მეიმიჯეები
რფ-ის სახელმწიფო 17 მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული (შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ საქართველო, თავისი მოწყვეტილი სეპარატისტული ტერიტორიების ჩათვლით, სულ რაღაც, 70 000 კვადრატული კილომეტრია – ) და ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მხოლოდ 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, მოსკოვი მიწების შეგროვებითაა დაკავებული, მაგრამ აი, ის კი საკითხავია, რა თავში იხლის?!
რა თავში იხლის, რადგან შობადობა იკლებს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი იზრდება. მართალია, არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში, მაგრამ, როგორც აქამომდე რუსეთის ერთგული მოკავშირისა და ჩვენი მეზობლის ხალხური სიბრძნე ღაღადებს, მეზობელს ძროხა მოუკვდა – წვრილმანია, მაგრამ, არცთუ უსიამოვნო.
სასიამოვნოა თუ უსიამოვნო, რუსეთში სიკვდილიანობა გაიზარდა, რის საპასუხოდაც დიმიტრი მედვედევს უბრძანებია, 30 ივლისამდე გაანალიზდეს ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდის მიზეზებიო!
სახელდობრ, რფ-ის მთავრობის მეთაურის პრესსამსახური უბნობს: „რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად, დაევალოს მოსახლეობის სიკვდილიანობის ზრდის მიზეზების გარკვევა 2015 წლის პირველ კვატრალში. განსაკუთრებული ყურადება მიექცეს რუსეთის ფედერაციის იმ სუბიექტებს, რომლებშიც სიკვდილიანობის საგრძნობი ზრდაა. გატარდეს კომპლექსური და დამატებითი ღონისძიებები სიკვდილიანობის შემცირების მიზნით.“ აქვე გეტყვით, რომ 2015 წლის აპრილში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,7 პროცენტი ყოფილა.
ჩვენ არ ვიცით მიზეზები და არც ის, რა ზომებს მიიღებენ ან რა შედეგს მიიღებენ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ პრ. პუტინს მიწების შემგროვებლის იმიჯი აქვს მორგებული, შეიძლება, ყოფილი პრ. მედვედევი სიკვდილისა დამთრგუნველის იმიჯზე მუშაობდეს?! –