კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ რამე შინაური რეცეპტი სახის გასაწმენდად. თან, ცოტა გაფითრებული ვარ და, მინდა, ჯანსაღი ელფერი მომეცეს სახეზე.
პასუხი: გასწავლით კოსმეტიკური რძის დამზადებას სახლის პირობებში, რომელიც წმენდს, აცოცხლებს, ამკვრივებს და სასიამოვნო ელფერს სძენს კანს. წვრილად დაჭერით (კანიანად) 1 ცალი საშუალო ზომის კიტრი, შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა ნაღები (10-პროცენტიანი ცხიმიანობის), 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში. სახე გაიწმინდეთ დილა-საღამოს, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით შესაბამისი მკვებავი.
კითხვა: ძალიან გამიუხეშდა კანი ხელებზე. მითხრეს, რომ კარგია სკრაბის გაკეთება, მაგრამ, არ ვიცი, რომელი ჯობია. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: ბლენდერში ათქვიფეთ 3 სადილის კოვზი მარწყვი, 2 ჩაის კოვზი ნუშის რძე და 1 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი. მიღებული მასა წაისვით ხელებზე, გაიჩერეთ 10 წუთი და დაიმასაჟეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და შემშრალებისთანვე გადაისვით გლიცერინი.
კითხვა: მაქვს ძალიან ცხიმიანი და მხურავლე თავის კანი, რის გამოც თმა ყოველდღე დასაბანი მიხდება. არის თუ არა რამე ხალხური საშუალება ცხიმიანობისა და სიმხურვალის მოსახსნელად?
პასუხი: ასეთი ხალხური რეცეპტი არსებობს: წვრილად დაჭერით 1 საშუალო კონა პიტნა, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე  წყალი, დაახურეთ თავსახური და აცადეთ, გაცივდეს. შემდეგ შეურიეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხის გული. მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში და წაისვით თმის მთელ სიგრძეზე შამპუნით დაბანის შემდეგ. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.
კითხვა: როგორ დავირბილოთ გაუხეშებული ტერფები?
პასუხი: ერთმანეთში შეურიეთ 1 სადილის კოვზი არაჟანი, 2 სადილის კოვზი ყავის ნალექი და 2 სადილის კოვზი მოცხარის პიურე. მიღებული მასა სქლად წაისვით ტერფებზე და გაიჩერეთ 10 წუთი. წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ ტერფის ყოველი მონაკვეთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

скачать dle 11.3