კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ემსხვერპლა ბიზნესმენი ძარცვის დროს და როგორ აღმოჩნდა დამნაშავე მისი ბიზნესკონკურენტის ნათესავი

57  წლის მალხაზ ზ-ძე საკუთარ სახლთან გამვლელმა აღმოაჩინა. შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის შესახებ სწორედ მან შეატყობინა სამართალდამცველებს, რომელთაც  ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს – ის გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი  იშემიური ინსულტი აღმოჩნდა, რაც მამაკაცს, როგორც მოგვიანებით დადგინდა, შემთხვევის ადგილზე დაემართა.  
მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. როგორც გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით გახდა ცნობილი, ეს ფაქტი არ აღმოჩნდა უბედური შემთხვევა, რასაც თავიდან ვარაუდობდნენ. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მამაკაცს, რომელიც მცირე სასურსათო ბიზნესით იყო დაკავებული, ორი მძარცველი დაესხა თავს, რის შედეგადაც 300 ლარი და პირადი ნივთები გაიტაცეს.
ის, რომ  მალხაზ ზ-ძე მძარცველების მსხვერპლი აღმოჩნდა, ცნობილი გახდა უცნობი მოქალაქისგან. ის ინციდენტის ადგილიდან მოშორებული იყო, მაგრამ კარგად შენიშნა, როგორ ჩაუსაფრდა ორი მამაკაცი ჩიხში მომავალს, თავს დაესხნენ მას და ბოლოს, მიწაზე დაგდებული მიატოვეს. მოგვიანებით, მოწმემ სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ ამ ამბის თვითმხილველი საკუთარი აივნიდან გახდა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „შორიდან ვხედავდი, როგორ საეჭვოდ მოძრაობდა ორი მამაკაცი ღამის სიბნელეში. აივანზე ვიდექი სიგარეტის მოსაწევად და მათი საეჭვო მოძრაობები არ გამომპარვია. დავინახე, როგორ ამოუდგნენ გვერდში მამაკაცს, რომელსაც ხელში პატარა ჩანთა ეკავა.  სიბნელისკენ წაათრიეს ის და სამი-ოთხი წუთის შემდეგ, დავინახე, როგორ გაიქცნენ იქიდან. მამაკაცი კი, მიწაზე ეგდო. მე პოლიციაში დავრეკე. სანამ ქვემოთ ჩამოვედი, მამაკაცი გამვლელმა მოქალაქემ იპოვა და მის მოსულიერებას სწორედ ის ცდილობდა”.
როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, მალხაზ ზ-ძე  სასურსათო ბიზნესით იყო დაკავებული. ის ინციდენტის დროს სამსახურში შეყოვნების შემდეგ, სახლში ბრუნდებოდა. მალხაზ ზ-ძის  თანამშრომლის ჩვენების მიხედვით, ის ოდნავ ნასვამი იყო და ამიტომ, ავტომობილი სამსახურში დატოვა და სახლში ისე წავიდა. იმავე მოწმის განცხადებით, მამაკაცს საფულეში სამას ლარამდე თანხა ჰქონდა, რომელიც მან თავად გადასცა გარდაცვლილს. მალხაზ ზ-ძის  ოჯახის წევრების ჩვენების მიხედვით, ის მუდმივად ატარებდა საქორწინო ბეჭედს, რაც მძარცველებს საფულესთან და ხელჩანთასთან ერთად გაეტაცებინათ.  რა იყო ხელჩანთაში, ამაზე  გარდაცვლილის ახლობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ. ეს მოგვიანებით, მძარცველების დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ,  მამაკაცს  გულის ქრონიკული დაავადება აწუხებდა, რაც სამედიცინო დასკვნის მიხედვით უცბად განვითარებულ ემოციურ ფონზე ფატალური შედეგით დასრულდა.
გამოძიებას თავდამსხმელთა შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ინციდენტს არ ჰყავდა თვითმხილველი, გარდა ზემოთ ნახსენები  მამაკაცისა, რომლის  განცხადებითაც, მძარცველები ასაკით ახალგაზრდები და ტანმორჩილები უნდა ყოფილიყვნენ. მან ვერ შეძლო შორიდან მძარცველთა სახის დანახვა. გამოძიებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმავე ღამეს, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში ნაპოვნი მობილური ტელეფონი. როგორც მოგვიანებით დადგინდა, ტელეფონი ერთ-ერთ მძარცველს ეკუთვნოდა. ის 25 წლის მამუკა ჟ-ი აღმოჩნდა. გატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, დანაშაულის ჩადენიდან  18 საათის შემდეგ, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრ პერიმეტრზე, აღმოაჩინეს ახალგაზრდა, რომელიც საეჭვოდ ათვალიერებდა გარემოს. ის სწორედ მამუკა ჟ-ი აღმოჩნდა, რომელმაც თავიდან განაცხადა, რომ დაკარგულ ტელეფონს ეძებდა. თუმცა, მოგვიანებით, გამოძიებამ დაამტკიცა მისი კავშირი მალხაზ ზ-ძის  ძარცვის ფაქტთან  და დააკავა მისი თანამზრახველიც – 22 წლის ვალერი  დ-უა.   
