ანეკდოტები
მამუკა ლორიას ანეკდოტები
იაპონიაში გამოიგონეს რობოტი, რომელიც ქურდებს იჭერს.
რობოტმა ამერიკაში ხუთ წუთში დაიჭირა ასი ქურდი.
იტალიაში ხუთ წუთში დაიჭირა ას ორმოცდაათი ქურდი.
ქუთაისში ხუთ წუთში მოიპარეს რობოტი და ჯართში ჩააბარეს.
***
სამი სვანი დამალობანას თამაშობს და... სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
***
უფროსი ეკითხება შეუხედავ მდივანს:
– კვირას საღამოს რას აკეთებ?
– არაფერს, – გაინაზა მდივანი გოგონა.
– მაშინ, ადრე დაიძინე, რომ ორშაბათს აღარ დააგვიანო!
***
– ბელადო სტალინ, მკითხავი მოვიდა.
– დახვრიტეთ!!!
– კი მაგრამ, რატომ?
– რომ სცოდნოდა, არ მოვიდოდა!
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ყველაფერი კარგადაა. აი, ოპერაციამდე კი ძალიან ცუდად იქცეოდით – ყვიროდით, იგინებოდით, ილანძღებოდით, გაქცევას ცდილობდით. თქვენი მეგობარი კი უფრო უარესად იქცეოდა..
– აბა რა იქნებოდა, ექიმო? ჩვენ აქ მინების გასაწმენდად გამოგვგზავნეს.
***
პატარა მQიტოს მასწავლებელი ეკითხება:
– რა გამოვა, ზღარბი და გველი რომ შევაჯვაროთ?
– ერთი მეტრი მავთულხლართი, მასწ!
***
სვანმა მებაჟე სცემა – ჩანთაში რას მიძვრებიო.
***
ცოლ-ქმარი საუბრობს:
– სოფო, რომ გიღალატო და გაიგო, რას იზამ?
– საფლავის ქვაზე დავაწერ: „მას ნათელი მომავალი ჰქონდა, მაგრამ ნათელში ყოფნა არჩია!“
***
ღამის სამ საათხე კარზე კაკუნია. მიხო გასძახებს:
– რომელი ხარ, ჯო?
– ჟან კლოდ ვან დამი!
– აი, ეხლა გამოვალ და ოთხივეს დედას გიტირებთ! გამეცალეთ დროზე მაქედან!
***
ბუღალტერი თავის ოთხი წლის შვილს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს ეტლად გადაიქცევა, მამას ჰკითხა:
– მამა, როცა გოგრა ოქროს ეტლად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული, როგორც შემოსავალი თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?
***
ასაკში შესულ, სკლეროზიან ბაბუას შვილიშვილი ეკითხება:
– ბაბუ, სკლეროზი რომ გაქვს, ცუდია?
– არა, ბაბუ, პირიქით. საინტერესო დაავადებაა სკლეროზი: არაფერი არ გტკივა, ყოველდღე სიახლეებია, დილით კი უცნობ ცოლთან იღვიძებ!
***
სვანი ქუთაისიდან თბილისში ავტობუსით მოდის. გზაში ჩათვლიმა. ხაშურს რომ გამოსცდნენ, გამოეღვიძა და მძღოლს გასძახა:
– შოფერ! გააჩერე, ქუდი გადამივარდა!
– შენ, ძმაო, ქუთაისიდან გძინავს და, სად ვეძებო ახლა მე შენი ქუდი, რა ვიცი, სად გადაგივარდა?
სვანმა თავზე ხელი დაიდო და მძღოლს ისევ გასძახა:
– გააჩერე, კაცო! ახლოს იქნება გადავარდნილი, თავი ისევ თბილი მაქვს!
***
„ტიპი ისეთი ჯანსაღი იყო, ცხოვრების წესი მას მისდევდა“.