კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რა საფრთხეს უქმნის ძაღლს ზაფხული?
პასუხი: წელიწადის ეს დრო გამოირჩევა მაღალი ტემპერატურითა და სიცხით. სიცხის დროს ცხოველები, ისევე როგორც ჩვენ, ბევრ სითხეს კარგავენ. ბეწვის საფარველით დაფარული ცხოველები სითბოს გასცემენ თათების ბალიშებით, ცხვირის სარკის საშუალებით, გაღებული პირიდან და გადმოკიდებული ენის ლორწოვანი გარსიდან. სიცხეში აუცილებელია, ცხოველს საშუალება მისცეთ შეივსოს დაკარგული სითხე, რათა თავიდან ააცილოთ სითბური დაკვრა. ცხოველმა ხშირად უნდა მიიღოს წყალი, მაგრამ არა დიდი რაოდენობით და ერთბაშად. ამიტომ, სასმელი წყალი სულ უნდა ედგას. ასევე, შეიძლება, წყლის შესხურება, შხაპის გადავლება, ბეწვის დასველება ან სველი პირსახოცით სხეულის დაზელა.
კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლის დაბანა ადამიანისთვის განკუთვნილი ბალზამით ან კონდიციონერით?
პასუხი: დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა სიხშირით და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. არავითარ შემთხვევაში არ დაბანოთ ცხოველი თქვენი შამპუნითა და ბალზამით. დღევანდელ პირობებში ძალიან ბევრი ბეწვის მოვლის და დამუშავების საშუალება არსებობს, მაგრამ მათგან უნდა შეირჩეს ისეთი, რომლიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობას და ბეწვის დაზიანებას. გახსოვდეთ, ცხოველს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი მოვლის საშუალებები უნდა მოახმაროთ.
კითხვა: შეიძლება დეკორატიული ჯიშის ძაღლი აგრესული იყოს? დასაშვებია თუ ჩემს ძაღლს პრობლემა აქვს?
პასუხი: დეკორატიული ჯიშის ძაღლი თუ კარგი არზრდილია, აგრესიული არ გახდება. თუმცა, არა მხოლოდ სწორად აღზრდილი, ის აუცილებლად სწორად აღზრდილი მშობლების შვილიც უნდა იყოს. ამიტომ, შეძენა მხოლოდ და მხოლოდ იმ ძაღლსაშენში უნდა მოხდეს, რომელიც კარგი რეპუტაციით სარდებლობს და მომშენებელი პროფესიონალია. ლეკვს თუ გენეტიკური გადახრა აქვს, მის გამოსასწორებლად ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდებათ არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ სერიოზულ კინოლოგებს.
კითხვა: მაჩუქეს თვე-ნახევრის ხასკი, რომელიც, როგორც მითხრეს, აცრილი არ არის. რაიმე პრობლემა ხომ არ ემუქრება?
პასუხი: საერთოდ, ძაღლის აცრა 45 დღის ასაკიდან იწყება და ეს აუცილებელია. აუცილებლად წაიყვანეთ ძაღლი ვეტერინართან და აცერით. აცრამდე კი, ნუ გაიყვანთ გარეთ, რადგან აუცრელი ცხოველის ქუჩაში გასვლა ერთგვარი რისკია მისი ჯანმრთელობისთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ყოველი აცრა, მით უმეტეს პირველი, აუცილებელია, თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის. მაღალკლასიფიცირებული ვაქცინა რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს შეიცავს, როგორიცაა: ენტერიტი, ჰეპატიტი, ძაღლის ჭირი, პარაგრიპი, ლეპტოსპიროზი და ძაღლსაშენების ხველების სინდრომი. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ძაღლი გადარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური ენტერიტი, შიდსზე უფრო საშიშია, რაც ცხოველის სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ენტერიტი, რომელსაც ენტეროვირუსები იწვევს და  გამოვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით, თანმხლები მძაფრი შემაწუხებელი სუნით. ძაღლს ეწყება უმადობა, ფაღარათი, გულის ცემა აჩქარებული აქვს, თანდათან აპათიური ხდება.

скачать dle 11.3