გამოძიების მასალებით, ახალგაზრდებმა, რომლებიც ინციდენტის ადგილიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ, ძარცვისთვის კონკრეტული ადგილი  სპეციალურად  შეარჩიეს და იქ დაუდარაჯდნენ მსხვერპლს. მამუკა ჟ-ის განცხადებით, მის მეგობარს ვალერი დ-უას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხა, რომელიც წაგებული ჰქონდა და უნდა ჩაებარებინა. ძარცვა მათ სწორედ თანხის მოპოვების მიზნით განიზრახეს. ამონაწერი მამუკა ჟ-ის  ჩვენებიდან: „ის ადგილები მეც და ვალერიმაც კარგად ვიცოდით.  ჩაბნელებული ჩიხია, თუმცა ბევრი გამვლელი დადის. იქიდან კი მეორე კვარტალში გადადის მოკლე გზა. ჩვენ დანაც კი არ გვქონდა, ისე წავედით იქ.  თითქმის ნახევარი საათი ვიცდიდით, როცა დავინახეთ მამაკაცი, რომელსაც ხელჩანთა ეკავა – სოლიდური იერი ჰქონდა, საქმიანი კაცის. ისე მივუახლოვდით და ამოვუდექით გვერდში, ვერაფერს მიხვდა. უცებ ხელით მოვქაჩე და იქვე ბნელი კუთხისკენ გავათრიეთ. ცოტა გაგვიძალიანდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მე გავაკავე და პირზე ავაფარე ხელი, ვალერიმ გაჩითვა დაუწყო. ჯერ საფულე ამოვაცალეთ. მერე დავინახეთ, ხელზე ოქროს ბეჭედი ეკეთა, ვერცხლის „ცეპიც” ჩამოვგლიჯეთ ყელიდან. უცებ მივხვდი, რომ კაცი ცუდად გახდა – ხელებს კი აღარ ვუჭერდი, თვითონ ჩამომეკიდა.  ჩემს ხელებში გახდა ცუდად და, როგორც კი ხელი გავუშვი, ძირს დავარდა. ვერ მივხვდი, თურმე მაშინვე გარდაიცვალა.  ჩვენ ხელჩანთაც წავართვით და გავიქეცით.  მეორე კვარტალში გავხსენით ხელჩანთა, რომელშიც საბუღალტრო საბუთები ეწყო. საფულეში პირადობის მოწმობა ჰქონდა და 300 ლარი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მობილური დავკარგე. მეორე დღეს წავედი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, არც კი ვიცოდით, რომ ის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. პოლიცია ტელეფონის ძებნისას დამადგა თავს და დამაკავა.”
 გამოძიებისთვის ცნობილი გახდა და დადგინდა, რომ მამუკა ჟ-ის ნათესაური კავშირი ჰქონდა მალხაზ ზ-ძის  ყოფილ პარტნიორთან, რომელთანაც გარდაცვლილს, საერთო საბანკო კრედიტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ურთიერთობა გაეწყვიტა. მამუკა ჟ-ი მერაბ ბ-ძის ბიძაშვილის შვილი იყო.  ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, გაჩნდა ვერსია, რომ ძარცვა შემთხვევითი არ იყო.  გარდაცვლილის მეუღლის ჩვენების მიხედვით, მერაბ ბ-ძე გარდაცვლილს სახლის დაკარგვაში ადანაშაულებდა, რომლითაც საერთო ვალი დაიფარა. შესაბამისად, დაზარალებული მხარე მიიჩნევდა, რომ მამაკაცმა ყოფილ საქმიან პარტნიორზე შური ასე იძია და  5 წლის შემდეგ  პარტნიორის მოკვლა თავის ნათესავს დაავალა, რომელსაც კრიმინალური საქმიანობის გამოცდილება უკვე ჰქონდა.  დაზარალებულის ოჯახი, გარდაცვლილის მეუღლე და შვილი, სასამართლო პროცესზეც მოითხოვდნენ ბრალდებული მამუკა ჟ-ისთვის  წაყენებული სისხლის სამართლის მუხლის შეცვლას და აცხადებდნენ, რომ  მალხაზ ზ-ძე  არა შემთხვევითი ძარცვის, არამედ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ისინი გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილი საქმიანი პარტნიორის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც მოითხოვდნენ. გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა დანაშაულებრივი კავშირი მერაბ ბ-ძესა და ბრალდებულებს შორის. მერაბ ბ-ძე დაიკითხა სასამართლო პროცესზეც, მისი ჩვენების და მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ბიძაშვილის შვილთან, რომელიც განსასჯელის სკამზე იჯდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ის წლების განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. სასამართლომ მამუკა ჟ-ი და ვალერი  დ-უა გაასამართლა გამოძიების დროს წაყენებული ბრალდებით და მათ შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3