კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა სიკვდილს 13 ივნისის ტრაგედიის დროს ნიკა გრიგოლია და როგორ ცდილობდა ის დაზარალებულების დახმარებას საკუთარი ძალებით

ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა, ყველამ გულთან ახლოს მიიტანა, განიცადა და შეძლებისდაგვარად თავისი მოკრძალებული წვლილიც უანგაროდ შეიტანა დაზარალებულთა დახმარების საქმეში. მათ რიცხვში იყო ნიკა გრიგოლიაც. იგი ჯერაც ვერ გამოდის იმ შოკიდან, რომელიც ამ ამბის გაგებისას განიცადა და ამაყია იმ ერთსულოვნებით, რაც ამ დღეებში თავისი თვალით ნახა.

ნიკა გრიგოლია: 13 ივნისს, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე, საბურთალოს გზაზე ვიყავი და სიკვდილს რამდენიმე ნაბიჯით ავცდი. ალბათ, თორმეტი საათი იქნებოდა, მამულიჩა რომ მივიყვანე სახლში. წყნეთში ვიყავით. წვიმის გამო მანქანების უმრავლესობა გზიდან გადადიოდა და ჩერდებოდა. სახლში მივედი, დავიძინე და მხოლოდ დილით გავიგე ეს საშინელი ამბავი. ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩი. რომ გავაცნობიერე, რა უბედურება მოხდა, ჯერ შევშინდი, მერე გავაანალიზე ყველაფერი და სამსახურში წავედი. თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ, რითაც შეგვეძლო, დავხმარებოდით დაზარალებულებს – გაგვეწმინდა ტერიტოირა და ჩვენი პატარა წვლილი შეგვეტანა ტრაგედიის ადგილის გასუფთავება-მოწესრიგებაში. 

– ესე იგი, რიგითი მოხალისე იყავი?

– არ მიყვარს ამის აფიშირება, ეს ჩემი, როგორც მოქალაქის ვალი იყო და ვალდებული ვიყავი, იქ ვყოფილიყავი. ჩემი თვალით რომ ვნახე ეს ყველაფერი, ძალიან იმოქმედა. ზოოპარკში შვილთან ერთად ხშირად დავდიოდი, მიყვარს ცხოველები და, რომ დავინახე განადგურებული ტერიტორია, ალბათ, მიხვდებით, რაც მომივიდოდა. ასეთი აქტივობა, რაც მოხალისეებმა გამოიჩინეს, ასეთი ერთსულოვნება და გვერდში დგომა მე თბილისში არ მახსოვს. ყოველდღე დავდივარ ზოოპარკის ტერიტორიასთან და ეს მუხტი არ ნელდება. რომ დასცინოდნენ ბიჭებს – საყურე უკეთია, თმა აქვს შეღებილი და ჩაჩაჩული შარვალი აცვიაო, აბა, მიდით და ნახეთ, როგორ აქვთ ამ საყურეებიან და თმაშეღებილ ბიჭებს დაკაპიწებული ხელები და ტალახსა და ჭუჭყში ამოგანგლულები როგორ შრომობენ. როგორ არ დავდგე მათ გვერდით და არ ვიშრომო?! ბიჭები ყვებოდნენ, ავტობუსში ავედით ტალახიანები და მოხუცები გვლოცავდნენ, ადგილს გვითმობდნენ – დაბრძანდით, შვილო, დაღლილები ხართო; კონტროლიორი კი ტალახიან ტანსაცმელს გვიწმენდდაო. ესეც ხომ ამ სოლიდარობაში შეტანილი წვლილია? ყველა თავის სახეს აჩენს. გამგეობაში გახლდით მისული და, იმდენი ადამიანი მოვიდა და მოიტანა დახმარება, თან მტკიოდა და თან, გული სიამაყით მევსებოდა. ვისაც რა შეგვეძლო, ის გავაკეთეთ და ისე დავეხმარეთ დაზარალებულებს. უანგარო სიკეთეზე კარგი ამქვეყნად არაფერია. 

– თუ არ ვცდები, დაკარგულ ცხოველთან დაკავშირებით ერთ-ერთი ზარი 112-ზე შენი ბინის მისამართდანაც შევიდა. ასეა?

– სისულელეა, რომ ვთქვა, თუ ადამიანზე შეგტკივა გული, ცხოველზე არ უნდა შეგტკიოდეს-მეთქი ან პირიქით. გულწრფელად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები ძალიან, სიგიჟემდე მიყვარს და მათი მოკვლის წინააღმდეგი ვარ, ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ცხოველს ვერ აძინებენ, ის საშიში ხდება და სხვა გამოსავალი არ არის, ორი აზრი არ არსებობს – ცხოველი უნდა მოიკლას. ზოგმა ისეთი ტუტუცური კომენტარი დადო სოციალურ ქსელში, მარაზმი იყო, მაგრამ, ენას ძვალი არა აქვს. თუ საფრთხეს უქმნის ცხოველი ადამიანს, მისი დაძინება ვერ ხერხდება და თავს ესხმის, აბა, რა უნდა ქნან, მოეფერონ?! რაც შეეხება გამოძახებას, ერთმა ჩემმა მეზობელმა ქალმა დარეკა 112-ში და შეტყობინება დატოვა, ეზოში აფთარი დავინახეო. მოვიდნენ და დაიწყეს ძებნა. მეც ჩავედი. გოთუას ქუჩაზე ვცხოვრობ და საკმაოდ ბევრი ბუჩქი და ხე დგას აქ. სამაშველო ჯგუფს, როგორც შემეძლო, მეც ვეხმარებოდი აფთრის ძებნაში, მაგრამ,  ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს და გადაურეკეს იმ ჩემს მეზობელ ქალს – დაწყნარდით, ქალბატონო, გადავამოწმეთ და აქ აფრთის კვალი არ არისო. ის გადაირია – როგორ არა, ქალს დაესხა თავს, ვიღაცას მიათრევდაო და მსგავსი სისულეები „მოთხარა”;  ისე გაიგიჟა თავი, სპეცრაზმიც კი მოვიდა. რეალურად, აღმოჩნდა, რომ იმ ქალმა ბუჩქებში კატა შენიშნა. გამოვიყვანე „სპეცნაზელებისგან” და აქოთქოთებული მოსახლეობისგან შეშინებული კატა ბუჩქებიდან და ბევრი ვეფერე. 

скачать dle 11.3