კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან იღებს ადამიანი სასიცოცხლოდ საჭირო ენერგიებს და რატომ არის საშიში დაზიანებული აურა

ყველა ადამიანს საკუთარი ენერგია აქვს. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მათი ენერგიები ერთმანეთს კვეთს და, შესაძლოა, სწორედ ამ გადაკვეთისას მიიღოთ სხვისი უარყოფითი ენერგია და აურაც დაიბინძუროთ. ზოგჯერ სხვასთან ურთიერთობის შემდეგ ვიფიტებით, ვგრძნობთ სისუსტეს და გვეწყება  თავის ტკივილი. ამ დროს უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი – ეს უარყოფითი ენერგიის დაბლოკვის ერთ-ერთი მეთოდია. დაბინძურებულმა აურამ, შესაძლოა, ადამიანს ის ორგანო დაუავადოს, რომელიც შედარებით სუსტი აქვს. ძლიერად დაზიანებული ორგანოს გამოჯანმრთელება კი, შეიძლება, აურის გაწმენდის შემდეგაც ვეღარ მოხერხდეს. ამ შემთხვევაში, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა ფორმითა და სახით არის აურა დაზიანებული. მისი გასუფთავებითა და გაძლიერებით ხდება უარყოფითი ენერგიის გაუვნებელყოფა, რადგან, ძლიერი დამცავი შრე, ანუ აურა, შიგნით არ უშვებს ცუდ ენერგიებს და ასუსტებს მის ზეგავლენას ორგანიზმზე. არსებობს პერიოდი, როცა თავად შეგიძლიათ აურის გაძლიერება, კერძოდ, მაშინ, როცა მთვარე კლებას იწყებს. ამ დროს აქტიურად უნდა დაძაბოთ გონება და იფიქროთ ბედნიერ მომავალსა და იმაზე, რომ ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი მოგერევათ; ხართ ყველაზე წარმატებული ადამიანი და ვერავინ შეძლებს თქვენთვის ცუდის გაკეთებას; იფიქრეთ იმაზე, რომ ძლიერი პიროვნება ხართ და სპეტაკი ზრახვები გაქვთ სხვების მიმართ.
ყველასთვის აუცილებელია იმ ძალების აღდგენა, დედამიწიდან და კოსმოსიდან რომ მოდის ჩვენამდე. ეს გვავსებს და გვამარაგებს სასიცოცხლოდ საჭირო, აუცილებელი ენერგიებით. სწორედ ამის საშუალებით კვებავს თითოეული ჩვენგანი თავის ნერვულ სისტემასა და შიდა ორგანოებს. ბუნების ძალები სამ კატეგორიად იყოფა: უნივერსალური, დედამიწისა და კოსმიურ ძალებად. უნივერსალური ვლინდება როგორც პლანეტებისა და გალაქტიკის ერთობლივი ენერგია. ეს ძალა კვებავს სამყაროში ყველაფერს, მათ შორის ადამიანის გონებას და სამყაროში მის ყველა გამოვლინებას უწყობს ხელს. ადამიანები ამ ენერგიებს მხოლოდ ზედა კოსმოსური ხვრელიდან იღებენ. დედამიწასა და მთვარეს შორის არსებობს უდიდესი მიზიდულობის ძალა. ამით იქმნება ერთიანი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწისკენ მიმართავს ჩვენი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავის ენერგიას და ის ადამიანის ერთიან ენერგეტიკულ ველზე უდიდეს გავლენას ახდენს.
