კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემი ძაღლი უკვე ასაკშია და როგორც მითხრეს, უმჯობესია, თუ კვების რეჟიმსა და რაციონს შევუცვლი. კონპეტენტურია ეს რჩევა? 

პასუხი: საერთოდ, როცა ძაღლი ასაკში შედის, მას განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ის სპეციალური რაციონით უნდა გამოიკვებოს. შეიძლება, არ იცით, მაგრამ არსებობს საკვები, რომელიც სპეციალურად ხანში შესული ძაღლებისთვის არის განკუთვნილი. ეს საკვები სწორედ  იმ მინერალებს შეიცავს, რომელიც მათი ორგანიზმისთვისაა აუცილებელი.

კითხვა: მყავს ერთი თვის ჩიხუახუა, რომელიც ჯერ არ დაგვიბანია. მაინტერესებს, როგორ შევურჩიო მას დასაბანი საშუალება და აქვს თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა?

პასუხი: რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს დასაბანი საშუალებების შერჩევას, რადგან ძაღლის კანის სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია. უფრო სუსტია, ვიდრე ადამიანის. კანი ადვილად შრება და ვითარდება ამის ნიადაგზე ანთებითი პროცესები. ძაღლის კანი არ შეიცავს საოფლე ჯირკვლებს და შესაბამისად, გამოშრობის შემთხვევაში, კარგავს დამცველობით ფუნქციას. ამიტომ, ყოვლად დაუშვებელია, ადამიანის შამპუნის გამოყებება. ძაღლის დასაბანად უნდა გამოიყენოთ შამპუნები და საშუალებები, რომლებიც გათვლილია სპეციალურად მათთვის და ითვალისწინებს ძაღლის ბეწვისა და კანის სტრუქტურას, არ აშრობს მას და იცავს დაზიანებისაგან. დაბანისას სასურველია, შამპუნი არ დაასხათ ცხოველს პირდაპირ კანის საფარველზე, რადგან ეს აღიზიანებს ცხოველის კანს. სასურველია, შამპუნი დაასხათ ღრუბელზე, აავაქაფოთ და უშუალოდ ქაფით დაბანოთ ის. ასევე, აუცილებელია, საგულდაგულოდ ჩამობანოთ ბეწვი, რომ არ დარჩეს შამპუნი და შესაბამისად, კანის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. ასევე, აუცილებლად უნდა დაიცვათ ცხოველის ყურები, რომ წყალი არ ჩაუვიდეს. ამისთვის სასურველია, ყური დაუცოთ პარფიუმერიულ ზეთში დასველებული და კარგად გაწურული ბამბით. ყურში ჩასულმა წყალმა შეიძლება, გამოიწვიოს ანთებითი პროცესები და სასმენი აპარატის დაზიანება. ასევე უნდა ეცადოთ, თვალში არ მოხვდეს ცხოველს შამპუნის შხეფი, განსაკუთრებით თუ ინსექტოციდურ შამპუნებს იყენებთ. თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრილი შამპუნი აღიზიანებს და იწვევს ძლიერ ანთებით პროცესებს და გარდა ამისა, შეიძლება, რქოვანის სერიოზული დაზიანება და სიბრმავეც კი გამოიწვიოს. დაბანის შემდეგ კი, თქვენი ოთხფეხა მეგობარი საგულდაგულოდ უნდა გაამშრალოთ პირსახოცით და შემდეგ დავარცნოთ ფენით. გრძელბეწვიან ძაღლებში ფენის გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო, ბეწვი არ დაეწვას ან ზედმეტად არ გამოშრეს კანი და ბეწვიც შესაბამისად, არ დაზიანდეს. 

скачать dle 11.3