კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ, მალევე მონანიება?

პასუხი: ცოდვა უფლის მადლს გვაშორებს. ყოველი ცოდვა, რომელიც სინანულით არ არის განწმენდილი, მაშინვე საკუთარი ტვირთის სიმძიმით იწვევს სხვა ცოდვას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანს. ამიტომ ჩადენილი ცოდვა მალევე უნდა მოვინანიოთ, რომ სიმშვიდე ვპოვოთ.

კითხვა: არის თუ არა ცოდვა მომავალი ცოლ-ქმრის ქორწინებამდელი ინტიმური კავშირი?

პასუხი: ქორწინებამდელი ინტიმური კავშირი, რა თქმა უნდა, ცოდვაა. ეს კავშირი იკურთხება ჯვრისწერის საიდუმლოს მესამე ნაწილის ჩატარებისას. – გვირგვინის გახსნის შემდეგ ცოლ-ქმარს ეძლევა სარეცლის გაზიარების უფლება.

კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანმა ნებაყოფლობით იტვირთოს სხვისი ცოდვები?

პასუხი: არ შეიძლება ადამიანის ცოდვების ნებაყოფლობით სხვისგან გადაბარება. ეს მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, ეტვირთა სხვისი ცოდვები. ეს გახლდათ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე. ყველა მოკვდავი პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის.

კითხვა: როგორც გავიგე, ჩვენს წინაპარს უმძიმესი ცოდვა აქვს ჩადენილი (არ მინდა, დავაკონკრეტო). ჩვენი ცხოვრებაც წარუმატებლად მიდის და ალბათ, ამის ბრალია. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: თქვენ უნდა შეუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას. იაროთ ტაძარში, თქვათ აღსარება, ეზიაროთ, აკეთოთ ბევრი კეთილი საქმე და ილოცოთ თქვენი წინაპრის სულისთვის.

скачать dle 11.3