტების დროს უცხოეთში გატარებული 1 ან 2 თავისუფალი დღე. საკმაოდ გვიან შევქმენი ოჯახი და მაშინ მივხვდი, რომ ზაფხულში შვილებთან ერთად დასვენებაც აუცილებელი იყო. თან „დიოც” გაიზარდა და უკვე მაქვს საშუალება, 10–15 დღე გავატარო ოჯახთან ერთად. ძირითადად, ვისვენებ კურორტ „ნუნისში“, რომელიც ასევე „დიოს“ შვილობილი კომპანიაა და ამიტომ იქაც მიწევს მუშაობა. თუმცა, ზღვაზე ვისვენებ, მაგრამ როგორ „ისვენებს” ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ალბათ, წარმოგიდგენიათ (იღიმება)...
– ქალბატონო ირმა, ბიზნესი და ოჯახი, ზოგიერთისთვის ძნელად შესათავსებელია, დროის დეფიციტის თვალსაზრისით, თქვენ როგორი მეუღლე ხართ?
– მე ვცდილობ, ვიყო მზრუნველი და ყურადღებიანი მეუღლე. მინდა, ჩემი თავისუფალი დრო ოჯახთან გავატარო. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, დავით ვაშაძე. ის პროფესიით ექიმია. მასაც საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. ამიტომ, იმ დროს, რასაც ოჯახში ვატარებთ, ძალიან ვუფრთხილდებით და თითქმის არასდროს ვკამათობთ. აქტურად ვარ ჩართული ბავშვების განათლების პროცესში. მიყვარს მათთან ერთად ღონისძიებებისთვის მზადება და ასევე, მშობელთა აქტივობებშიც ვებმები. საერთოდ, მხიარული ოჯახი გვაქვს, გვიყვარს წვეულებების მოწყობა. დათო კარგი კულინარია და ასევე, კარგად იცნობს ძველ ქართულ სამზარეულოს. მონადირეა (თუმცა, ხშირად ვერ ახერხებს ნადირობას) და გვიყვარს განსაკუთრებული კერძებით მეგობრებისა და ახლობლების გამასპინძლება. ეს ჩვენთვის საუკეთესო განტვირთვაა. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის დროის განაწილება, მაგრამ ჯერჯერობით, ვახერხებ. ამაში დედაჩემიც მეხმარება. ის ჩემთან ცხოვრობს და ვიდრე დედა ჩემს გვერდითაა, მე ყოველთვის სტუდენტის შემართებით ვიქნები. დედა საკმაოდ მომთხოვნია და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მისგან ბევრი რამ ვისწავლე – დროისა და ადამიანების დაფასება.
– ქალური სისუსტეები – პარფიუმერია, სუნამო, სამკაულები..  პრეტენზიული ხართ?
– ქალური სისუსტეები?! სულაც არ მგონია, რომ სუნამო და სამკაული ქალური სისუსტეა. პირიქით, ეს აუცილებელი და თანმდევია ქალის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მიყვარს სუნამოებიც, სამკაულებიც, კარგი ტანსაცმელიც. სალონის ხშირი სტუმარიც ვარ, რადგან მინდა, ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე. პრეტენზიული გახლავართ, მაგრამ, უპირველესად, საკუთარ თავთან.
– რომ არ ყოფილიყავით ბიზნესში, რა პროფესიას აირჩევდით?
– მე პროფესიით მათემატიკოსი ვარ და ძალიან მიყვარს ეს საგანი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა ბიზნესში, რადგან სტატისტიკისა და ანალიზის, ოპტიმიზაციის გარეშე, ბიზნესის წარმატება წარმოუდგენელია. თუმცა, ბავშვობიდან მინდოდა, დიპლომატობა და ვაპირებდი მოსკოვში დიპლომატიურზე ჩაბარებას. მაგრამ, მამამ არ დამრთო ნება, რადგან არ სურდა, ჩემი სხვა ქალაქში გაშვება. მე ანგარიში გავუწიე მის თხოვნას. მამა მკაცრი არ იყო, მაგრამ ძალიან გვიფრთხილდებოდა.  მიმაჩნია, რომ ბიზნესში დიდი წილია დიპლომატიის. ყოველი საქმიანი შეხვედრა დიპლომატიურ მიდგომას ითხოვს, თუ გსურს, ეს მოლაპარაკება შენი წარმატებით დამთავრდეს. საქმიანი ქალის ცხოვრება, საკმაოდ დატვირთულია. მაღალია პასუხისმგებლობაც, მაგრამ საინტერესოა.

скачать dle 11.3