ბრძნული აზრები
ოთარ ჭილაძე: ხალხი ბოროტებას ეგუება და ებრძვის კიდეც, ორივე შემთხვევაში სწორად იქცევა.
ჰემინგუეი: ლაპარაკის სწავლას ორი წელი უნდა, დუმილის სწავლას – ორმოცდაათი.
სენეკა: ცხოვრებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მხოლოდ სიკეთეა ბედნიერი ცხოვრების საწინდარი.
შექსპირი: რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია.
მაკედონელი: ცხოვრებისთვის მამაჩემის მადლობელი ვარ, კარგად ცხოვრებისთვის – ჩემი მასწავლებლის.
კონფუცი: ძველად სწავლობდნენ, რომ სრულყოფილებისთვის მიეღწიათ, ახლა სწავლობენ იმისთვის, რომ სხვები გააკვირვონ.
ასვადი: ოჯახი მარტო ერთ სულელს აიტანს, ხოლო, თუ სულელი ორია, ჭკვიანს გაცლის მეტი აღარ დარჩენია რა.
ვეისი: ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის, რაც სურს; უფრო ბედნიერია, ვისაც მხოლოდ ის სურს, რაც მისთვის ხელმისაწვდომია.
მიქაელი: უვალო სიღარიბე სიმდიდრეა.
სენეკა: ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის.
ვაიცზეკერი: გიყვარდეს მტერი შენი – ინტელიგენტურ ენაზე ნიშნავს, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მასთან მოლაპარაკებითაა შესაძლებელი.
სპინოზა: ბედნიერება ის არის, რომელიც ადამიანს მხოლოდ თავისთვის სურს, კეთილდღეობა კი – რაც ყველასთან ერთად. ბედნიერება ბრძოლით მოიპოვება, კეთილდღეობა კი – პირიქით, მორჩილებით.
ფრომი: მას, ვისაც ერთი ადამიანი უყვარს, მთელი სამყარო უყვარს.
დოსტოევსკი: თუ გინდათ, კარგად გაიცნოთ ადამიანი და გაუგოთ მის სულს, დაუკვირდით არა იმას – თუ როგორ დუმს, როგორ ლაპარაკობს, როგორ ტირის ან კეთილშობილური იდეებისგან როგორ ღელავს; არამედ დააკვირდით იმას, თუ როგორ იცინის ის. ვინც კარგად და საღად იცინის, ეს ნიშნავს, რომ ის კარგი ადამიანია.
ნეილი: არ არსებობენ პრობლემური ბავშვები, არსებობენ მხოლოდ პრობლემური მშობლები.
ცვაიგი: თუ არ იცი, საით მიდიხარ, სულ ერთია, რომელ გზას დაადგები.
ფრანკლინი: ვინც ყიდულობს იმას, რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის საჭიროს.
მარკესი: ძალაუფლება კი არ რყვნის ადამიანებს, არამედ ძალაუფლების მწვერვალებთან მოხვედრილი ბრიყვები რყვნიან ძალაუფლებას.
ტოლსტოი: ბედნიერება არის სიამოვნება უსინანულოდ.
უაილდი: ყველა ქალი საკუთარ დედას ჰგავს და სწორედ ეს არის მათი ტრაგედია. არცერთი მამაკაცი დედას არ ჰგავს, ესეც ანალოგიური ტრაგედიაა.