კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენას ახდენს თავის ტვინზე სუნი და აისახება თუ არა ჩვენი ვარცხნილობა ჩვენსავე ბედზე

ასაკოვანი ადამიანებისგან მსმენია, თითქოს, საკუთარი ხელით შეჭრილ თმას უბედურება მოაქვს – სიცოცხლის შემოკლებას უწყობს ხელს და საგრძნობლად  ამცირებს სასიცოცხლო პოტენციალს. სწორად შერჩეული სუნამოს სურნელი კი, ადამიანს გაცილებით მიმზიდველსა და სასურველს ხდის. ასეა თუ ისე, ფაქტია, უფროსმა თაობამ ჩვენზე გაცილებით მეტი იცის და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბევრს მოვიგებთ ცხოვრებაში. ქალბატონი ლალი, მიუხედავად თავისი ასაკისა, საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება და ამბობს, რომ ეს სწორედ აღნიშნული რჩევების გათვალისწინების ბრალია. ფაქტია, ბევრი ისეთი კითხვა ჩნდება, რაზეც ხშირად პასუხს ვერ ვიღებთ, უფრო სწორად, პასუხი ისეთმა ადამიანმა უნდა გაგვცეს, რომელიც მსგავს საკითხებში კომპეტენტურია. ამიტომ, ქალბატონი ლალის ცოდნა-გამოცდილება, ვფიქრობ, ბევრს დაეხმარება. 

 

– ქალბატონო ლალი, ასაკში შესული ადამიანებისგან ბევრი ისეთი რამ მსმენია, რასაც ითვალისწინებდნენ და მიაჩნდათ, რომ, ეს მათი ყოველდღიური წესი იყო. დღეს, მსგავს რამეებს ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, რომელ დღეს ჯობია თმის ან ფრჩხილის მოჭრა. ანდა, ის, რომ ესა თუ ის ვარცხნილობა ადამიანის ზრახვებს გამოხატავს. თქვენ, ამ თემებთან დაკავშირებით, დიდი გამოცდილება გაქვთ და იქნებ, ჩვენს მკითხველსაც გაანდოთ?

– მიხარია, რომ საშუალება მომეცა თქვენი ჟურნალის საშუალებით გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რასაც წლებია, ვაგროვებ, ვიკვლევ და ვფიქრობ, მასში უდიდესი სიბრძნეა ჩადებული. ახალგაზრდა გოგონები არასდროს აკვირდებიან რა დღეა და რა რიცხვი. გარბიან სალონებში და ისე იჭრიან და ივარცხნიან თმას, როგორც მათ სურთ. რასაკვირველია, ფორმაში ყოფნა აუცილებელია, მით უმეტეს მანდილოსნისთვის, მაგრამ ამაშიც დაკვირვება გმართებთ. ის რომ, საკუთარი ხელით მოჭრილ თმას უბედურება მოაქვს, ეს სიმართლეა, მაგრამ გააჩნია რომელი დღეა, მთვარე რა ფაზაშია და ასე შემდეგ. თუ არასასურველი დღეა, შესაძლოა თმის საკუთარი ხელით შეჭრას, ადამიანის უბედობა მოჰყვეს და მომავალში უამრავი პრობლემა შეექმნას. ზოგადად კი, თმის საკუთარი ხელით შეჭრა, სიცოცხლეს ამოკლებს და საგრძნობლად ამცირებს სასიცოცხლო პოტენციალს. თუ ეს, იმ დღეს ემთხვევა, როცა დაიბადეთ, გაცილებით საშიშია.  ასევე, არ ვარგა ფრჩხილის მოჭრა იმ დღეს, როცა ამ ქვეყანას მოევლინეთ. ასეთი საქციელით, ბედნიერებას შეებრძოლებით და ხელს შეუშლით საკუთარ კეთილდღეობას. რაც შეეხება კონკრეტულ თმის ვარცხნილობას, დიახ, ისიც აგებს პასუხს ადამიანის წარმატება-წარუმატებლობაზე. დღეს მოდაშია უკან გადაწეული და შეკრული თმა და მას ბევრი გოგონა ატარებს.  გეტყვით, რომ უკან გადაწეული და შეკრული თმა აძლიერებს ენერგეტიკულ კავშირს გარესამყაროსთან, მარცხნივ და უკან გადავარცხნილი ლოგიკურ აზროვნებაში გვეხმარება,  გაშლილი თმა კი უდარდელობის ნიშანია და საპირისპირო სქესის მეტ დაინტერესებას იწვევს. ხვეული და გაშლილი თმა ადამიანს წარმატებას ჰპირდება პროფესიულ საქმიანობაში.

