კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავარეგულიროთ საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტური სიტუაცია და გავიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა საფულის სწორად შერჩევით

მანონი: ნებისმიერს შეუძლია, ცხოვრებაში  თავადვე შეიტანოს სასიკეთო ძვრები და ცვლილებები. თუ მოინდომებთ, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ. ბევრს აწუხებს პრობლემები როგორც კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაში – ვერ აწყობს ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან თუ საყვარელ ადამიანთან. სხედან და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ეს ყველაფერი, საშველსა და ხსნას კი ვერსად პოულობენ. არადა საკმაოდ იოლია, გაიმარტივოთ ცხოვრება და ისე დაალაგოთ ნებისმიერ სფეროში სიტუაცია, თავადვე ისიამოვნოთ.
– ცხოვრება იოლი არავისთვისაა და პრობლემა თუ ბარიერი ნებისმიერს ხვდება წინ. რომ ამბობთ, ნებისმიერს შეუძლია ადვილად მიაღწიოს წარმატებებს კარიერაში, პირად ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთობებშიო, ეს როგორ შევძლოთ?
– მთავარია, არ მოეშვათ, იბრძოლოთ და ამით საკუთარ წინსვლას,  წარმატებას შეუწყოთ ხელი. საკუთარ ბედ-იღბალს თავადვე უნდა დაეხმაროთ, რომ უკეთესობისკენ წარმართოთ და ბედნიერება მოიპოვოთ. დიახ, ცხოვრებაში ბევრი გამოცდა გელით, ბედნიერებისთვის ბრძოლა კი, ნამდვილად ღირს. ადამიანი სასოწარკვეთილებაში რომ ვარდება, მხოლოდ მაშინ ახსენდება დამანგრეველი ენერგიის განეიტრალების შესახებ. გეტყვით, რომ არსებობს ლითონები, რომლისგან დამზადებულ თილისმასაც სამკურნალო და დამცავი ძალა აქვს. ლითონისგან დამზადებული სამკაული უარყოფითი ენერგიისგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა თავისი უნიკალური თვისებებით.
– და, ეს სამკაულები ყველაზე ერთნაირ ეფექტს ახდენს?
– ამა თუ იმ ლითონის სამკაული ყველაზე ერთნაირ ეფექტს ვერ ახდენს, ანუ, ვერცხლი, ოქრო თუ უბრალო რკინა ყველასთვის ერთნაირად დამცავი და დადებითი შედეგის მომტანი, ვერ იქნება. მორიდებულმა და თავმდაბალმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ატაროს რკინისგან დამზადებული სამკაული, რათა კარიერასა და პირად ცხოვრებაში წინ წაიწიოს და ადვილად დაძლიოს ბარიერები; ფეთქებადმა და უნებისყოფომ უმჯობესია, ვერცხლის სამკაულები ატაროს, რაც მას ენერგიის კონცენტრაციაში შეუწყობს ხელს. სხვათა შორის, ყველაზე კარგი დამცავი თილისმა ვერცხლისგან დამზადებული სამკაულია. ის ადვილად გაგარკვევთ, გარშემო მყოფთაგან ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ – ფარისეველი. ასეთი სამკაული ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც კარგია. ვერცხლი ადამიანს სურვილების ახდენაშიც ეხმარება და ბედ-იღბლის მოპოვებაშიც. ასე რომ, თქვენს სახელზე ვერცხლისგან გააკეთებული სამკაული ყოველდღიურად ატარეთ. ის გაგიძლიერებთ ინტუიციასა და წინასწარმეტყველურ ნიჭს.
– თუ საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ხშირად გვიწევს კამათი, ამ შემთხვევაში რა დაგვეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში?
– თუ ოჯახში ხშირად გაქვთ მეუღლესთან კონფლიქტი, მაშინ, ლითონის შანდალში ჩააწყვეთ ყვითელი ფერის შვიდი სანთელი და კვირაში სამჯერ დაანთეთ. ეს განამტკიცებს იმ ენერგიებს, რაც ოჯახური თანაცხოვრებისთვისაა საჭირო და აგარიდებთ უარყოფითი ძალების ზეგავლენას მეუღლესთან ურთიერთობაში. ასევე, დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების იოლად გადაწყვეტაში.
– დღეს, ძირითადი პრობლემა მაინც ფინანსური მდგომარეობაა. ამ მხრივ თუ არსებობს პარაფსიქოლოგიური მეთოდები, რაც მატერიალური პრობლემების გადაწყვეტაში დაგვეხმარება?
