კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი მსხვერპლი ხდება ცოლი, რომელიც ქმრის შენარჩუნებას ცდილობს

ლენა (31 წლის): დღეს ჩემი ქმარი ვეღარ მცნობს და მე ეს არ მიკვირს – სწორედ ამისკენ მივილტვოდი, მეგონა, გააზრებულად, მაგრამ ბევრი რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა. თუმცა, საკუთარ თავს მაინც არ ვადანაშაულებ. ჩემმა ქმარმა თავისი მიზანმიმართული საქციელით მიმიყვანა იმ უკიდურეს ზომამდე. ქმარზე შეყვარებული ჩვეულებრივი ქალი ვიყავი – პირველივე დღიდან ძალიან მიყვარდა.
– ანუ, დაინახეთ და შეგიყვარდათ.
– დიახ, ზუსტად ასე იყო. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ. როგორც კი გავიცანი, ეგრევე ვუთხარი საკუთარ თავს, ეს ის არის, ვის გვერდითაც მთელი ცხოვრება ვიქნები-მეთქი. სხვათა შორის, მისგანაც წამოვიდა ინიციატივა – ძალიან აქტიური იყო. როგორც მერე მითხრა, თურმე, მის მეგობარსაც მოვწონებივარ და გაიმარჯვა ბიჭმა...
– ამან თქვენზე ცუდად იმოქმედა?
– რბილად რომ ვთქვათ, არ გამხარებია; უფრო ზუსტად თუ ვიტყვი – მეწყინა. თანაც, ეს ისეთ სიტუაციაში მითხრა, რომ გული მომიკლა... შემომხედა, შეიჭმუხნა და თქვა: მგონი, სხვა ქალისთვის ვიწვალე ამდენი. საერთოდ ვეღარ გცნობ. აჩრდილიც აღარ ხარ იმ მაგარი ნაშის, ძმაკაცს რომ ავახიეო. ლამის გული გამიჩერდა...
– მიხვდით, რა იყო ამ სიტყვების მიზეზი?
– დიახ. ნორმალური ქალისთვის ძალიან ძნელია, გათხოვების შემდეგაც „ნაშად“ დარჩენა – ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თუმცა, შეუძლებელიც არაფერია. ერთ წელიწადში შემეძინა შვილი. სახლში მაკიაჟით, ქუსლებით და მინი-კაბით ხომ არ ვივლიდი?! ჩვეულებრივ სპორტულებით დავდიოდი, თმაც უბრალოდ მქონდა შეკრული... შვილსაც ვუვლიდი, ბევრ საქმესაც ვაკეთებდი და ვზრუნავდი იმაზე, რომ ჩემს ქმარს ყოველთვის ჰქონოდა გემრიელი საჭმელი, კომფორტი და სიმშვიდე ყოფილიყო ოჯახში... ის კი, თურმე, ამ დროს რაზე ფიქრობდა... მისმა სიტყვებმა ჩემზე ისე იმოქმედა, როგორც ყინულივით ცივმა შხაპმა – ეგრევე გამოვფხიზლდი. ვიფიქრე: ეჰე!.. ეს რაღაც სხვანაირად „მღერის“. ვინმე ხომ არ ჰყავს შეგულებული, რომ ჩამანაცვლოს-მეთქი და, გადავწყვიტე, რადიკალური ზომებისთვის მიმემართა...
– გადაწყვიტეთ, გებრძოლათ ქმრის შესანარჩუნებლად?
– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტზე მეტოქე ჯერ გამოკვეთილად არ ჩანდა. პრევენციის მომხრე ვარ ყველაფერში. ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდებოდი, მერე უნდა მენერვიულა?! ერთი მომენტი იმის წარმოდგენა ვცადე, როგორ ვიცხოვრებდი ჩემი ქმრის გარეშე.
– დაუშვით, რომ შეიძლებოდა, განქორწინებულიყავით?
– დიახ, დავუშვი და არაფერია ამაში განსაკუთრებული. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ხომ ასეა?! ჰოდა, როცა წარმოვიდგინე ჩემი ყოფა ქმრის გარეშე, შოკში არ ჩავვარდნილვარ, გამოგიტყდებით და, ლამის მომეწონა კიდეც: ხარ შენთვის, ნერვებს არავინ გიშლის. რასაც გინდა, ჩაიცვამ; როგორც გინდა ისე მოიქცევი – სახლს არ დაალაგებ, თმაგაწეწილი ივლი... ერთი სიტყვით, შენი სიამოვნებისთვის იცხოვრებ...
– მომხიბვლელი სურათი დახატეთ.
– დიახ, ეს „მედლის“ მომხიბვლელი მხარეა. მაგრამ, არსებობს მედლის მეორე მხარეც, რომელიც არც ისეთი შთამბეჭდავია: მარტოხელა ქალი შვილით, უქმროდ, ჩვენს ქვეყანაში მაინც, არასახარბიელო მდგომარეობაა, თანაც, მამაკაცი მაინც საჭიროა.