– გამოდის რომ, თმა და ზოგადად, ვარცხნილობა ადამიანის ენერგეტიკაზე აგებს პასუხს?

– დიახ, სწორედ ასეა. თმა ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ცხოვრების სწორად დაგეგმვაში გვეხმარება. უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ, თმა კოსმოსის სამყაროდან იღებს ინფორმაციას. ეს კი ჩვენს ენერგეტიკაზე ახდენს უდიდეს ზეგავლენას. ამიტომ, იმიჯის უეცარი შეცვლა, თქვენთვის კვირის არასასურველ დღეს, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

– რაც შეეხება სუნამოს, ანუ, ადამიანის მიერ შერჩეული არომატი, მის ბედ-იღბალზე მართლაც მოქმედებს? ბევრისგან გამიგია, ესა თუ ის სურნელი კონკნკრეტულ ადამიანს მაგონებსო.

– სწორად შერჩეული სურნელი ამძაფრებს სიყვარულის გრძნობას და ქმნის შესაფერის განწყობას ანუ რომანტიკულ-ეროტიკულსა და ვნებიანს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, სუნი ამძაფრებს, აღიზიანებს, აღაგზნებს და აძლიერებს ადამიანის გრძნობებს. დიახ, სუნს აქვს უნიკალური თვისება, გამოიწვიოს სხვადასხვა ასოციაცია და გააღვიძოს მოგონებები. დღეს სუნამოების დიდი არჩევანია და, უმეტესობა იმის გამოც ყიდულობს და ისხამს, რომ, უბრალოდ, მოდაშია, სიახლეა ან ნაჩუქარია. ეს არასწორი მიდგომაა და, ამით, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეიქმნათ.  როგორც გითხარით, სწორად შერჩეული სურნელი, ამძაფრებს სიყვარულს, ეროტიკულ და ვნებიან გარემოს ქმნის ირგვლივ, აღაგზნებს და აძლიერებს გრძნობებს.

– როგორ გამოვიყენოთ კონკრეტული სუნამოს მომაჯადოებელი არომატი, რომ სასურველ ადამიანში რომანტიკული გრძნობები გამოვიწვიოთ და გავაღვივოთ?

– თუ გრძნობთ, რომ შეყვარებულის ლტოლვა თქვენდამი ისეთი აღარ არის, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო და დროთა განმავლობაში შენელდა, სასწრაფოდ იზრუნეთ სუნამოს შეცვლაზე. გაიხსენეთ და გამოიყენეთ ის სურნელი, რომელსაც მასთან პაემანზე, პირველი შეხვედრების დროს იყენებდით. სუნი სერიოზულ გავლენას ახდენს თავის ტვინზე, კერძოდ, ააქტიურებს რეფლექსებს და პარტნიორები მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. ასევე, თუ ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა, მისი გაგიჟება და გადარევა გსურთ, მასთან ინტიმურ შეხვედრაზე მიდით სუნამოს გარეშე, ბუნებრივი სურნელით. ოთახში კი დაანთეთ ჟასმინის სურნელოვანი ჩხირები. მერწმუნეთ, ეს მე კი არ მოვიგონე, კვლევების საფუძველი მაძლევს ამის თქმის უფლებას. სხვათა შორის, ადრე, ქორწილის პირველ ღამეს, ნეფე-პატარძლის საძინებელ ოთახში აუცილებლად აწყობდნენ ჟასმინის ყვავილებს და, ითვლებოდა, რომ ეს წყვილს სრულფასოვან, ვნებიან ურთიერთობას ჰპირდებოდა მომავალშიც. ეს ტრადიცია, აღმოსავლეთის ქვეყნებში დღესაც შემორჩენილია. ზოგადად, არსებობს ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს უხილავ ენერგეტიკულ სამყაროსთან აახლოებს და აკავშირებს. ამ ყველაფერს კი რეალურ, ფიზიკურ ცხოვრებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. 

скачать dle 11.3