კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა ჭარბწონიანობის და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ევროპული სტანდარტი

კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით და ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამ მიმართულებით კლინიკის ხელმძღვანელობამ უკვე გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტლის სამედიცინო ლაბორატორიასთან. კლინიკაში მიმართულებებს ხელმძღვანელობენ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე თავიანთი დარგის წამყვანი სპეციალისტები: პროფესორი სერგო ორჯონიკიძე – კარდიოლოგია, პროფესორი თამარ გეგეშიძე; გასტროენტეროლოგია; პროფესორი არსენ გვენეტაძე – რეპროდუქტოლოგია; პროფესორი ირაკლი ფაღავა – ბავშვთა ენდოკრინოლოგია; პროფესორი დავით აბულაძე – ქირურგია; პროფესორი სოსო კობახიძე – დერმატოლოგია; მედიცინის დოქტორები: მაია სურვილაძე და მარინა ნასრაშვილი – პედიატრია; მედიცინის დოქტორი გიორგი ალადაშვილი – ანგიოლოგია; მედიცინის დოქტორი მანანა კობახიძე – ალერგოლოგია; ექიმები: გურანდა ფხაკაძე და ეკა ნინუა - გინეკოლოგია; ექიმი ლელა ფანგანი – მამოლოგია; ექიმები ანა ჭულუხაძე და ეკატერინე წაქაძე – ენდოკრინოლოგია; ექიმები ლელა ფანცულაია და ნანა ტაბიძე – ლაბორატორიული მედიცინა; ინფექციონისტი – ვიტალი ხარაშვილი; რადიოლოგები: შორენა სადუნიშვილი, ბელა ბურდული და თამარ გოგოხია; ექიმი სოფიო მატარაძე – ნევროლოგია; თვალის სნეულებების დიაგნოსტიკას უახლესი აპარატურით ახორციელებს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“. კლინიკის პაციენტების სამედიცინო მომსახურებას კოორდინაციას უწევს ოჯახის ექიმი, თერაპევტი ხათუნა თაბაგარი. კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში პათოლოგიურად ჭარბწონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის, პოსტოპერაციული თუ დიეტოთერაპიის შემდგომი ან თანმდევი რეაბილიტაციის პროგრამების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია.
დავით აბულაძე – მინი-დოსიე: ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და „ჯიპას” დამთავრების შემდეგ, მან საფუძვლიანი სპეციალიზაცია გაიარა ბაზისურ ლაპაროსკოპიაში ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, ატლანტის სამედიცინო ცენტრში (პროფესორი ჯორჯ ლუკასი) და იტალიაში მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალში (პროფესორი – ჯანლუიჯი მელოტი) – მაღალტექნოლოგიურ ლაპარასკოპულ ქირურგიაში. მას ასევე გავლილი აქვს სტაჟირების კურსები ბარიატრიულ ქირურგიაში ისრაელში, რაბინის სამედიცინო ცენტრის ბელინსონის ჰოსპიტალში და კოლორექტალურ ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში – ინგლისში, პორტსმუტში, დედოფალ ელისაბედის ჰოსპიტალში. მას ეკუთვნის პირველი საკანდიდატო დისერტაცია საქართველოში ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში. ბატონი დავითი არის 84 სამეცნიერო ნაშრომისა და საერთაშორისო სამედიცინო პრესაში დაბეჭდილი 33 სტატიის ავტორი. ასევე, თანაავტორი უნიკალური წიგნისა: „ლაპაროსკოპიული ქირურგია”, რომელიც პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. დავით აბულაძეს ყოველწლიურად უწევს მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესსა და სიმპოზიუმში მონაწილეობა, რომელთა მსვლელობის დროს, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, მუდმივად ახლის ძიებასა და ათვისებაშია. გარდა ზოგადი და ლაპაროსკოპიული ოპერაციების ფართო სპექტრისა, პროფესორი დავით აბულაძე საქართველოში ცნობილია როგორც ბარიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი.
მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ სხვადასხვა დიეტა, სამკურნალო პრეპარატი თუ ვარჯიშის მეთოდიკა არსებობს, რომლებიც ჭარბწონიანობის მკურნალობის პირველ რიგად ითვლება, მათი შედეგები ყოველთვის არ არის იდეალური, ხანგრძლივი და არ აკმაყოფილებს პაციენტს. ასეთ შემთხვევაში, დახმარებისთვის ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ. შესაბამისად, ბარიატრიული ქირურგია სწორედ ისეთი პრობლემების მოსაცილებლადაა მიმართული, სადაც წონა ერთ-ერთი ძირითადი გამშვები ფაქტორია. ასეთია: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძვალ-სახსართა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, უნაყოფობა (ქალებშიც და მამაკაცებშიც) და სხვა. პაციენტთათვის, ოპერაციის მეთოდისა თუ ჩვენების შერჩევაში, ქირურგთან ერთად, მონაწილეობს ენდოკრინოლოგი და ფსიქოლოგიც. ბოლო ათწლეულების მსოფლიო გამოცდილებამ დაადგინა, რომ ყველაზე კარგი ეფექტი ადრეული თუ შორეული გართულებების სიხშირის, წონის კლების მაჩვენებლებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიხედვით, აღინიშნება კუჭის ლაპაროსკოპიული სახელოსებური რეზექციების დროს. 21-ე საუკუნეში ბარიატრიულ ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს დამსახურებულად მიანიჭეს ეგრეთ წოდებული „სიცოცხლის გადამრჩენელი” ოპერაციების სტატუსი და ბევრი პაციენტი თავის ოპერაციის თარიღს, როგორც მეორედ დაბადების დღეს, საზეიმოდ აღნიშნავს.  კუჭის ვერტიკალური სახელოსებური რეზექცია წარმოადგენს რესტრიქციული ტიპის ოპერაციას. ოპერაციის მიზანია კუჭის სხეულისა და ფუნდალური ნაწილის მოცილება მცირე სიმრუდის გასწვრივ სახელოსებური მილის შექმნის სახით. ამ ოპერაციის დროს, სცილდება რა კუჭის სხეული და ფუნდალური ნაწილი, ხდება ეგრეთ წოდებული შიმშილის ჰორმონის – გრელინის მასტიმულირებელი ვეგეტატიური გზის გაწყვეტა და შესაბამისად, მკვეთრად მცირდება ორგანიზმში გრელინის სინთეზი. ამის გამო კი, პრაქტიკულად ქრება შიმშილის შეგრძნება და აქედან გამომდინარე პაციენტებს გაცილებით უადვილდებათ ახალ კვებით რეჟიმთან შეგუება – ხდება ზედმეტი წონის 80-85 პროცენტით კლება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოპერაციის ღირებულების 70 პროცენტს აფინანსებს ჯანმრთელობის სამინისტროში მოქმედი საყოველთაო პროგრამა.
ბატონი დავით აბულაძე დიდი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში და კოლეგებს შორის. აქვს საუკეთესო ოჯახი – მეუღლე, ხათუნა გარდაფხაძე და ოთხი შვილი. უყვარს ხელოვნება, ისტორიული წიგნები, ფეხბურთი, ბილიარდი, მოგზაურობა, ბუნება, კლასიკური მუსიკა. მისი საყვარელი ფრაზაა: „არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება”. ის, რომ დავით აბულაძე მეორე სიცოცხლეს სჩუქნის ადამიანებს, მისივე  მრავალრიცხოვან პაციენტთა ინტერვიუებიდანაც ჩანს. ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, მომღერალი ლოლიტა წერეთელი ამოვარჩიეთ.
 ლოლიტა წერეთელი (მომღერალი): ხელმეორედ დავიბადე. 135 კილოგრამი ვიყავი, როცა ბატონ დავითთან მივედი და ოპერაციის შემდგომ, რამდენიმე ათეული კილოგრამი მოვიკელი. მინდა გითხრათ, რომ  ჭარბ წონას სხვადასხვა სახის ავადმყოფობაც ერთვოდა. დღეს გარდა იმისა, რომ წონა დავიკელი, ეს ჭარბწონიანობის გართულებებიც წარსულს ჩაბარდა. მე ფსიქოლოგიურად სულ სხვა ლოლიტა ვარ. მადლობა, ბატონ დავითს. მან მაღალპროფესიონალურად ჩაატარა ოპერაცია. ის სუპერექიმია, ქირურგი ოქროს ხელებით!
P.S. აი, თქვენ კი, ვინც წლებია, ჭარბწონიანობით იტანჯებით, შეხედეთ ქალბატონი ლოლიტას ფოტოებს და თავად დარწმუნდებით, რომ ბატონ დავით აბულაძეს მართლაც ქირურგის „ოქროს ხელები“ აქვს!
კლინიკის მისამართი: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ¹39ა, ტელეფონები: 2 40 27 27, 2 40 28 28, 577 404 707.

скачать dle 11.3