კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასრულდა თუ არა ქეთი მელუასა და ჯეიმს ტოსელენდის სიყვარულის ისტორია და ვის დარჩა მათი ქორწილი სასიამოვნო მოგონებად

არჩილ მელუა: 13 ივნისის ტრაგედიამ ქეთი შეძრა. დარეკა, კითხულობდა ამბავს, ცრემლს ვერ იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია და საქართველოდან წლებია, შორს არის, აქაური ამბები აინტერესებს, განიცდის და სტკივა. სულ ამბობს, მე ჩემი ფესვები, სადაც არ უნდა ვიყო მახსოვს და მეამაყებაო. ამას გულით ამბობს და ვინც ქეთის პირადად იცნობს, დამეთანხმება. ერთი შეხედვით, ქეთი ძლიერი გოგო ჩანს, მაგრამ შინაგანად ძალიან გულჩვილია. ყველას ტკივილი სტკივა და სიხარული უხარია. მით უმეტეს, ქართველის. რომ დარეკა, პირველი, რაც თქვა იყო: თბილისი ჩემი ტკივილიაო და სწორედ ამ სახელწოდებით, ბრიტანეთში,  ქართულ  რესტორან „თამადაში,“ მართავს საქველმოქმედო საღამოს, რითაც დაზარალებულებს შორიდან დაეხმარება. ეს ერთადერთია, რაც მას შეუძლია. ასევე, ეს იქნება ერთგვარი გამოფენა-გაყიდვაც, რაშიც ქეთის თავისი მეგობრები დაეხმარებიან. იქ იქნება წარმოდგენილი ქართული კერძები, ღვინო და სუვენირები. ქეთი ისეთი მოსიყვარულეა, ისე უყვარს თავისი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, როგორც თავისი ოჯახის წევრები ნათესავები და მეგობრები.
– ბოლო დროს, ჭორი გავრცელდა, თითქოს ქეთი ქმარს დაშორდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ამაზე რას იტყვით?
– ქეთიმ როგორც იქნა იპოვა თავისი გულის სწორი და არჩევანი საკმაოდ კარგ ბიჭზე –  ჯეიმს ტოსელენდზე შეაჩერა. ოჯახის წევრები სულ ვნერვიულობდით მის გათხოვებაზე (იცინის). ვეუბნებოდით, წლები გემატება და ახლა დროა, საკუთარ ოჯახზე იფიქროო.  ის კი გვპასუხობდა: დაწყნარდით, როგორც კი ვინმე შემიყვარდება, პირველი თქვენ გაიგებთო. ეს დღეც დადგა და ქეთიმ თავისი ბედი, საკმაოდ კარგ ბიჭს დაუკავშირა. ქეთის მოკრძალებული ქორწილი კი ყველა ახლობელს სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა. ვერ გეტყვით საიდან გავრცელდა მათი დაშორების ამბავი. ალბათ, ქეთი როცა გასტროლებზეა, ჯეიმსს კი თავისი საქმეები აქვს და მის გვერდით ვერ ხედავენ, ჩათვალეს, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. ვერ გეტყვით. ფაქტია, ასეთი შეყვარებული წყვილი, იშვიათია. დღესაც ისე თბილად და ტკბილად არიან, როგორც ქორწილის დღეს. ქეთი მეუბნება, ჯეიმსის გვერდით სულიერად ვისვენებ,  ისეთი კარგი ბიჭია, ისეთი ბედნიერი ვარ, ვერ აგიწერო. ჩემი ძმაც და რძალიც გაოცებულები არიან მისით. რემონტიც კი, სადაც დღეს ცხოვრობენ, ჯეიმსმა თავისი ხელით გააკეთა. ქეთი და ჯეიმსი, ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე წყვილია ბრიტანეთში და რატომ ვრცელდება საქართველოში ჭორი, რომ ისინი დაშორდნენ, მიკვირს.
– როგორი ურთიერთობა აქვს ჯეიმსს ქეთის ოჯახის წევრებთან?