– საჭიროა როგორც ნივთი?
– არა. უტრირებას რატომ უკეთებთ ჩემს ნათქვამს? ქმარი, მით უმეტეს, მეტ-ნაკლებად მისაღები თვისებებით, უნდა გყავდეს და მის შესანარჩუნებლადაც უნდა იბრძოლო.
– მეტ-ნაკლებად მისაღები თვისებები როგორია?
– პასუხისმგებლობა როცა აქვს, უსაქმური რომ არ არის... შვილი უყვარს, განათლებულია, კულტურულია, ინტელექტითაც მოსაწონია, მასთან ყოფნა სასიამოვნოა...
– თქვენ ახლა იდეალური მამაკაცის პორტრეტს ხატავთ.
– რას ამბობთ! მე ვფიქრობ, ეს მინიმალური მოთხოვნებია, რაც ნორმალურ ქალს უნდა ჰქონდეს მამაკაცის მიმართ, თუ უნდა, რომ ცხოვრება არ გაიმწაროს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ზოგჯერ კაცისგან საერთოდ არაფერს ვითხოვთ, ოღონდ კი იყოს და თავისი არსებობით დაგვდოს პატივი. მე ამ ზომამდე ნამდვილად არ მივსულვარ, თუმცა, მსხვერპლი მაინც გავიღე.
– მსხვერპლში რას გულისხმობთ?
– იმას, რომ საკუთარ თავთან ვარ წინაააღმდეგობაში: შევიცვალე, უფრო სწორად, იძულებით შევიცვალე – ის აღარ ვარ, ვინც აქამდე ვიყავი. ისეთ მახეში მოვიმწყვდიე საკუთარი თავი, მინდა, თუ არ მინდა, ჩემი არჩეული გზით უნდა ვიარო, უკან დასახევი ბილიკიც კი მოვიჭერი. უნდა ჩემს ქმარს, სახლშიც ნაშა ჰყავდეს?! ჰოდა, ჰყავს კიდეც, მაგრამ ეს სერიოზულ ძალისხმევად მიჯდება. მუდმივად ფორმაში ყოფნა, თან ისე, რომ ოჯახის საქმეებსაც არ მოაკლდე, ძალიან ძნელია. საღამოს მე უფრო ადრე უნდა მივიდე სახლში, რომ ყველაფერი მოვაწესრიგო და თან „ნაშურად“ გამოპრანჭულიც დავხვდე. ლამის საწოლშიც მაღალი ქუსლებითა და მაკიაჟით ჩავწვე. გარდა ამისა, გარეგნობაზე განსაკუთრებით ვზრუნავ: ტუჩისა და ყვრიმალების კორექცია გავიკეთე; მუდმივად დავდივარ მასაჟზე და ვვარჯიშობ... კი, ურთიერთობა კომპრომისებია და ამის გარეშე ოჯახი ვერ იარსებებს, მაგრამ, ძალიან ბევრი კომპრომისი დაგროვდა ჩემი მხრიდან. ყოველ დილით მინიმუმ ორმოცი წუთით ადრე ვდგები, რომ ჩემი ქმრის გაღვიძებამდე თავი მოვიწესრიგო. სულ დიეტაზე ვარ. შევეგუე იმას, რომ საყვარელ კერძებსა და სასუსნავს დავემშვიდობე. ჩემი დაქალი მეუბნება, ცხოვრებას გემოს ვეღარ ატან, ასე არ შეიძლებაო; მაგრამ, როცა სასწორზე ვდებ, რა მიღირს ამად და რა არა, მაინც ასე მირჩევნია. ჩემი ქმარი თავიდან დაიძაბა – შეიძლება, იფიქრა, რომ ვიღაც სხვას ვეპრანჭებოდი, რადგან, მკითხა, ვისთვის აკეთებ ამ ყველაფერსო. ვუპასუხე – ჩემთვის-მეთქი და უფრო „დაიზმენდა“. თუმცა, ვატყობ, რომ კმაყოფილია: თავი მოაქვს, რომ ასეთი ცოლი ჰყავს: ყველაფერს ასწრებ, თანაც ასე გამოიყურები, სუპერ-გოგო ხარო... როდემდე გავქაჩავ, არ ვიცი... უკვე აღარ მაქვს სიხარულის განცდა მისი შექებისგან. ერთ საღამოს შევამჩნიე, რომ ძალიან დაფიქრებული უყურებდა ჩემს მკერდს და ახლა ვშიშობ, პლასტიკური ოპერაციაც არ გამიხდეს გასაკეთებელი – ჩემს ქმარს ხომ სრულყოფილი ცოლი სჭირდება.
– თვითონ თუ არის სრულყოფილი?
– არა, მაგრამ, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ? რადგან შევტოპე, ასე უნდა გავაგრძელო, თუკი, ოჯახის შენარჩუნება მინდა.

скачать dle 11.3