კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ პირობებში გავახარო ალოე და პრეტეზიულია თუ არა ეს მცენარე?
პასუხი: ალოეს მრავალი სახეობა არსებობს და ყველა იოლი მოსავლელია. მას მუდმივად სჭირდება სინათლე. მზეს იტანს, თუმცა ზაფხულობით შუადღის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ. იდეალურია 18-24 გრადუსი. ყვავილობისათვის ზამთარში რამდენიმე კვირით დადგით დაახლოებით 10 გრადუსზე. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ოღონდ მიწას ძალიან ნუ გამოაშრობთ. ამ დროს არც დამატებითი კვება სჭირდება. თუ ალოეს სინათლეს არ მოაკლებთ და ზედმეტ წყალს არ დაუსხამთ, არანაირ პრეტეზიას არ „გამოთქვამს”. ეცადეთ, დადგათ მზიანი ფანჯრის რაფაზე.
კითხვა: რა ზომის იზრდება ანანასი და ხშირად მოვრწყა თუ არა?
პასუხი: ეს ეფექტური მცენარე იმხელა იზრდება, რომ შეიძლება თქვენი ბინა ევიწროოს. თუმცა, თუ საკმარისი ფართი გაქვთ, ინტერიერს დიდი ხნით გაგილამაზებთ. ანანასი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, ამიტომ ზაფხულშიც ხშირად მორწყეთ და ზამთარშიც მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. რაც უფრო გრილია ზამთარი, ანანასს მით ნაკლები ტენი სჭირდება. ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს, ამიტომ განათებაც მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. მისთვის საუკეთესო პირობებია: სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა.
კითხვა: ჩემს ბეგონიას ფოთლები მოულპა. ხომ ვერ ამიხსნით, რამ გამოიწვია ეს?
პასუხი: ალბათ, წყალს ფოთლებზე ასხამდით და თქვენმა ბეგონიამ ამის გამო დაიწყო ლპობა. გახსოვდეთ, თუ მცენარე ქოთანს მთლიანად იკავებს ან ბუსუსებიანი ღეროები აქვს, წყალი პირდაპირ მიწაზე დაუსხით.
კითხვა: ბინაში მინდა აგავას გახარება. რას მირჩევთ, რთული მოსავლელი მცენარეა?
პასუხი: აგავა ძალიან გამძლე მცენარეა. მას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ის ზამთრის დაბალ ტემპერატურას, 5-6 გრადუსსაც კი იტანს, მთავარია, მშრალ ადგილას არ იდგეს და მთელი წლის განმავლობაში სინათლე მიეწოდებოდეს. ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახეობის აგავას წვეტიანი წვეროები შეიძლება ბავშვისთვის სახიფათო იყოს, ამიტომ, შეგიძლიათ, წვეროები მაკრატლით შეუსწოროთ ან ზედ კორპის საცობები წამოაცვათ. თუ მისი ტრანსპორტირება გსურთ, არც ეს არის რთული – შეფუთეთ და არ შეგეშინდეთ – ფოთლები მალევე გადაიშლება და გასწორდება.

скачать dle 11.3