დედამიწის ძალა შეიცავს მცენარეების, ცხოველებისა და დედამიწის ყველა ბუნებრივი მინარევის ენერგიას ერთიანად. როცა მცენარე ზრდის დროს ზევით მიიწევს, ამით კოსმიურ ენერგიას შთანთქავს და ზრდის პროცესსა და კვებას განაგრძობს. ცხოველები კი ბალახისა და სხვა მცენარეების საშუალებით იღებენ ამ კოსმიურ ენერგიას. რაც შეეხება ადამიანს, დედამიწის ძალას ის ფეხისგულში მდებარე წერტილებიდან იღებს, შემდეგ ჭიპის ქვედა მხარეს ათავსებს და ასე იზოგავს მას. თუ გსურთ, სასიცოცხლო ენერგია აღიდგინოთ, მოიხსნათ სტრესი, იგრძნოთ შვება და დედამიწის ენერგიით დაიმუხტოთ, ხშირად იარეთ ბალახზე ფეხშიშველმა.
რაც შეეხება მესამე კოსმიურ ძალას, მას „ადამიანის სასიცოცხლო ძალასაც“ უწოდებენ. ის უნივერსალურ ძალთა ნაწილია და მთელ კოსმოსს ავსებს ამ ძალებით. ყოველი ჩვენგანი კოსმიური ძალის უმაღლესი გამოვლინებაა. ის ამ ენერგიას მედიტაციისა და სასუნთქი აპარატის, ანუ ცხვირისა და ფილტვების  მეშვეობით ითვისებს და შეიწოვს, რითაც შემდეგ ენერგიის საწყის წყაროს უკანვე აბრუნებს.
ადამიანები ბუნებრივი ცხოვრების წესის გამო დაშორდნენ თავიანთ შინაგან „მეს“, გონება სხვა სფეროებით გადაიტვირთა და, ამიტომ, სულ უფრო დავშორდით კოსმიურ ძალებთან კონტაქტს. საჭირო ენერგიას კი ადამიანი იღებს მცენარეებით, მინერალებით, ცხოველის ხორცით. ასეთი საკვების მიღებით გამოფიტული ორგანიზმი კოსმიური ენერგიით ივსება. ამიტომ, ეცადეთ, ხშირად გახვიდეთ ბუნებაში, ახლოს იყოთ ხეებთან, ბალახთან, მიწასთან და ასე დაიმუხტოთ დედამიწის ძალით – ამით თქვენს ორგანიზმს მისცემთ საშუალებას, გაძლიერდეს და მეტად შეძლოს კოსმოსიდან წამოსული სასიკეთო ენერგიებით მომარაგება.
ასევე, ირგვლივ არსებული საგანი თუ უამრავი მოვლენა, მაგალითად, არასწორად შერჩეული ნივთი, გამჭოლი მზერა, გათვალვა და ასე შემდეგ, იწვევს ჩვენი აურის დაზიანებას, შემდეგ კი გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს მასში, რაც, რასაკვირველია, ძალიან საშიშია ნებისმიერისთვის. ზოგჯერ ადამიანს უეცარი ტკივილი ეწყება სხეულის კონკრეტულ ადგილას და ვერ ხვდება, რისი ბრალია. რეალურად კი ეს, შესაძლოა, დაზიანებული აურის ბრალი იყოს. ნორმალური აურა ადვილად იცავს ადამიანს გარემოს საშიში ზემოქმედებისგან. აურის გასაფართოებლად აუცილებელია ვარჯიშების სპეციალური კურსის ჩატარება, რათა პრობლემებს ადვილად აარიდოთ თავი.  კერძოდ, თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში უნდა გაატაროთ. ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები უარყოფით ენერგიას ისრუტავენ და უდიდესი დადებითი მუხტით „გვტუმბავენ”. ამიტომ, მზიან და სასიამოვნო ამინდში ბევრი ისეირნეთ, იარეთ ბალახზე ფეხშიშველმა, გაშალეთ მიწაზე პლედი, წამოწექით და უყურეთ ზეცაში ღრუბლებს, უსმინეთ ბუნებაში არსებულ უცნაურ ხმებს,  მაქსიმალურად შეისრუტეთ დადებითი და მშვიდი ემოციები და ასე განიტვირთეთ. ეს ემოცია დიდხანს გაგყვებათ და უარყოფითი ზეგავლენისგან დაგიცავთ.

скачать dle 11.3