კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატრიოტულად აჩქროლებული

რაკი ოდესის გუბერნატორი არ გვეშვება (თითქოს საქმე გამოლეოდეს?!), ვერც მე ვეშვები (პათოსით: მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალითაო). ასე და ამგვარად, ერთ დროს ამ ქვეყნის ორგზის პირველი პირი მოქმედ მთავრობას აკრიტიკებს ევროკოპტების გამოუყენებლობის გამო (რამდენიმე ადამიანს მაინც გადავარჩენდითო, და მერე რა, რომ ნებართვების სისტემა რომ არ გაეუქმებინა, შესაძლოა, საერთოდაც არ დასახლებულიყო სტიქიის ეპიცენტრი და საერთოდაც ყველა გადარჩენილიყო?!).
მომყავს ციტატა: „როგორც ირკვევა, თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, თუმცა ვერტმფრენების არქონის გამო ისინი ამაოდ ელოდნენ შველას. ივანიშვილის ბრძანებით, საქართველოს მთავრობამ დაამიწა უახლესი ევროკოპტები... რუსეთიდან ჩამოსულმა ოლიგარქმა ბრძანა რუსული ვერტმფრენების გამოყენება, ხოლო მათ არც ღამის ხედვის დანადგარი არ უყენიათ და არც ასეთ ხეობაში არ შეუძლიათ ოპერირება, ევროკოპტისგან განსხვავებით. ბოღმა და გაუტანლობა მართლაც კლავს, თუმცა ეს უდანაშაულო ადამიანები რატომ უნდა ყოფილიყვნენ მსხვერპლი.“
მე არ შევუდგები ციტატაში მოტანილი არგუმენტების გარჩევას (ჩემი რუხი ნივთიერების ძალებს აღემატება – ), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოფილ მთავარსარდალს გაქანებული ომის დროს მოსახლეობის ევაკუაცია არ განუხორციელებია და თვით დაღუპული სამხედროების ცხედრებიც კი სასულიერო პირებმა გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, რომელთა ამოცნობასაც შემდეგ დნმ-ის ანალიზი დასჭირდა, აღარაფერს ვიტყვი, რომ, მისივე მტკიცებით, სულ რაღაც ათიოდ სოფელი და გამოუსადეგარი, ხრიოკიანი მიწა დავკარგეთ (დიდი ლიახვის ხეობის, ახალგორისა და კოდორის ხეობის სახით), გამოდის, რომ ოდესის გუბერნატორის სავარძელმა აუშალა პატრიოტული ვნებები?!

скачать dle 11.3