– არაჩვეულებრივი. რომ ჩავედი და პირველად ვნახე, გავიცანი, ძალიან მომეწონა. მივხვდი, უბრალო, სადა, თბილი და საყვარელი ადამიანია, ყურადღებიანი და სათნო. თან, რაც მთავარია, საკმაოდ განათლებული. ჯეიმსი მოტორბოლაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, თუმცა, ახლა სიმღერებს წერს. ქეთი და ჯეიმსი სულ ერთად არიან. ერთ საქმეს ემსახურებიან და, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო ამყარებს მათ ურთიერთობას. ჯეიმსი კომპოზიტორია და თავისი ჯგუფიც ჰყავს. ქეთის ძმა, ზურიკოც წაიყვანა ამ ჯგუფში გიტარისტად და იქ უკრავს. ასე რომ, მთელი ოჯახი მუსიკოსებისგან შედგება და ერთმანეთს კარგად უგებენ. ჯეიმსმა ხელი დაიწვა, საკმაოდ რთული დაზიანება ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოსცილდა მოტორბოლას და მუსიკა არჩია. აქაც კარგი მონაცემები აქვს და წარმატებებსაც მიაღწია. ქეთიც და ჯეიმსიც, ორივე ძალიან შრომისმოყვარე ახალგაზრდაა, პერსპექტიული, ცნობილი და ნიჭიერი. მიხარია, რომ ერთმანეთი იპოვეს, ბედი ერთმანეთს დაუკავშირეს და ოჯახი შექმნეს. თავად ქეთიმ მითხრა, ეს ის სიყვარულია, რომელსაც ამდენ ხანს ველოდი და გამიმართლაო. ორივემ ზუსტად იცის, რა უნდათ ცხოვრებაში და რა უნდა გააკეთონ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად.
– ხომ არ აპირებს ცოლ-ქმარი, ამ ზაფხულს საქართვლოში ჩამოსვლას? როგორც ვიცი, ქეთი, სანამ გათხოვდებოდა, ყოველ ზაფხულს თავისი საყვარელი ქალაქის, ბათუმის სტუმარი იყო.
– ვერ გეტყვით, როდის ჩამოვლენ, ვიცი, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვთ, წინასწარ გაწერილი, გრძელვადიანი გეგმებით. სანამ ჯეიმსი საქართველოში ჩამოვიდოდა და თავისი თვალით ნახავდა ჩვენი ქვეყნის სილამაზეს, გაიცნობდა ჩვენს ტრადიციებს, ქეთი იმდენს უყვებოდა, რომ ზეპირად იცოდა ყველაფერი ჩვენ შესახებ. ქეთის ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა თბილისში და ბაბუას და ბებიას ჩაეხუტება, მოეფერება და ჩაკოცნის. ამბობს, სანათესაოსთან ჩახუტება უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მავსებს და სასიამოვნოდ მტვირთავსო. ასეა ჯეიმსიც. ასე, ერთმანეთს ჰგავდეს სითბოსა და სიყვარულში ორი ადამიანი, პირველად ვნახე (იცინის). ქეთისთან ვიყავი ჩასული სტუმრად. საქმეზე წავედით, საჭესთან ქეთი იჯდა. მესიჯის მიწერა უნდოდა ჯეიმსისთვის და მთხოვა, მე გიკარნახებ და შენ აკრიფეო. დაიწყო: „ჩემო სიხარულო, თბილო, ტკბილო, საყვარელო...“ (იცინის). თან, მეღიმებოდა და თან, ტექსტს ვკრეფდი. დამიჯერეთ, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. დღითი დღე უფრო და უფრო უყვარს და წამითაც ვერ იტანს მისგან შორს ყოფნას. ბოლოს რომ ვესაუბრე ტელეფონით, მითხრა, მინდა, ბევრი ახალი სიმღერა დავწერო, ჩემი სასიყვარულო ემოცია მასში ჩავდო და მსმენელამდე მივიტანოო.

скачать dle 11.3