კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაეღუპა სამი შვილი ნაეკლესიარ შენობაში მცხოვრებ მამაკაცს და რა მოჰყვა ერთ-ერთი მცხოვრების მიერ მღვდლის საფლავის ამოთხრას

თბილისში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას საქართველოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II საკვირაო ქადაგების დროს გამოეხმაურა. პატრიარქმა ზოოპარკის დაარსების ისტორიაზეც ისაუბრა. 

„მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში – ღვარცოფის, ნიაღვრისა და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავიანთი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიშნი გახდნენ. თქვენ, ალბათ, არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ, როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანობისა და სამღვდელოების დევნა, ასევე, ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყეს. დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და, იმ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ, ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან დაარსდეს ახალი ზოოპარკი, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვდა, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვარ, რომ ქართველები იმდენად დაეცნენ, რომ საეკლესიო ზარების განადგურების ხარჯზე ზოოპარკი დააარსეს და, აი, ამის შედეგი – დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები“.

პატრიარქის ამ განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი უწმინდესის აზრს იზიარებდა, ნაწილი კი – არა.

რეალურად, მხოლოდ თბილისში ბევრი ადგილი არსებობს, სადაც ადრე ეკლესია იყო და, ჩვეულებრივ, წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. დღეს კი ეს არის ნაეკლესიარი შენობები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენება. უმეტესწილად, მათში მოსახლეობაა შესახლებული, გარდა მოსახლეობისა, ყოფილი ეკლესიის შენობებში დღეს შეგიძლიათ, ასევე, იხილოთ: ბანკი, ტურისტული სააგენტო, გალერეა და კაფე-ბარი. ასეთი ნაეკლესიარი არც ისე ცოტაა და, რამდენიმე მათგანს, შესაძლოა, ჩვენი ქალაქის თითოეული მცხოვრები ყოველდღე ხედავდეს, მაგრამ, არ იცოდეს, რომ იქ, სადაც ახლა გასართობად ან ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად მიდის, წლების წინ საკურთხეველი იდგა და წირვა-ლოცვა აღევლინებოდა.

ერთ-ერთი ასეთი ნაეკლესიარი ავლაბარში მდებარეობს – ეს არის მთავარანგელოზის სახელობის ყოფილი ეკლესიის შენობა. ნაეკლესიართა სიას მიეკუთვნება, ასევე: დიდუბე-ჩუღურეთში არსებული კვირაცხოვლის სახელობის ყოფილი ეკლესია; რუსთაველზე არსებული თეოდორე ჩერნიგოვცის სახელობის ეკლესია; პეროვსკაიას ქუჩაზე – ევსტათი მცხეთელის სახელობის ქართული ეკლესია და კრწანისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

სამწუხაროდ, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ჩვენს ისტორიაში, ძალით თუ ნებით, იყო ეგრეთ წოდებული „უღმერთობის ხანა“, რომლის შედეგებს დღესაც ვიმკით. მაგრამ, უფრო სამწუხაროა ის, რომ დღეს, იმ დროიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, ვერ ხერხდება ამ ტაძრებისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება, რადგან ეს ბევრ პრობლემასა და დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

ამ ტაძრების ძირითადი ნაწილი აგებულია ან განახლებულია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, კომუნისტების პერიოდში კი ისინი გადააკეთეს და სხვადასხვა საჭიროებისამებრ გამოიყენეს.

როგორია, ცხოვრობდე ეკლესიაში? ამის გასაგებად მათ მცხოვრებლებს მივმართეთ და, აღმოჩნდა, რომ ასეთ ადგილებში ცხოვრებას ბევრი უცნაურობები და ტრაგედიებიც ახლავს  თან.

ღვთისმშობლის სახელობის ნაეკლესიარის ერთ-ერთი მცხოვრები:

– ამ ყოფილი ეკლესიის შენობაში ერთ-ერთი პირველი ბაბუაჩემი შემოასახლეს. მაშინ ისეთი დრო იყო, ამას ვერ გააპროტესტებდი. მაშინ ეს ფართი უფასოდ გადაუციათ, მერე ჩვენ შევისყიდეთ და დავიკანონეთ. მე აქ გავიზარდე და, სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის იმდენად ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოა, რომ ვერც კი ვგრძნობ, ეკლესია თუა. ეს თქვენთვისაა საოცარი, ვინც ცოტა ხნის წინ გაიგეთ მისი არსებობის შესახებ.

 აქ ბევრი უცნაური შემთხვევა დაფიქსირებულა. შენობა, ქაშუეთის მსგავსად, ორსართულიანი ყოფილა, თუმცა, დღემდე არ ვიცით, პირველ სართულზე რა არის. კარი დალუქულია, სავარაუდოდ, იქ საეკლესიო ინვენტარია შენახული. დაბლა, ხევში წყაროა, რომელიც, სავარაუდოდ, პირველი სართულიდან გამოდის, რადგან სხვაგან მისი სათავე არავის უნახავს. ეს წყალი, სამი წლის განმავლობაში, ყოველ აღდგომას წითლდებოდა – სამჯერ იყო ასეთი შემთხვევა. ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი. მე და ჩემმა მეუღლემ სინჯიც ავიღეთ. რადგან ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, აქაური მცხოვრებლები 28 აგვისტოს აღვნიშნავთ ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ დღესასწაულზე მე და კიდევ ორი მეგობარი დაბლა ჩავედით, წყაროზე. სამივე სხვადასხვა ადგილიდან ჩავედით. რომ ამოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ სამივეს ერთსა და იმავე ადგილას გვქონდა ჭრილობა, თუმცა, ერთი ადგილიდან არ ჩავსულვართ, რომ ერთ რამეს დავეზიანებინეთ და, საერთოდაც, არც კი გვიგრძნია, თუ რამე დაგვიზიანდა. ეს უკვე ამოსულებმა შევნიშნეთ. კიდევ ერთი საოცარი ამბავი მოხდა: აქ მღვდლების საფლავები ყოფილა, ახლა საფლავის ქვები ქვემოთაა ჩატანილი. ერთ-ერთი მოსახლე რაღაცას თხრიდა და მამაოს საფლავს წააწყდა. საფლავში ძვირფასი ჯვარი ყოფილა, რომელიც მან მიითვისა. ამ ადამიანმა იმ წელს სამი ვაჟიშვილი ჩადო მიწაში.

მსგავს ისტორიებს მოისმენთ კვირაცხოვლის სახელობის ნაეკლესიარის მცხოვრებლებისგანაც: ოჯახის უფროსი წევრებისგან და ასაკოვანი მეზობლებისგან ვიცოდი, რომ აქ ადრე ეკლესია ყოფილა – შენობას თუ შეხედავთ, ამას ადვილად მიხვდებით. მე კი მაშინ დავრწმუნდი ამაში, რომ სახლში რემონტის კეთებისას კედელი გადავფხიკე და გამოსახულებები დავინახე. ხელი აღარ მიხლია. სახლის ტერიტორიაზე, იატაკის ქვეშ, მღვდლების სამარხებია. ერთ-ერთმა მეზობელმა საფლავი ამოიღო და სათავსო გაიკეთა. არ გასულა ერთი თვე და ის კაცი გარდაიცვალა. იქ ნაპოვნი ჯვარი მეზობლის ბიჭს აუღია და ცოტა ხნის შემდეგ ისიც გარდაიცვალა.

 

скачать dle 11.3