კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინგრევა თუ არა ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდები და როგორია თბილისის ხიდების ექსპლუატაციის ვადა

თამაზ ცვარიანი:  გასულ წელს მერიამ გამოაცხადა ტენდერი ხიდების გამოკვლევა-გამოცდაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ხიდთა ქსელის ცენტრმა” მოიგო ეს ტენდერი, ჩვენ მიერ ექვსი თვის   განმავლობაში  21 ხიდი შემოწმდა. თბილისში დაახლოებით 70-მდე ხიდია. ამას თუ დავუმატებთ შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ ხიდებს, ეს რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. ამ ხიდებს შორის ყველაზე ძველი  ზაარბრუკენის ხიდია, რომელიც 1857 წელს აშენდა. ამას  მოსდევს ეგრეთ წოდებული  „მშრალი ხიდი”. თუმცა, ამ ხიდების მდგომარეობა მათი სიძველის მიუხედავად, ნორმალურია.  ყველა ხიდსა და ნაგებობას  გარკვეულ ვადებში სჭირდება გეგმური შემოწმება. სამწუხაროდ,  პრაქტიკულად, არც ერთ უწყებაში აღარ არსებობს საექსპლუატაციო  სამსახური, რომელმაც უნდა დაადგინოს ხიდის თუ სხვა ნაგებობის  დაზიანებები, დეფექტები. ამის მიხედვით კი უნდა შემოწმდეს და დაიგეგმოს რეაბილიტაციის პროექტი. ევროპულ ქვეყნებში საექსპლუატაციო სამსახური მიდის და  კვირაში ერთხელ ამოწმებს   ხიდს – რაიმე სახის დეფექტი ხომ არ გაჩნდა, ვინმე ხომ არ დაეჯახა, ან მდინარემ ხომ არ გამორეცხა. ყოველთვიურად დგება რეპორტები, საექსპლუატაციო სამსახური შესაბამის უწყებებს სთხოვს ხიდის გამოცდას და დეფექტების აღმოფხვრას.   ჩვენ ასეთი სტანდარტისგან რომ შორს ვართ, ვიცით, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ 2013 წელსაც მოხდა ათი  ხიდის  გამოკვლევა. საბოლოო ჯამში, თბილისის მასშტაბით, 30-მდე ხიდია გამოკვლეული. გვაქვს საერთო სურათი, რა მდგომარეობაშია თბილისის ხიდები.
– როგორი დასკვნა დაიდო ამ გამოკვლევების შედეგად?
–  იმ ხიდებიდან, რაც ჩვენ შევამოწმეთ, სამ ხიდზე გავეცით დანგრევის რეკომენდაცია. ამ ხიდებს შორისაა – ორი ხიდი ზაჰესში და ერთი მდინარე დიღმულაზე.  ეს ხიდები ნამდვილად სახიფათო მდგომარეობაში იყო. ზაჰესის სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი - აკვედუკი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.  დღეს ზაჰესის ხიდი უკვე დაკეტილია და მასზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაცია მოიცავს ამ ხიდის დანგრევას და ახლის აშენებას. დიღმულას ხიდი, ჩემი ინფორმაციით, ჯერ კიდევ მოქმედია. თუმცა, როგორც ვიცი,  შესაბამისმა სამსახურმა უკვე გამოაცხადა ტენდერი ამ ხიდის საპროექტო სამუშაოებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსაწესრიგებელია გულიას ხიდი – ხიდი, რომელიც ორთაჭალიდან გადადის ჰესთან.  ისე ნამდვილად არაა, რომ ყველა ხიდი ერთად გაფუჭდება, ან ჩავარდება.  ასეთი არც ერთი ხიდი არაა.  ის, რომ ხიდი საექსპლუატაციოდ ვარგისია და პრობლემა არ აქვს, ბევრი სტანდარტით  არის განსაზღვრული. ხიდს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი დაზიანებები, დეფექტები, რომელიც  არა თუ მის ექსლუატაციაზე, მედეგობაზე იმოქმედებს. ყველა ხიდი განიცდის როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ ცვეთას. ასეთ, მორალურად დაძველებულ ხიდებს შორისაა ზაჰესის ხიდები.  