რა მოხდა ამ დღეს
29 ივნისი
1916 – ჰაერში აიჭრა „ბოინგის“ პირველი თვითმფრინავი.
1949 – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შერეული ქორწინების აკრძალვით დაიწყო აპარტეიდის რეჟიმი.
1964 – გამოიგონეს ტელევიზორის მართვის დისტანციური პულტი.
1995 – სეულში დაინგრა სავაჭრო ცენტრის შენობა, დაიღუპა 500-მდე ადამიანი.
30 ივნისი
1908 – ჩამოვარდა ტუნგუსკის იდუმალი მეტეორიტი დასავლეთ ციმბირის ტაიგაში.
1910 – დაიწყო ტელეგრაფის კაბელის გაყვანა ატლანტის ოკეანის ფსკერზე ევროპისა და ამერიკის დასაკავშირებლად.
1964 – ამერიკულმა კოსმოსურმა სადგურმა „რეინჯერ 7-მა“ დედამიწაზე პირველად გამოგზავნა მთვარის უკანა მხარის ფოტოები.
1 ივლისი
1200 – ამბობენ, რომ ამ დღეს ჩინეთში ვინმე მოსამართლემ მზის სათვალე გამოიგონა.
1867 – კანადა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1877 – გაიხსნა უიმბლდონის პირველი ტურნირი ჩოგბურთში.
1979 – ფირმა SONY-მ პირველად წარმოადგინა მინიფლეიერი WALKMAN.
2 ივლისი
1911 – პოლონელმა ქიმიკოსმა კაზიმირ ფუნკმა პირველად გამოიყენა სიტყვა „ვიტამინი“.
1915 – კინოში გამოჩნდა პირველი სტრიპტიზსცენა (ფილმში „ღმერთების ქალიშვილი“).
1921 – დაარსდა ჩინეთის კომუნისტური პარტია.
1997 – ჰონკონგი – ბრიტანეთის კოლონია კვლავ შეუერთდა ჩინეთს.
3 ივლისი
1863 – დიდმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ქალაქი მანილა (ფილიპინები).
1886 – ქუჩაში პირველად გაიარა კარლ ბენცის მიერ კონსტრუირებულმა ავტომობილმა „მერსედესმა“.
1928 – გასაყიდად გამოიტანეს პირველი ტელევიზორები – ფასი: 75 დოლარი.
1995 – 25 წლის ერიკ ელკინსონი გახდა მეათასე თვითმკვლელი, რომელიც სან-ფრანცისკოს „ოქროს ხიდიდან“ გადახტა.
4 ივლისი
1631 – პარიზში გაიხსნა პირველი დასაქმების ბიურო.
1848 – გამოქვეყნდა კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“.
1888 – ქალაქ პრესკოტში (არიზონას შტატი) გაიმართა პირველი საერთო ამერიკული შეჯიბრება როდეოში.
5 ივლისი
1811 – ვენესუელა გახდა პირველი ლათინოამერიკული სახელმწიფო, რომელიც გათავისუფლდა ესპანელთა ბატონობისგან.
1841 – გაიხსნა თომას კუკის – მსოფლიოში პირველი ტურისტული სააგენტო.
1943 – დაიწყო კურსკის ბრძოლა, ყველაზე მასშტაბური სატანკო ბრძოლა ისტორიაში.