ცხენებთან – მოსიყვარულე
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩეჩნეთის მეთაურს თავი ჩრდილო კავკასიის უგვირგვინო მეფე ჰგონია და თვით პრ. პუტინის უსაყვარლესი ფავორიტია, თუმცა, მის სკამს, შესაძლოა, წყალიც შეუყენონ. ყოველ შემთხვევაში, ამის მოსურნეთა ნაკლებობას არ უჩივის კრემლის კარი, მაგრამ ჯერჯერობით – უშედეგოდ.
ასეა თუ ისე, ფულიც ბლომად აქვს, გავლენაც და რამდენიმე ათეული ათასი შეიარაღებული ადამიანიც იცავს. სულ ბოლოს კი თავი „ხანუმობითაც” გამოიჩინა, როდესაც მის 60 წლის ფავორიტს 17 წლის გოგონა მიათხოვა.
ასეა თუ ისე, გასულ კვირას მისი გული დასავლეთში ცხენებისადმი სასტიკ მოპყრობას შეუშფოთებია, რის შესახებაც რამზან კადიროვმა ერსა და ბერს სოციალური ქსელით აუწყა: „ადამიანის უფლებების რა დაცვაზე უნდა ილაპარაკოს დასავლეთმა, როდესაც ისინი ასე დაუნდობლად ექცევიან ყველაზე მშვიდობიან, მოსიყვარულე და კეთილ არსებებს მთელ სამყაროში?!“
ჩვენ არ ვიცით, სახელდობრ, რა არ მოეწონა დასავლელთა ქცევაში ჩეჩნეთის პირველკაცს, თუმცა ვიცით, რომ მან უარი თქვა ჰონორარზე, რასაც მას ჩეხეთში გამართულ რბოლაში მისი ცხენების მონაწილეობა მოუტანდა. და, ისიც აშკარაა, რომ კავკასიის არწივი პიპინიას მიმდევარია, იმ პიპინიასი, რომელიც "выл строг с людъмиб но с лошадъми".