შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1997 წლის 13 თებერვალს, ღამის 3 საათზე. არის კალათბურთელი. ექნება თუ არა ამ სპორტში წარმატება და რომელი პროფესია იქნება მისთვის პერსპექტიული?
პასუხი: მისი კოსმიური მისია სწორედ სპორტია. ამიტომ, ამ სფეროში დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლია, ოღონდ, არ უნდა იზარმაცოს. სპორტში დიდი შანსი აქვს და, რაც დროულად დაუკავშირებს ამ სფეროს უცხოეთს, მით უფრო მალე მიაღწევს წარმატებას. პროფესიებიდან მისთვის კარგია: იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ფოტოგრაფიული ხელოვნება ან ბიზნესი, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, მედიცინის ფართო სპექტრი.
კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1999 წლის 29 ივლისს, დილის 9 საათზე. სად შეიძლება მისი ცხოვრება აეწყოს? თუ ურჩევთ უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელებას და პირადი ცხოვრება ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულს დაუკავშიროს?
პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა, ამიტომ დროებით, გამოცდილების მიღების მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ცუდი ნამდვილად არ არის. სასიყვარულო პარტნიორად კი კარგია ქალწული, მერწყული, სასწორი, მშვილდოსანი ან ტყუპები. არ არის სასურველი ურთიერთობა ვერძთან.