კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ სამსახურის შეცვლა ან ფინანსების გაორმაგება გინდათ, ამისთვის საცხოვრებელი უნდა მოამზადოთ

დიასახლისების უმრავლესობა საცხოვრებელ ბინას კვირაში ერთხელ გენერალურად ალაგებს, ნივთებსა და ავეჯს ადგილს უცვლის ან აახლებს, მერე კი საათობით ზის და ფიქრობს, რატომ არ მისდის საქმე კარგად, რატომ არ უმართლებს, რა მიზეზით ვერ შოულობს სამსახურს და ასე შემდეგ. მოკლედ, ოჯახში საქმიანობენ და არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ სწორედ ამაში უნდა ეძებონ ბედის გასაღები. გირჩევთ, თუ რამის შეცვლა გნებავთ პირად ცხოვრებაში ან არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, თქვენს ბინაში არსებულ ნებისმიერ ნივთს ფრთხილად მოეპყარით და ის ასტროლოგიური წესები გაითვალისწინეთ, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე. 

ალბათ, გსმენიათ, რომ ბინის აურა ადამიანის პირად ცხოვრებასა და კარიერაზე აგებს პასუხს. თუ ცხოვრებაში რაიმე სიახლეს გეგმავთ, ბინაში ნებისმიერ ნიუანსსა თუ წვრილმანს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება, დაიცვათ ასტროლოგიური წესები, სწორად განალაგოთ ნივთები, გადაანაწილოთ ავეჯი და ჭურჭელი, ანუ, ბინის აურა სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და, დასანანია, რომ ბევრი ამას არ ითვალისწინებს და ახლობლებს წუწუნით აბეზრებს თავს.

თუ სამსახურის შეცვლა გინდათ, დაწინაურებაზე ოცნებობთ და გსურთ ფინანსებისა და შემოსავლების გაორმაგება, ამისთვის საცხოვრებელი წინასწარ უნდა მოამზადოთ. უპირველესად, აუცილებლად გაიტანეთ ბინიდან ის მცენარეები, რომლებიც ენერგეტიკულ ვამპირებად მიიჩნევა,  მაგალითად, მცოცავი ლიანები და გვიმრა. ეცადეთ, ოთახის კედლები ღია ფერის ტონალობაში შეღებოთ, განათება კი უფრო გააკაშკაშოთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ კარიერაში წინსვლა გსურთ, ჭაღის ნათურები იატაკს კი არ უნდა უყურებდეს, ჭერისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ მასშტაბური გეგმების განხორციელებაზე ოცნებობთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბინის შესასვლელს – აუცილებლად კარგად გაანათეთ და მუდამ დასუფთავებული და მოწესრიგებული გქონდეთ. ვინც ჯერჯერობით ვერ შეხვდა პიროვნებას, რომელთანაც იდეალურ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას ააწყობდა, თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობდა, აღარ დაიტანჯებოდა მარტოობით, ხანგრძლივად იქნებოდა ასეთ სასიყვარულო გარემოში და ოჯახის შექმნაზეც იფიქრებდა, ასეთ შემთხვევაში, სანამ რამეს შეცვლას გადაწყვეტთ, კარგად მოათვალიერეთ საკუთარი ბინა – ასე უკეთ მოძებნით პრობლემის მოგვარების გასაღებს და ადვილადაც შეძლებთ, კარი გაუღოთ ბედნიერებას. ანუ, ადამიანმა მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლა საკუთარი ბინის მოწყობით უნდა დაიწყოს: პირველ ყოვლისა, გაათავისუფლეთ საცხოვრებელი ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისა და ავეჯისგან; ფანჯრებზე ღია ტონალობის, გამჭვირვალე ფარდები ჩამოაფარეთ; იატაკზე დააგეთ ფარდაგები და ოთახი წითელი ფერის, სასიყვარულო ენერგეტიკის მქონე შუქით გაანათეთ. წითელი ფერი ცეცხლის ენერგიით აგავსებთ და სიყვარულს მოიზიდავს. ასე რომ, თუ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა გსურთ, დაემშვიდობეთ ძველს და ბინა სინათლითა და სიახლით აავსეთ. ანუ, ადგილი, სადაც მეტ დროს ატარებთ, მშვიდი და კომფორტული უნდა იყოს. ასევე, ხშირად დაპატიჟეთ ბინაში მეგობრები შეყვარებულებთან ერთად, რათა მათი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოვიდეს.

