კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ის ჩემიანია...


ფსიქოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ, თუ პარტნიორებს საერთო ინტერესები არ გააჩნიათ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სიყვარული, მათი ერთად ყოფნის გარანტი მაინც ვერ იქნება... პრაქტიკამ უჩვენა, რომ, იმისთვის, რათა განსხვავებული ხასიათისა და ტემპერამენტის ადამიანებმა ბედნიერად იცხოვრონ ერთად მრავალი წლის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საერთო სამომავლო გეგმები, საერთო აზრი სხვადასხვა საკითხზე და, სასურველია რაიმე ჰობი – ორივეს რომ დააინტერესებს, ისეთი. ერთი მუდმივად ერთ მხარეს ექაჩებოდეს და მეორე – მეორე მხარეს, ადრე თუ გვიან,  წყვილს განხეთქილებამდე მიიყვანს. ცუდია ისიც, თუ პარტნიორებს ერთმანეთთან სალაპარაკო არაფერი აქვთ. განსხვავებული ხასიათები არ არის პრობლემა, მთავარია, თქვენ ერთმანეთი დააბალანსოთ და შეავსოთ. „ჩვენ განსხვავებული ადამიანები ვართ!“ – ჯერ კიდევ არ არის განაჩენი. ეცადეთ შეხების წერტილები მონახოთ, რომ თქვენ შორის უფსკრული არ გაჩნდეს, არ გაღრმავდეს და ურთიერთობა კრახით არ დასრულდეს.
გახდით „მისიანი”  ანუ, იყავით მისი თანამოაზრე და მხარდამჭერი. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენი სახით სერიოზული და საიმედო დასაყრდენი ჰყავს. თუკი მოახერხებთ, პარტნიორს ეს აგრძნობინოთ, იგი აუცილებლად დააფასებს ამას. თუნდაც აშკარად არ გამოხატავდეს, ადრე თუ გვიან, იმავეთი გიპასუხებთ და მიხვდებით, რომ თქვენიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი წყვილი შედგა და, შესაბამისად, შედგა ურთიერთობაც და სიყვარულიც...

იყავი
ყურადღებიანი!

ამბობენ, რომ ურთიერთობაში ამინდს ქალი ქმნის... რას ნიშნავს ეს? ზოგჯერ მამაკაცის თვითშეფასების კრიტერიუმი ან ძალიან მაღალია, ან, პირიქით – დაბალი! სხვათა შორის, არცერთი არ არის სასურველი. თუ მამაკაცს მიაჩნია, რომ ის „ზეცის საჩუქარია,” რომელიც მის მეუღლეს ერგო, აუცილებლად გადაიქცევა ეგოისტად, რასაც თავისი გართულებები მოჰყვება: მოითხოვს შესაბამის დამოკიდებულებას საკუთარი პერსონის მიმართ, ანუ, გახდება პრეტენზიული, ჭირვეული, ამბიციური და მეწვრილმანე; ხშირად გისაყვედურებთ, რომ შესაფერის ყურადღებას არ აქცევთ, სათანადოდ არ ზრუნავთ მასზე და რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? – ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ შეუცვალეთ აზროვნება; დაანახვეთ თქვენი ღირსებები; აგრძნობინეთ, რომ ყურადღებაზე ყურადღებით უნდა გიპასუხოთ, მოგეფეროთ და მოგიაროთ; უთხარით, რომ ის მამაკაცია და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა იკისროს თქვენზე, რაზეც ზრუნვით, სიყვარულით, ალერსითა და სითბოთი უპასუხებთ.
მაგრამ, თუ პირიქით არის – პარტნიორის თვითშეფასება იმდენად დაქვეითებულია, რომ საკუთარი თავი ეცოდება, გულხელდაკრეფილი ნუ დაელოდებით, როდის ჩავარდება დეპრესიაში. როდის გახდება მისთვის ყველაფერი სულერთი. მას თქვენი მხარდაჭერა და შეძახილები სჭირდება, ამიტომ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოს, რათა მასთან ერთად სიყვარულიც არ დაკარგოთ...

