კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შარფი ყველაფერს გეტყვით

ადამიანის ხასიათი უამრავ ისეთ ნიუანსში იკვეთება, რომლებსაც შეიძლება ყურადღებას არც კი აქცევდეთ... თუ გინდათ (და ეს ყველას უნდა), უფრო მეტი იცოდეთ ცხოვრების მომავალ თანამგზავრზე, დააკვირდით როგორ უკეთია მას შარფი და ეს არ არის ხუმრობა.  იმის მიხედვით, თუ როგორ უკეთია მას შარფი, შეიძლება გაიგოთ, როგორი ჯანმრთელობა, ხასიათი და ტემპერამენტი აქვს მას.
მოკლედ, ასე – მიაქციეთ ყურადღება:
1. თუ შარფის ორივე ბოლო მკერდზეა ჩამოშვებული, ეს ადამიანი ძალიან მოწესრიგებულია, მაგრამ მიუხედავად თავისი აკურატულობისა და პედანტიზმისა, ხშირად ცივდება. ამ ყაიდაზე შარფის ტარება მოსწონთ ბიზნესმენებსა და ადვოკატებს, ერთი სიტყვით, საქმიან ხალხს.
2. თუ შარფი ყელზეა შემოტარებული და მისი ბოლოები ზურგეა გადადებული, ასეთი ადამიანი კეთილსინდისიერი მშრომელია, საქმის ბოლომდე მიყვანა უყვარს, არ ზარმაცობს და სიტყვასაც ყოველთვის ასრულებს, მაგრამ, ხშირად აწუხებს რადიკულიტი, კუჭის წყლული და ღვიძლის დაავადებები. მიუხედავად ყველაფერისა, ეს ადამიანი საიმედო პარტნიორია.
3. ყელზე რამდენჯერმე შემოხვეული შარფი იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადამიანი რომანტიკოსია, უყვარს მძაფრი განცდები; შესაბამისად, ემოციურია და მოსიყვარულე;  გამოირჩევა ორიგინალობითა და კულინარიული მონაცემებით. არის გურმანი და ვერ იტანს ამინდის ცვლილებებს. შეიძლება, ისინი თავის ტკივილმა შეაწუხოს, მაგრამ, ამით განწყობას არავის გაუფუჭებენ, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ.
4. როცა შარფის ერთი ბოლო მკერდზეა, მეორე კი ზურგზეა გადაგდებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული შემოქმედია; უყვარს სიახლეები, ავანტურა... ის ვნებიანი საყვარელია და ყველაფერზე წავა, ოღონდ  კი მიზანს მიაღწიოს. თუ თქვენთან ყოფნას გადაწყვეტს, თავიდან ვეღარაფრით მოიშორებთ. სხვათა შორის, საკმაოდ იშვიათად ავადმყოფობს.

скачать dle 11.3