– ყველა ადამიანს სურს, იმდენი ფული ჰქონდეს, რომ ცხოვრება მოიწყოს, ახლობლები გააბედნიეროს, ლამაზი ტანსაცმელი იყიდოს და ამით თავს სიამოვნება მიანიჭოს. ფულის მოზიდვის უამრავი საშუალება არსებობს, იქნება ეს თილისმები თუ ფენ-შუის პრინციპით შერჩეული სახლის დიზაინი. თუ ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა გინდათ, არასდროს დაიჩივლოთ უფულობასა და გაჭირვებაზე, არც გარშემო მყოფების წუწუნს მოუსმინოთ ამ თემაზე. პატარა ეშმაკობებსაც გაგანდობთ და ამ რჩევებით, ნამდვილად შეძლებთ ფინანსების ჯიბეში მოზიდვას. მთავარია, გჯეროდეთ და რწმენა არ დაკარგოთ. ამისთვის, უპირველესად, საჭიროა, სწორად შეარჩიოთ საფულე, ანუ ის ნივთი, რომელშიც ფულს ინახავთ. ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ზომისა და ფერის საფულე გჭირდებათ, ფინანსების მოზიდვის მექანიზმი თქვენ საკეთილდღეოდ რომ ამუშავდეს. სწორად შერჩეული საფულე თილისმის ძალას იღებს. მაგალითად, ფულის მოსაზიდად სასურველია, მძივებით გაწყობილი საფულე, უმჯობესია, ოქროსფერი, რადგან ეს ფერი სიმდიდრის სიმბოლოა. არ გირჩევთ, ხელოვნური მასალის საფულეს, რადგან ის არანაირ ენერგიას არ ატარებს და თავისი ხელოვნურობით, ბუნებრივი ენერგიების მოზიდვას აფერხებს. ყველაზე კარგია ბუნებრივი ქსოვილის, ან ტყავის საფულე. რაც შეეხება ფერს, უპირატესობა ლითონის ფერებს მიანიჭეთ. კერძოდ, ატარეთ  ოქროსფერი, ყავისფერი, ყვითელი ან ვარდისფერი საფულე. ყველა ჩამოთვლილი ფერის საფულე წარმატებების მომტანია ეზოთერიკაში.
– ის რომ, ერთდოლარიანის კუპიურის თილისმად ტარება ფულს მოიზიდავს საფულეში, მართალია?
– დიახ, საფულეში აუცილებლად უნდა გედოთ ერთთეთრიანი მონეტა და ერთლარიანი. ანუ, ფული, რომელშიც რიცხვი ერთი ფიგურირებს. ეს საფულის ენერგეტიკას ამყარებს და სიმდიდრის მოსაზიდავადაც საუკეთესოა. აქვე გეტყვით, რიმ საყვარელი ადამიანებისა და შვილების ფოტოების შენახვა საფულეში არ ვარგა, რადგან, ამან შესაძლოა, იმ ადამიანების უიღბლობა გამოიწვიოს, ვინც ფოტოზეა გამოსახული. ზოგადად კი, ფოტო, რომელსაც საფულით ატარებთ, ფულის ენერგიის წყაროს შემოდინებას აბრკოლებს. საფულისა და თავად ფულის ენერგიამ შეიძლება, იმ ადამიანზე, რომლის ფოტოსაც თქვენ ატარებთ, ცუდად იმოქმედოს.
– ბევრისგან გამიგონია, თუ მარცხენა ხელისგული მოგეფხანა, ფულს უნდა ელოდო, ხოლო, თუ მარჯვენა – დიდი ხნის უნახავ ადამიანს ნახავ იმ დღესო.  ამაში არის სიმართლის მარცვალი?
– (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კითხვას ველოდი. მართალია, თუ მარცხენა ხელის გული მოგეფხანათ, ფულს უნდა ელოდოთ. ამ დროს, მოიფხანეთ ხელისგული, სამჯერ აკოცეთ და სამჯერ გადაისვით თავზე. დიდი შანსია, ამ დღეს ფული მიიღოთ. ეს ბევრს აქვს დაცდილი. მარჯვენა ხელისგულის მოფხანისას კი დიდი შანსია, იმ დღეს დიდი ხნის უნახავი ნაცნობ-მეგობარი ნახოთ და ხელი ჩამოართვათ.

скачать dle 11.3