კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო კორდილინას?

პასუხი: კორდილინას უყვარს ნათელი ადგილი, ამიტომ დადგით ძალიან ნათელ ადგილას. დღეში ორი-სამი საათით მწველ მზეში ყოფნასაც აიტანს. ზაფხულში ნიადაგი ტენიანი უნდა იყოს. თუ ზამთარში ტემპერატურა დაბალია, იშვიათად მორწყეთ და მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ იოლად მოსავლელ მცენარეს მინიმალური ყურადღებაც ჰყოფნის. ძველი, დამჭკნარ-დაჭმუჭნული ფოთლები მოაცილეთ. ზაფხულობით მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით, რათა ფოთლებმა ფერი შეინარჩუნოს. მცენარისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც გაუძლებს. კარგი იქნება, თუ ამ მცენარეს ზამთრის ბაღში გაზრდით. ასეთ ადგილას უკეთ გაიხარებს.

კითხვა: რა პირობები სჭირდება კოდიუმს ზაფხულის განმავლობაში?

პასუხი: ამ მცენარის მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, თორემ ფოთლები მოეჭმუჭნება. ზაფხულის სიცხეში ხშირად მორწყეთ. ამ დროს მიწა განსაკუთრებით ტენიანი სჭირდება. ამ სეზონზე მცენარე ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. კოდიუმი მოარიდეთ სიმშრალეს. მისთვის საკმარისი იქნება ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი.

კითხვა: რთულია თუ არა ოთახის პირობებში ცეროპეგიას გაზრდა?

პასუხი: ეს მცენარე ჭირვეული არ არის. უყვარს მზე. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პერიოდში ტენი სჭირდება, დროდადრო გამოშრობასაც იტანს. მრავლდება მომცრო ბოლქვებით, რომლებიც ღეროებზე დროდადრო ვითარდება. პირდაპირი მზის შუქი არ მოაკლოთ, თორემ მეჩხერი და ცუდი ფერის ფოთლები ექნება. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა რვა გრადუსია. ხოლო ზაფხულში – 18 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არა – სველი. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით, ზამთარში კი ზედმეტად ნუ მორწყავთ. მცენარე საკიდი კალათით მზიან ადგილას დაკიდეთ. ოთახის პირობებში ცეროპეგია ყვავილობს კიდეც. მისი პატარა, მაგრამ გამოკვეთილი ყვავილები ორ საოცრად გრძელ, ნემსისებურ პარკუჭად იქცევა. მისი გახარება ძალიან იოლია და არც განსაკუთრებული პირობების შექმნას მოითხოვს.

კითხვა: ჩემმა ექევერიამ ფორმა დაკარგა და თითქოს მოიწყინა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: შესაძლოა, სინათლის ნაკლებობამ როზეტები გადახსნას და დეფორმაცია გამოიწვიოს. თუ ფოთლები დაურბილდა და მოუჭკნა, ეს იმის ნიშანია, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. მორწყვისას ქოთანი რამდენიმე წუთით ჩადგით წყალში და შემდეგ დაწრიტეთ – ასე ფოთლები მშრალი დარჩება და აღარ დაულპება. ზოგ სახეობას ფოთლებზე მოცისფრო-მორუხო ცვილისებრი ფენა აქვს, რომელიც ფოთოლზე ხელის გადასმისთანავე მოსცილდება, ამიტომ, ფრთხილად გაწმინდეთ.

скачать dle 11.3