რა მოხდა ამ დღეს
22 ივნისი
1910 – გაიხსნა ევროპაში პირველი საჰაერო სამგზავრო ხაზი (დირიჟაბლებით): ფრიდრიხსჰაფენი – დიუსელდორფი.
1940 – მარშალმა პეტეჰმა საფრანგეთის მთავრობის სახელით მოახდინა კაპიტულაცია გერმანიის წინაშე.
1941 – გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.
23 ივნისი
1868 – კრისტოფერ შუოლზმა (ამერიკის შეერთებული შტატები) დააპატენტა საბეჭდი მანქანა.
1961 – ანტარქტიდა გამოცხადდა დემილიტარიზებულ ზონად.
24 ივნისი
1497 – ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯონ კაბოტმა აღმოაჩინა კანადის სანაპირო (ნიუფაუნდლენდი).
1963 – „ბიბისის“ სტუდიაში პირველად წარმოადგინეს სამომხმარებლო ვიდეომაგნიტოფონი.
25 ივნისი
1783 – ფრანგმა ქიმიკოსმა ლავუაზიემ დაადგინა, რომ წყალი შედგება წყალბადისა და ჟანგბადის ატომებისგან.
1991 – დაიშალა იუგოსლავია.
1998 – გამოვიდა ოპერატიული სისტემა Windows 98.
26 ივნისი
1940 – საბჭოთა ჯარებმა მოახდინეს მოლდავეთის ოკუპაცია.
1953 – დააპატიმრეს ლავრენტი ბერია.
1977 – ინდიანაპოლისში გაიმართა ელვის პრესლის ბოლო კონცერტი.
27 ივნისი
1615 – ევროპის კონტინენტზე პირველად მოხვდა ჩაი (ჩინეთიდან).
1954 – ობნინსკში ამუშავდა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური.
28 ივნისი
1644 – მოხეტიალე მსახიობი ჟან პიერ პოკლენი პირველად გამოვიდა სცენაზე ფსევდონიმით – მოლიერი.
1820 – ამ დღეს საბოლოოდ „დაამტკიცეს“, რომ პომიდორი შხამიანი არ არის და საკვებად ვარგისია.
1950 – დაიწყო კორეის ომი.