კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ თავს შვებულების დღეებში

რატომღაც, ასე დამკვიდრდა: თავგადაკლულები ვემზადებით პლაჟის სეზონისთვის: ვხდებით, ვიმარაგებთ ათასგვარ საშუალებას გასარუჯად. იმაზე კი არ ვზრუნავთ, ან, სულაც არ ვიცით, როგორ უნდა მოვუაროთ თავს შვებულების დღეებში, რომ სიმწრით დაკარგული კილოგრამები ისევ არ აღვიდგინოთ, ჯანმრთელად გავირუჯოთ და თან, კარგად დასვენებულები და ენერგიით აღსავსე დავუბრუნდეთ ყოველდღიურ ცხოვრებას.
ალბათ, იტყვით, ჯერ რა დროს შვებულებიდან დაბრუნებაა, ზაფხული ჯერ ახლა დაიწყოო, მაგრამ, თუ ყველაფერს წინასწარ, ანუ დროულად დაგეგმავთ, შედეგიც სასურველი იქნება. მით უფრო, რომ არაფერი განსაკუთრებული სირთულე არ ახლავს საკუთარ თავზე ზრუნვას ნებისმიერ კურორტზე, განსაკუთრებით კი ზღვაზე ყოფნისას. მთელი ამ „ფილოსოფიის“ მთავარი წესია: მეტი იმოძრავეთ და იცურავეთ და, არა მარტო ზედმეტ კალორიებს დაწვავთ მხიარულად და სიამოვნების თანხლებით, არამედ ზღვის ტალღებით გაკეთებული მასაჟით კუნთებიც გაგიმაგრდებათ და კანიც გაგიმკვრივდებათ. ტალღები საუკეთესო ტრენაჟორია  სისხლძარღვებისთვის, ბუნებრივ ჰიდრომასაჟს კი ტონუსში მოჰყავს თითოეული კუნთი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჭიმავს მოდუნებულ კანს.
ალბათ ყველამ იცის, რომ ცურვის შემდეგ ყოველთვის ძლიერდება მადა (ეს წყალმაც იცის და ენერგიის დახარჯვამაც). ამ მადის „აყოლას“ კი ნამდვილად არ გირჩევთ, მით უფრო, რომ დასასვენებლად წამოსვლამდე კარგა ხანს ეწამეთ, რამდენიმე კილოგრამით მაინც რომ შეგემსუბუქებინათ სხეული. ამიტომ, ის კილოგრამები რომ არ დაიბრუნოთ, ასეთი მოშიების დროს, უმჯობესია, ცილოვანი პროდუქტები მიირთვათ, მაგალითად, ერთი მუჭა თხილი ან ნიგოზი, უკიდურეს შემთხვევაში – ვაშლი, რომლის ზომაც თქვენს მუშტს არ უნდა აღემატებოდეს, თან, აუცილებლად ფეხშიშველმა გაისეირნეთ  ზღვის სანაპიროზე – ასე ბუნებრივად დაიმასაჟებთ ტერფებზე არსებულ ყველა რეფლექტორულ წერტილს. გაგიგონიათ ქვიშის თერაპიის შესახებ? ქვიშის აბაზანები ძალიან აქტიურად მოგაშორებთ ზედმეტ წონას: ჩაეფალით თბილ ქვიშაში (გულის მიდამოების გარდა, თავზე სველი და გაწურული პირსახოცი დაიფარეთ და ისე დაწექით, რომ თავი ჩრდილში გქონდეთ. იდეალურ ვარიანტში, ქვიშა სხეულს 5 სანტიმეტრით მაინც უნდა ფარავდეს (მუცელზე – 2 სანტიმეტრით).
რაც შეეხება თმას, მიიჩნევა, რომ ზღვის წყალი აშრობს და აფუჭებს მას და, გარკვეულწილად, ეს მართალიც არის: მასში შემავალი მინერალური მარილები ძალიან სასარგებლოა თავის კანისათვის, კვებავს და ამაგრებს  თმის ბოლქვებს, მაგრამ თავად ღერებს მართლაც აზიანებს. ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ, ზღვიდან ამოსვლისთანავე მივიღოთ შხაპი და შევისხუროთ თმის დამცავი სპრეი.
გარდა ზემოთ თქმულისა, ზღვაზე ყოფნისას ძალიან მარტივად შეგიძლიათ, მიიღოთ სრული რელაქსი: დილით ადრე და გვიან საღამოს ტალღების ხმაური, მზის პირველი სხივებით ალივლივებული ზღვის ზედაპირი ან „მთვარის ბილიკი“ საოცრად აწყნარებს ნერვულ სისტემას და არაჩვეულებრიფი ფონია მედიტაციისთვის.
მთელი დღის განმავლობაში კი იკვებეთ გონივრულად: ტრადიციისამებრ, მოერიდეთ ცხიმიან, მსუყე, ცხარე-მწარე კერძებს; აქცენტი გააკეთეთ ხილსა და ბოსტნეულზე, შეამცირეთ პური და ცომეული. შეეცადეთ, არაფერი მიირთვათ 19 საათის შემდეგ და, რაც მთავარია, მაქსიმალურად იარეთ ფეხით.

скачать dle 11.3