კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: ორი წელია, მანქანა გაზზე გადავიყვანე.  მაინტერესებს, რამდენი ხანია ექსპლუტაციის ვადა და რა უნდა შევამოწმო პრობლემა რომ არ გაჩნდეს?
პასუხი: თუ თანამედროვე სისტემაზე გადაიყვანეთ ავტომობილი არანაირი პრობლემა არ გემუქრებათ, რადგან მას აუცილებლად ახლავს სპეციალური, შემზეთი მოწყობილობა, რომელიც ძრავას სხვადასხვა დეტალებს ცვეთისგან იცავს.  ძველ მოწყობილობაზე გადაყვანილ მანქანას კი, დროულად ესაჭიროება ზეთის გამოცვლა, რომ სხვა დეტალის გამოშრობა არ გამოიწვიოს. რაც შეეხება ექსპლუტაციას, კონკრეტული ვადა არ გააჩნია.
კითხვა: გოგებაშვილის ქუჩაზე დიდი ხანი მომიწია საცობში ყოფნა და „ცეპლენიის” გამოყენება. ცოტა ხანში სუნი დადგა. გავაჩერე მანქანა და მითხრეს, რომ მოდების დისკის (ფერადოს) ბრალი იყო. ამის შემდეგ აღმართზე საცობში კვლავ მოვხვდი, მაგრამ სუნი აღარ დამდგარა.  არის თუ არა საჭირო მანქანა ხელოსანთან მივიყვანო და რა პრობლემა შეიძლება, ჰქონდეს მას? ავტომობილი მექანიკაზე მყავს.
პასუხი: თუ დიდი ხნის განმავლობაში საცობში გიწევთ ყოფნა, საჭირო არ არის მოდების ქუროს (ცეპლენიის) სატერფულზე (პედალზე) ფეხის დადგმა. როდესაც მუსიკას უსმენთ, ან ლაპარაკობთ, ამ დროს ოდნავ აუშვებთ ფეხს სატერფულს (პედალს), რის შედეგადაც იწყება „ბუქსაობა”. ანუ, ფერადო, იგივე მოდების დისკი და ქურო ედება ერთმანეთს, იწვება და სუნს უშვებს. ანალოგიურად იქნებოდა თქვენი ავტომობილის შემთხვევაშიც. ეს არ არის საშიში და არ საჭიროებს ხელოსნის ჩარევას. მაგრამ, თუ მანქანაში საცობის გარეშეც კიდევ დადგება სუნი და „ტახომეტრიც” აიწევს, იმავდროულად, ძრავასაც ექნება ხმა, მაშინ აუცილებად უნდა მიმართოთ ხელოსანს.
კითხვა: მაყუჩმა (გლუშიტელმა) დაიწყო ხმაური და საჩქაროდ უნდა მივიყვანო ხელოსანთან? თუ უახლოეს მომავალში ვერ მოვახეხებ ხელოსანთან ვიზიტს  რა პრობლემა შეიძლება, წარმოიქმნას?
პასუხი: თუ მაყუჩს თავშივე გასდის, მაშინ შეიძლება, სხვა დეტალებიც დაიწვას. აქ ძირითადი პრობლემა ისაა, რომ როდესაც „გლუშიტელს” გასდის, ხმაური იმატებს, რაც კანონით აკრძალულია. ხმაურის გამო შესაძლოა, დაჯარიმდეთ. უფრო მეტიც, კანონის მიხედვით, მაყუჩის დაზიანებისას მანქანის დაძვრის უფლებაც არ გაქვთ. ამიტომ, აუცილებად უნდა მიმართოთ ხელოსანს.

скачать dle 11.3