კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის გიგა კვენეტაძის მომავალი შვილის დედა და რატომ იგრძნო მან თავი უსუსურ ადამიანად

ეს წელი რუსეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორ-შემსრულებლის, გიგა კვენეტაძის ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეულად დასამახსოვრებელია – ის აგვისტოში მამა ხდება და, როგორც თავად ამბობს, ამისთვის უკვე მზადაა. მისი საყვარელი ადამიანი და მომავალი შვილის დედა, მარია კარამოვა, ქმრისგან საჩუქრებსაც ხშირად იღებს და გიგა მას ახალ-ახალი სიმღერებითაც ანებივრებს. ჩვენ გიგას მოსკოვში დავუკავშირდით და მის მომავალ გეგმებზე ვესაუბრეთ.

გიგა კვენეტაძე: როგორც ყოველთვის, დაკავებული ვარ, ვწერ ახალ სიმღერებს და სტუდიაში მიწევს დიდხანს ყოფნა. მოსკოვში ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიდის. ამ ქალაქში გამიმართლა – წინ მივიწევ, უფრო მეტად წარმატებული ვხდები და შოუ-ბიზნესის არაერთ ცნობილ ადამიანს ვუწერ სიმღერებს. 

– გიგა, შენს შემოქმედებას რომ თავი დავანებოთ, რუსეთში პირად ცხოვრებაშიც წარმატებებს აღწევ – იპოვე საყვარელი ადამიანი და უახლოეს მომავალში მამაც ხდები.

– დიახ, გამოვიდა, რომ რუსეთში არა მარტო კარიერულ, არამედ, პირად ცხოვრებასაც ვიწყობ და, თან, წარმატებულად (იცინის). აგვისტოში ბიჭის მამა ვხდები და ამისთვის ვემზადები. ჩემთვის ეს პირველი შვილია და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიხარული მელის წინ. ახლა სიხარულით გიჟს ვგავარ და, რომ დაიბადება, ალბათ, სულ გადავირევი (იცინის). ასე რომ, მამის როლსაც სულ მალე მოვირგებ. თითქმის ყველაფერი ვუყიდეთ პატარას მე და მარიამ:  ტანსაცმელი, საწოლი, საჭირო ნივთები... კი მეუბნებიან, წინასწარ ყიდვა არ ვარგაო, მაგრამ, აქ ყველა ასე აკეთებს.

– ესე იგი, თოფის სროლა მოგიწევს?

– იმერელი ვარ და, იქ რომ ვიყო, თოფს დიდი სიამოვნებით ვისროდი, მაგრამ, აქ რომ გავისროლო, დამიჭერენ – არ მინდა, ბავშვი მამის გარეშე დავტოვო და გისოსებში ამოვყო თავი (იცინის). დიდი-დიდი, აივანზე გამოვიდე და გადავეკიდო (იცინის). თუმცა, ბავშვის დაბადება და… ეგრევე, მეგობრებთან ერთად, სახლში ქართული ტრადიციული სუფრის გაშლა, მოლხენა და „მრავალჟამიერი” რომ იქნება, ეს ზუსტად ვიცი, ქართველ კაცს არ შემეშლება.

– როგორც ვიცი, შენ და მარიას ურთიერთობა დაკანონებული არ გაქვთ და ამას თბილისში გეგმავდით. ბავშვის დაბადებამდე მოაწერთ ხელს თუ მის დაბადებას დაელოდებით?

– მართალია, საქართველოში გვინდა მე და მარიას ჯვრისწერა, ხელის მოწერა და ქორწილი, მაგრამ, ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, ბავშვს დაველოდებით და, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დავაკანონებთ ჩვენს ურთიერთობას. მოკლედ, დაველოდებით ბავშვის გაჩენას და მერე დავგეგმავთ პატარასთან ერთად ქორწილს. 

– სად აპირებს მარია მშობიარობას და თუ დაესწრება მამა შვილის დაბადებას?

– მარია მოსკოვში იმშობიარებს, მაგრამ, ცოტა ეშინია. მე კი ვამხნევებ, როგორც შემიძლია და გვერდითაც ვუდგავარ, მაგრამ, აი, მშობიარობას – ნამდვილად ვერ დავესწრები, ისეთი ძლიერიც არ ვარ, ეს მომენტი ავიტანო (იცინის). 

– სახელი უკვე შეურჩიეთ?

