კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ღმერთი არც ერთ მონანიე ცოდვილს არ უარყოფს
ივანე მრისხანეს დროს ვლადიმირში ახალგაზრდა მღვდელი ცხოვრობდა. მამა ტიმოთე ერთხელ მძიმე ცოდვაში ჩავარდნილა. სასოწარკვეთილს მიუტოვებია იქაურობა და ყაზანელ თათრებთან დასახლებულა, სადაც მაჰმადიანობა მიიღო და ორი თათრის ქალი შეირთო ცოლად. ყაზანის მმართველმა თავის სარდლად დაადგინა. ოცდაათი წელი იცხოვრა ყაზანში, ჯარით ხშირად არბევდა რუსეთის მიწას. გამდიდრდა, სახელი გაითქვა, მაგრამ არ დაივიწყა ის ღმერთმა.
ერთხელ რუსეთის მიწების დარბევის შემდეგ, ყაზანში ბრუნდებოდა. ჯარი წინ გაუშვა... ნამღვდლევს სინდისი აულაპარაკდა, ამხელდა და არცხვენდა. ტიმოთე დიდმა სინანულმა შეიპყრო, მარტო დარჩენილი მოთქვამდეა. მერე კი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი გაიხსენა: „შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული“. უეცრად ბუჩქებიდან ყმაწვილი გამოვიდა, – თათრებს გაქცეული რუსი ტყვე იყო. საბრალოს საგალობელი რომ მოესმა, თავისიანი ეგონა, მაგრამ ხელში გათათრებული რუსი შერჩა. ამ საგალობლით ჩვენთან რუსები ღვთისმშობელს ვუგალობთ, ამიტომაც ჩემიანი მეგონეო. მისმა სიტყვებმა შეძრა ცოდვილი, დაემხო მიწაზე და დიდხანს გოდებდა. მერე კი თავის საშინელი თავგადასავალი უამბო ყმაწვილს, რომელიც განათლებული აღმოჩნდა და ცოდვილს ანუგეშებდა. ეუბნებოდა, ღმერთი დიდად მოწყალეა, არც ერთ მონანიე ცოდვილს არ უარყოფსო. ტიმოთემ სთხოვა ყმაწვილს, წასულიყო მოსკოვში, მიტროპოლიტ ფილიპესთან და ეკითხა, მისებრ ცოდვილისთვის თუ შეიძლებოდა მიტევება. შეთანხმდნენ, დათქმულ დროს ისევ ამ ადგილას შეხვედროდნენ ერთმანეთს. ტიმოთე ყაზანში წავიდა, ყმაწვილი კი მოსკოვს გაეშურა. მიტროპოლიტმა და თავადმა მას მიტევების სიგელი გამოუგზავნეს.
სიხარულის ცრემლები დაედინა ტიმოთეს, როცა სიგელების კითხვა დაიწყო. შეჩერდა და აღმოთქვა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილს, განმწმინდე მე ცოდვათაგან და შემიწყალე“. სიგელების წაკითხვის შემდეგ კი, წარმოთქვა: „გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო, რომელი სწყალობ ცოდვილთაც, რამეთუ ღირს მყავ მე, უნანელი, თვით რუსეთის მღვდელმთავრისგან ცოდვათა მიტევებისა“, – თქვა ეს და სული თვისი ჩააბარა უფალს.
გაუკვირდა ყმაწვილს მისი უეცარი სიკვდილი, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო და საფლავი გაუთხარა, დაკრძალა და მიწა მიაყარა. დაღლილს იქვე მიეძინა. ძილში ტიმოთე იხილა, რომელმაც უთხრა: შენ გამო შემიწყალა ღმერთმა. დაბრუნდი შინ, სანამ ცოცხალი ხარ, მომიხსენებდე და ჩემს სახელზე მოწყალებას გასცემდე, ეკლესიას კი შესაწირს შესწირავდეო.

скачать dle 11.3