გაითვალისწინეთ, რომ სახლში არ უნდა ინახებოდეს გაბზარული, გატეხილი და შელახული ჭურჭელი თუ ავეჯი. 

ოჯახური კონფლიქტის თავიდან არიდება კი სწორად მოწყობილი საცხოვრებლის ენერგეტიკის ხარჯზეა შესაძლებელი. თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან კამათს თავი აარიდოთ, იმ ოთახში, სადაც ხშირად იკრიბებით, ეცადეთ, განათება მკაფიო იყოს. კედლებზე მშვიდი სიუჟეტის მქონე სურათები დაკიდეთ, მაგალითად, ბუნების პეიზაჟები; ლარნაკში მუდამ გქონდეთ სურნელოვანი მინდვრის ყვავილები – ამით ჰარმონია და სიმშვიდე შემოვა თქვენს ბინაში.

სახლში სასიამოვნო აურას თქვენივე განწყობით ქმნით. ამიტომ, ეცადეთ, მუდამ გაღიმებული დახვდეთ სამსახურიდან მოსულ ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს – ეს განწყობაც გადამდებია და მასში მთავარი როლი დიასახლისს აკისრია.

ორგანიზმის აურის გასაძლიერებლად კი თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე უნდა გაატაროთ, რადგან, ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები უარყოფით ენერგიას ისრუტავენ და უდიდესი დადებითი მუხტით გვავსებენ. ამიტომ, მზიან და სასიამოვნო ამინდში ბევრი ისეირნეთ, იარეთ ბალახზე ფეხშიშველმა, გაშალეთ მიწაზე პლედი, წამოწექით და უყურეთ ზეცაში ღრუბლებს, უსმინეთ ბუნებაში არსებულ უცნაურ ხმებს,  მაქსიმალურად შეიგრძენით დადებითი და მშვიდი ემოციები და განიტვირთეთ. ეს ემოცია დიდხანს გაგყვებათ და დაგიცავთ უარყოფითი ზეგავლენისგან.

ზოგადად, ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება განსაზღვრული პოტენციალი, შემდეგ კი ხდება მისი გაძლიერება. რაც უფრო განიერია ბიოველი, მეტ წინააღმდეგობას უწევს უარყოფით ენერგიას და ისიც ძნელად აღწევს სხეულში. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი ენერგია – უარყოფითი ან დადებითი. სხვებთან ურთიერთობისას მათი ენერგიები ერთმანეთს კვეთს და, შესაძლოა, სწორედ ამ გადაკვეთისას, სხვისი უარყოფითი ენერგია მიიღოთ და აურაც დაიბინძუროთ. იმ ოჯახებში, სადაც მშობლები ხშირად ჩხუბობენ, ილანძღებიან და კამათობენ, შვილსაც უზიანდება აურა. ზოგჯერ ადამიანი სხვასთან ურთიერთობის შემდეგ იფიტება, გრძნობს სისუსტეს და ეწყება თავის ტკივილი. ეს სიმპტომები იმის მანიშნებელია, რომ თქვენს აურაში ენერგოვამპირი შემოიჭრა და დააზიანა. ამ დროს უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი – ეს უარყოფითი ენერგიის დაბლოკვის ერთ-ერთი მეთოდი და მექანიზმია. 

არსებობს პერიოდი, როცა შეგიძლიათ აურის გაძლიერება, კერძოდ, როცა მთვარე კლებას იწყებს. ამ დროს აქტიურად უნდა დაძაბოთ გონება და იფიქროთ ბედნიერ მომავალსა და იმაზე, რომ ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი მოგერევათ, ხართ ყველაზე წარმატებული ადამიანი და ვერავინ შეძლებს თქვენთვის ცუდის გაკეთებას. 

скачать dle 11.3