– რაღაც-რაღაც ვარიანტები გვაქვს, მაგრამ, რომ დაიბადება და დავინახავთ, მერე უფრო გაგვიადვილდება ბავშვისთვის სახელის შერჩევა. მთავარია, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, ჯანმრთელი იყოს და, სახელის შერჩევას რაღა უნდა! (იცინის) რომ გავიგე, მამა ვხდები, ცხოვრებაში უფრო მეტი სტიმული მომეცა. როცა მარტო ხარ, ცხოვრების რაღაც ნიუანსებზე არ ფიქრობ, მაგრამ, ახლა სხვა ეტაპი დგება ჩემთვის და მომავალზე უფრო ჩამოვყალიბდი, უფრო კონკრეტული გავხდი. იმის თქმა მინდა, მას შემდეგ, რაც გავიგე,  რომ მამა ვხდები, მომავალს სხვა თვალით ვუყურებ. იმასაც ვფიქრობ, სიმღერა მივუძღვნა ჩემს პატარას და ამას აუცილებლად გავაკეთებ; ისეთი სევდიანი და „მტირალა” კი არა, საქართველოში რომ მიცნობდნენ (იცინის), უფრო მხიარული, იმედითა და სიყვარულით სავსე და ხალისიანი. მარიამ ჩემს ცხოვრებაში დიდი სიყვარული, სითბო, პოზიტივი და გაზაფხულის სურნელი შემოიტანა და, მინდა, სულ იყოს ჩემ გვერდით. ეს ის ადამიანია, ვისთანაც თავს მშვიდად ვგრძნობ და ყოველი დილის გათენება მიხარია. სულ ვანებივრებ მარის საჩუქრებით, თითქმის ყოველდღიურად, მაგრამ, როცა გავიგე, რომ მამა ვხდებოდი, გავვარდი და ვარდების დიდი თაიგული მივართვი. ისე, ყველაზე დიდი საჩუქარი მისთვის მე ვარ – თვითონ ამბობს ამას (იცინის). 

– ქეთა თოფურია შენი მეგობარია და ის ახლახან გახდა დედა. მიულოცე?

– რასაკვირველია, დავურეკე და მივულოცე ულამაზესი გოგონას დაბადება. მითხრა, მეც ველოდები შენს შვილს და მალე მოგილოცავო. ეს წელი ქეთასთვის და ჩემთვის შვილების მხრივ ერთნაირად წარმატებულია და, იმედია, ჩვენი შვილები – გოგონა და ბიჭუნა, მომავალში იმეგობრებენ. ასევე, ჩემთვის და ქეთასთვის ეს წელი სასიმღერო კარიერის მხრივაც საკმაოდ წარმატებულია. იმედია, ამ ტემპს არ დავაგდებთ.

– თბილისში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, დარწმუნებული ვარ, შენზეც იმოქმედა. ალბათ, ძალიან რთულია, შენი ქვეყნის ტრაგედიას შორიდან ადევნო თვალი. 

– ქუთაისიდან თბილისში რომ ჩამოვედი საცხოვრებლად, დედაქალაქი ჩემი საყვარელი ადგილი გახდა. მისი ტკივილი მტკივა და სიხარული მიხარია. უზარმაზარი სამეგობრო წრე მყავს და, როგორც კი ტრაგედიის შესახებ გავიგე, ყველას დავურეკე. კადრები რომ ვნახე და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მოვისმინე, დავითრგუნე. ეს ქართველი ერისთვის კიდევ ერთი გამოცდაა, რომელსაც უნდა გავუძლოთ. რთულია შორიდან ამის ყურება. მანდ რომ ვიყო, გვერდში დაგიდგებოდით, მაგრამ, შორიდან უსუსური ვარ. ამიტომ, აქ მცხოვრები ქართველები ვაპირებთ, შევიკრიბოთ, კონცერტი ჩავატაროთ და შემოსული თანხა დაზარალებულთა ფონდში გადმოვრიცხოთ. სამწუხაროდ, გარდაცვლილთა ოჯახებს ეს ვერ აიმედებს, მაგრამ გადარჩენილებს წაადგება, თან, მიხვდებიან და იგრძნობენ, რომ, მიუხედავად სიშორისა, მათ გვერდით ვდგავართ. სიმართლე გითხრათ, მინდა, სიმღერაც მივუძღვნა გარდაცვლითა ხსოვნას, მაგრამ ახლა ამის განწყობა არ მაქვს, მიჭირს ბგერებისა და სიტყვების მობილიზება. ცოტა დრო რომ გავა, აუცილებლად დავუწერ და მივუძღვნი სიმღერას მათ ლამაზ სიცოცხლეს და უკვე, მარადისობაში გადასულ სულებს. მე შემოქმედი ადამიანი ვარ და არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ, მტკივა ასეთი დამოკიდებულება ამ ორ ქვეყანას შორის. ვფიქრობ, რუსეთის დახმარებაზე საქართველოს მთავრობას უარი არ უნდა ეთქვა. დამიჯერეთ, მთელი რუსეთი და აქ მცხოვრები საზოგადოება არ უნდა მოვიაზორთ აგრესორებად. აქ უყვართ ქართველები და სტკივათ ჩვენი ტკივილი. უამრავმა რუსმა გულთან ახლოს მიიტანა და მომისამძიმრა საქართველოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ერთი წამითაც არ მიგრძნია რუსეთში, რომ მე ქართველი ვარ და ამის გამო ვიღაც მჩაგრავს. ვფიქრობ, რამდენიმე პოლიტიკოსის განწყობასა და პოზიციას არ უნდა გადავაყოლოთ ორი ერის უამრავი კეთილად განწყობილი ადამიანი. 

скачать dle 11.3