ეჭვიანობთ? – ეს
ნორმაა

ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან ეჭვიანები. იმის თქმა, რომ ქალთა სქესია მეტად ეჭვიანი ან ყველა მამაკაცში ოტელოს სძინავს – სისულელეა... სიმართლე ისაა, რომ ქალები და მამაკაცები ეჭვიანობის დროს სხვადასხვანაირად იქცევიან:
* მამაკაცს შეუძლია, საკმაოდ დიდხანს მალოს თავისი ეჭვი და, შესაბამისად, ემოციებიც, მაშინ, როცა ქალი მაშინვე აფრქვევს ემოციებს და ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს თავის ეჭვებზე...
* სხვათა შორის, მხოლოდ ქალებს ახასიათებთ „ნაადრევი ეჭვიანობის სინდრომი“, ანუ, იმაზე გაცილებით ადრე ეჭვიანობენ, ვიდრე ღალატის ფაქტი მოხდება. მამაკაცების უმრავლესობა კი თითქმის მთლიანად აიგნორებს ღალატის აშკარა ნიშნებს, თითქოს ძალით იბრმავებენ თვალებს ცოლის ფლირტზე სხვა მამაკაცთან... სანამ პირდაპირ ცხვირით არ მიაწყდებიან მოღალატეებს. ანუ, მამაკაცები მხოლოდ რეალობას ხედავენ ქალები კი წარმოიდგენენ...
* საკმაოდ დიდხნიანმა კვლევებმა უჩვენა, რომ ქალები მამაკაცებზე ბევრად უფრო მტკივნეულად განიცდიან ღალატს და უფრო ემოციურადაც გამოხატავენ ემოციებს (ისტერიკები, ნერვული აფეთქებები). თუმცა, საგულისხმოა ის, რომ მამაკაცისთვის ცოლის ფიზიკური ღალატი უფრო გასაგიჟებელია, ქალი კი მაშინ გადადის ყოველგვარ ზღვარს, თუკი ქმარი გრძნობას გამოხატავს სხვა ქალის მიმართ.  მაგრამ, თუ ის ვინმე „შემთხვევით” უცხოსთან დაწვება, უფრო პატიობენ...
მართალია, ფროიდი ამტკიცებდა, ღალატი ნორმალური გრძნობააო, მაგრამ, მეორეა – როგორ ვახერხებთ ეჭვიანობის გაკონტროლებას. რაც მთავარია, ნორმას, დასაშვებ ზღვარს არ უნდა გადასცდეს და, უპირველესად, თქვენი„ მე“ არ უნდა დაანგრიოთ...

დამეთანხმე,
დამეთანხმე!

ადამიანები ცნობისმოყვარე არსებები არიან – ეს არ არის აღმოჩენა და, თუკი თქვენს ცხოვრებაშიც სურს ვიღაცას ცხვირის ჩაყოფა, ნუ აღშფოთდებით. შეიძლება, ეს არ მოგგეწონოთ, მაგრამ, ადამიანური ურთიერთობები ამას გულისხმობს.
წყვილი ხშირად ჩხუბობს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს არ ეთანხმებიან. საქმე ისაა, რომ ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს და ეს სიმართლე უტყუარი გვგონია. გასაგებია, რომ თქვენთვის ყველაზე უმთავრესი თქვენი საკუთარი „მეა“ და ამაში არაფერია უჩვეულო და არანორმალური; მთავარი სხვა რამეა – ის, რომ ამ ბუნებრივი ეგოიზმის შეთავსება მოხდეს სხვა ადამიანების ინტერესებთან... ანუ, „დამეთანხმე, დამეთანხმე“ – ახირებად არ უნდა გექცეთ და ზოგჯერ თავადაც უნდა დაეთანხმოთ.
ნებისმიერ ქალს, რომელსაც სერიოზული ურთიერთობა აქვს მამაკაცთან, უნდა, რომ მისთვის ის ერთადერთი, განუმეორებელი და მარადიული იყოს; რომ მისი სჯეროდეს და ყველაფერში ეთანხმებოდეს; თუმცა, ცხოვრება ისეთი კეთილიც არ არის, ხშირად გაგვანებივროს... გულს სწორედ ის ადამიანები გვტკენენ, რომლებიც ყველაზე ძალიან გვიყვარს. საკუთარი უფლებების შესახებ უნდა იცოდე, მაგრამ, სხვისი უფლებებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ერთი სიტყვით, „დამეთანხმე“ კარგია, მაგრამ, ეს ადამიანმა საკუთარი ნებითა და სურვილით უნდა გააკეთოს. ამიტომ, ნუ მოსთხოვთ, უბრალოდ, სთხოვეთ, კარგად აწონ-დაწონოს და, იქნებ, დაგეთანხმოთ...

скачать dle 11.3