კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოდესის შანსები?

გასულ კვირას უკრაინისგან დარჩენილმა ნაწილმა შეიტყო, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი უკმაყოფილოა თავისი საგუბერნატორო ხელფასით და არც ის დაუმალავს, რომ ასეთი მწირი ხელფასის გადამკიდე, თანამდებობაზე, ჰა და ჰა, ერთი წელი გაძლოს.
მეტიც, უკრაინელ საზოგადოებას ამცნო, რომ (მოვიხმობ ციტატას მ. სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლიდან): „თუ ჩვენ უკეთეს ხელფასს არ მივიღებთ, უკრაინა ვერ განვითარდება (მართლაცდა, რა განავითარებს, როდესაც ქართული ანდაზა ღაღადებს, შეჩვეულს ნუ გადააჩვევო?! – )“.
იქვე კი დასძინა, რომ საჯარო სამსახურში ჩინოვნიკების ხელფასი, 500-დან ასე 7-10 ათას დოლარამდე უნდა მერყეობდეს. ასეთი მსუყე მადის ფონზე, ბუნებრივია, მ. სააკაშვილის ყოველთვიური, სულ რაღაც 267 აშშ დოლარი მზესუმზირის ფულიც არ არის (არადა, რა დრო იყო, მილიარდებს რომ ეთამაშებოდა?!).
ამასობაში კი, ოდესის ოლქის პროკურორად, ზემოხსენებულმა მ. სააკაშვილმა თვით ზ. ადეიშვილი დანიშნა. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი რამდენიმე თვეა, პოროშენკოს მთავრობის ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩევლად იღვწოდა. მეორე მხრივ, თუკი გუბერნატორის ხელფასი 300 აშშ დოლარსაც ვერ უკაკუნებს, ცხადია, პროკურორისა ამდენიც ვერ იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ბ-ნი ადეიშვილისთვის ხელფასი წვრილმანია ოდესის აღმშენებლობის საქმეში.
ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ერთი წლის შემდეგ, გაიზრდება თუ არა ბ-ნი სააკაშვილის ხელფასი 7-10 ათას დოლარამდე (ან იქნებ დოქტორ დოტის მასაჟის სეანსები შესთავაზოს უკრაინის ბიუჯეტმა მორალური კომპენსაციისთვის?!), თუმცა ოდესის ავანსცენაზე ბ-ნი ადეიშვილის გამოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ოდესას სავსებით რეალური შანსი უჩნდება, დაიკავოს ევროპაში მოწინავე პოზიცია პატიმრების რაოდენობით; ოდესის ციხე კი, გლდანის ციხის დარად,  ვინძლო, მსოფლიოს ათ უსაშინლეს ციხეს შორისაც კი მოხვდეს?! –

скачать dle 11.3