ეს ხიდები აშენდა ორმოცდაათიან წლებში. მაშინ დაპროექტების სტანდარტი სხვა იყო, დღეს სულ სხვაა. მაშინ ყველაზე მძიმე ავტომობილი, საანგარიშო დატვირთვით ითვალისწინებდა  13 ტონას, დღეს 13-ტონიანი სატვირთო ავტომობილი ყველაზე მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს.  დღეს ყველაზე მძიმე მანქანა 120 ტონაა.  ჩვენთან ჯერ კიდევ საბჭოთა ნორმები ფუნქციონირებს, რაც 1983 წლის შემდეგ არ შეცვლილა. თუმცა, რეალურად, ეს ნორმები 4-5 ჯერ გაიზარდა, ხიდის დატვირთვაც რვაჯერ, ათჯერ არის გაზრდილი.  ჩვენი პარლამენტი, სამწუხაროდ, იმით არის დაკავებული, რა სახის  პრეზერვატივის გამოყენება შეიძლება. ამას ჯობია, ამ ნორმების რეგულაციებზე ვიმუშავოთ. ზოგადად, ექსპლუატაციის ვადა ყველა ხიდისთვის სხვადასხვაა – რკინაბეტონის ხიდებისთვის ექსპლუატაციის  ვადა 50-დან 70 წლამდეა, ფოლადის ხიდებისთვის კიდევ უფრო მეტი –  80-დან  100   წლამდე. იმის თქმა, რომ თბილისის ხიდები განსაკუთრებულად სახიფათო მდგომარეობაშია, არ შეესაბამება სიმართლეს. საუბრებიც იმაზე,  რომ ვახუშტის ხიდი ინგრევა, არ არის მართალი. იგივე შემიძლია ვთქვა, ბარათაშვილის ხიდზეც. ვახუშტის ხიდზე არის პრობლემები –  ბეტონი კოროზირებულია, განგრეულია მარჯვენა ბურჯის საკარადე კედელი. თუმცა, ეს არაა ისეთი პრობლემები, რომელიც შეიძლება, საფრთხეს ქმნიდეს. ჩვენ ყველაზე არახელსაყრელ პირობებში გამოვცადეთ ვახუშტის ხიდი. ათზე მეტი  25-ტონიანი ავტომობილით დავტვირთეთ ეს ხიდი,   რომელზედაც გარკვეული სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია გავეცით.  როგორც ვიცი,  ამ ხიდის რეაბილიტაციის პროექტი უკვე არსებობს.
– ის, რომ საფრთხე არსებობს ბარათაშვილის ხიდთან დაკავშირებით,  ბოლო წლებში მუდმივად იყო, უქმნის ეს ხიდი საფრთხეს თბილისს?
– ეს ხიდი მაშინ იქნა გამოკვლეული, როცა აშენდა. 1976 წლის შემდეგ,   თითქმის  40 წელზე მეტია, არანაირი სამუშაები არ ჩატარებულა.  ეს ხიდი აშენდა ინდივიდუალური კონსტრუქციით, რომ ათვისებული ყოფილიყო მისი ორივე ჩასასვლელი, სადაც ბარი და სხვადასხვა  ობიექტები იყო განთავსებული. ეს სივრცე რომ ათვისებული ყოფილიყო, გაზარდეს კოჭების სიმაღლე.  ვერ დაგეთანხმებით, რომ ხიდზე რკინები წკიპზე კიდია, თუმცა ის, რა მდგომარეობაშიც არის ხიდი, მისი მოუვლელობის ბრალია. ხიდის გამოცდამ დაადასტურა, რომ კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება, კარგ მდგომარეობაშია ბურჯები და მალის ნაშენი. ჩვენ ღამის თორმეტი საათიდან დილამდე ვცდიდით ბარათაშვილის ხიდს. გამოვცადეთ ის ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი – ხიდზე 480 ტონა დატვირთული ავტომობილები ეყენა, რა საცობიც არ უნდა შეიქმნას ამ ხიდზე, ვერც ერთ მდგომარეობაში ასეთი დატვირთვა  ვერ მოხდება. გამორიცხულია, ხიდს რამე მოუვიდეს, ან ჩავარდეს. დაზიანებულია ორივე იარუსის ტროტუარები. არ მუშაობს ჰიდროიზოლაცია,  რომელთა გამოსწორება-რეაბილიტაცია უკვე დაიწყო.

скачать dle 11.3