ანეკდოტები
მეფე და მეგრელი ნადირობენ. ესროლა მეფემ იხვს და ააცილა.
– ხოხ, დიდო მეფეო, რა ჩინებული მიზანი გქონიათ!
– ეგ როგორ?!
– პირველად ვხედავ მკვდარი იხვი როგორ მიფრინავს!
***
ღამის სამი საათია. კარზე კაკუნია. კარს კაცი აღებს.
– ვინ ბრძანდებით?
– მძარცველები ვართ!
– რა გინდათ?
– ოქრო.
– რამდენი?
– 100 კილო.
– 105 არ წავა?
– კი, მოიტანე.
– დარეჯან, ჩემო ოქრო, ადექი, მოგაკითხეს.
***
მეგრელი და რაჭველი ერთმანეთს შეხვდნენ სუპერმარკეტში.
– აქ რას აკეთებ მაგალითად? – ჰკითხა მეგრელმა.
– ცოლუკა დამეკარგა და იმას ვეძებ, ქვე შენი ჭირიმე. შენ რას აკეთებ?
– მეც ცოლი დამეკარგა და ვეძებ, – პასუხობს მეგრელი.
– შენი ცოლი შესახედავად როგორია, ქვე შენი ჭირიმე?
– მაღალი, შავთვალება, აშოლტილი ფეხებით, დიდი მკერდით, – ტრაბახობს მეგრელი.
– თუ ასეა, მაშინ ქვე ჩემსას შევეშვათ და შენი მოვძებნოთ.
***
სვანი დაიჭერს ჩინელს და მოკლავს. სასამართლოზე ჰკითხეს:
– კი მაგრამ რატომ ჩაიდინეთ მკვლელობა?
– რატომ და.. ეჭვის თვალით მიყურებდა!
***
გურული ტბაზე თევზაობს. თავზე დაადგნენ რეინჯერები:
– უნდა დაგაკავოთ, აქ თევზაობა აკრძალულია!
– ჩემი დაჭერილი თევზი სადმე დეინახე, ძამა?
– არა.
– აპა, ჩემს ჭიაყელას საცხა ვაბანავებ, მაი რა თქვენი საქმეა?
***
პოლიციაში რეკავს სვანი:
– მიშველეთ, ჩემი მანქანა გაქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარის გადამრთველი, აღარც ტორპედო და მაგნიტოფონი.
ტელეფონი გაითიშა. ხუთ წუთში, ისევ რეკავს:
– უი, ბოდიში, არ იჩქაროთ, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ.
***
საზღვარზე გააჩერეს მატარებელი. გასაჩხრეკად შევიდა ვაგონში მებაჟე, საზღვრის დამცველი ოფიცერი და დაიწყო:
– აბა, ვალუტა, ნარკოტიკები, ოქრო, ვერცხლი, კოკაინი, სურათები, ჯვრები, ხატები...
სვანმა გააწყვეტინა სიტყვა და „ზაკაზი“ მისცა:
– ერთი ჭიქა ჩაი!
***
ბუღალტერი ცოლს ირთავს და სიმამრთან მიღება-ჩაბარების აქტს გააფორმებს.
***
– ექიმო, მიშველეთ, ცოლი გამიგიჟდა! იძახის, თხილი ვარო.
– მერე, რა მარტო მომადექი? მომიყვანე სასწრაფოდ!
– ექიმო, გავტეხო თუ ნაჭუჭიანად?