კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ბოლო დროს, ნერვიულობისას (როდესაც ცოტათი ვნერვიულობ და ვსაუბრობ მაშინაც) მიშრება პირი, ისე, რომ ვეღარ ვლაპარაკობ, წყალი თუ არ დავლიე. ადრეც მქონდა ასეთი შემთხვევები, თუმცა ახლა უფრო ხშირად და სულ მცირე სტრესის დროსაც კი. მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს და თუ არის საშიში?
პასუხი: ნერწყვის გამოყოფის შემცირება ნერვიულობისას არის ჩვეულებრივი მოვლენა. თუ ეს ხშირად ხდება, რეკომენდებულია, ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი შაქარზე, რათა გამოირიცხოს დიაბეტი.
კითხვა: ბოლო დროს კუნთები მითამაშებს, უმეტესად ფეხებზე. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: კუნთების თამაშს, ანუ მათ უნებლიე შეკუმშვებს, რამდენიმე მიზეზი აქვს: კუნთების გადაღლა; მათი გამოფიტვა, განსაკუთრებით კი – კალიუმის ნაკლებობა; შარდმდენი პრეპარატების უმართებულო გამოყენება. თუ ამათგან არც ერთი არის, მაშინ, შესაძლოა, ეს ფაქტი ნერვული სისტემის რომელიმე დაავადებას უკავშირდებოდეს.
კითხვა: ლაზერით რომ აკეთებენ გლანდებისა და ცხვირის ნიჟარების ოპერაციებს, არის თუ არა პროცესი მტკივნეული ჩვეულებრივ ოპერაციასთან შედარებით და კეთდება თუ არა ნარკოზი?
პასუხი: დიოდის ლაზერით ტონზილექტომია გაცილებით დამზოგველია - უპირატესობა გამოიხატება როგორც ოპერაციის ხანგრძლივობაში, ისე პოსტოპერაციულ პერიოდში. აკეთებენ ზოგადი ანესთეზიით.
კითხვა: მაინტერესებს, რისი დადგენა ხდება ფეხმძიმობის დროს კოაგულოგრამის ანალიზით?
პასუხი: კოაგულოგრამა არის ანალიზი, რომელიც ჰემოსტაზის – სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობას ასახავს. ორსულობისას ჰიპერკოაგულაციამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას როგორც თავად ორსულს, ასევე ბავშვსაც. თუ თრომბი პლაცენტის სისხლძარღვებში წარმოიქმნა, საშვილოსნოში მყოფი ნაყოფი ვერ მიიღებს სათანადო ოდენობის ჟანგბადს და, შესაძლოა, მოხდეს მისი გამოძევება, მშობიარობა ნაადრევად დაიწყოს ან ბავშვი ტვინის მძიმე დარღვევებით დაიბადოს.
კითხვა: ვარ 41 წლის. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, მენოპაუზა ამ ასაკში დაიწყოს? ან, რა სიმპტომები უძღვის წინ?  წელიწადია, რაც არეული მაქვს ციკლი, მაშინ, როცა ამ ასაკამდე საათის სიზუსტით იყო ყოველთვის.
პასუხი: დიახ, შეიძლება. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს პრემენოპაუზური პერიოდი. თუმცა, ერთხელ მაინც საჭიროა პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარება გინეკოლოგთან. რათა ნამდვილად დადგინდეს პრემენოპაუზის პერიოდის არსებობა.
სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე დგება, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლის სრულ შეწყვეტამდე რამდენიმე წლით ადრე, მენსტრუალური ციკლი და მენსტრუაცია არარეგულარული ხდება. შესაძლოა, მენსტრუალური სისხლდენა რამდენიმე თვით საერთოდ შეწყდეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ განახლდეს. ასე რომ, შესაძლებელია ციკლის არარეგულარობა ჰორმონულ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული.

скачать dle 11.3