კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

უმადური მეფე

სპარსეთის ეპისკოპოსმა, წმიდა სიმეონმა (ეწამა 335 წელს) უარი თქვა მტანჯველთა ყველა მაცდუნებელ წინადადებაზე და მზად იყო, ქრისტესთვის მომკვდარიყო. მაშინ იგი სამეფო პალატებში მიიყვანეს. საჭურისი უსთაგანი, პირველი დიდებული და მეფის სიჭაბუკეში აღმზრდელი, სიმეონის დანახვაზე ადგა და თაყვანი სცა მას. მაგრამ ღირსმა მამამ არც კი შეხედა მას, როგორც ოდესღაც ქრისტიანობის მიმღებელს და შემდგომ მის უარმყოფელს და უსიტყვოდ გაემართა მისთვის მომზადებული საწამებლისკენ.

უსთაგანი ათრთოლდა... მას გაახსენდა ღვთაებრივი იმედები, რომელიც ოდესღაც ქრისტე მაცხოვრის წინაშე დამსახურებისათვის გააჩნდა; ქრისტიანული რწმენის ნაპერწკალი გაცოცხლდა მის სულში და გულშემუსვრილმა დაიწყო ქვითინი. მან განიძარცვა ძვირფასი სამოსელი, უბრალო სამოსი ჩაიცვა, მეფის სასახლის კარიბჭესთან დაჯდა, ქვაზე თავს ურტყამდა და მოთქვამდა: „ვაი მე, შეჩვენებულს! როგორ წარვდგები ჩემი ღმერთის წინაშე, რომელიც უარვყავი? რა პასუხს გავცემ საშინელ სამსჯავროზე?..“

მეფე საბორმა მეყსეულად შეიტყო თავისი საყვარელი მსახურისა და მოკეთის ესოდენ სწრაფი ცვლილების შესახებ. მან იგი თავისთან მიიხმო და ყველა საშუალება გამოიყენა, რათა იგი დაღუპვის გზაზე დაებრუნებინა – ჰპირდებოდა უამრავ საჩუქარს, აყვედრიდა, იბრალებდა, ემუქრებოდა; ყველა ქრისტიანულ საქციელს გრძნეულებას ეძახდა... წყევლიდა ქრისტე მაცხოვრის რწმენას და შემდეგ კვლავ ევედრებოდა უსთაგანს, როგორც საკუთარ მამას, რათა იგი, ცნობილი და ბრძენი მოხუცებული, კვლავ დაბრუნებოდა კერპთა თაყვანისცემას; მაგრამ უსთაგანი ამ ყოველივეს ერთი და იმავე სიტყვებით პასუხობდა: „საკმარისია ჩემ მიერ აქამდე ჩადენილი უგუნურებაც, ახლა ზეცასა და მიწას მოვიხმობ მოწმედ, შემოქმედის მეტს ღმერთად არავის ვაღიარებ“.

მეფესა და უსთაგანს შორის ბრძოლის შემდეგ უმადურმა საბორმა გადაწყვიტა, სიკვდილით დაესაჯა თავისი კეთილისმყოფელი და მეორე მამა – მან ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის.

დასასჯელად მიმავალი ღირსი მამა მეფეს სთხოვდა, სახალხოდ განეცხადებინა, რომ უსთაგანი რაიმე სამოქალაქო დანაშაულისათვის კი არ კვდებოდა, არამედ ქრისტიანული რწმენისთვის. მან ადვილად მიიღო ამაზე თანხმობა, რამეთუ საბორი თავისი მეგობრისა და კეთილისმყოფელის დასჯით სხვა ქრისტიანთა დაშინებას ფიქრობდა. უსთაგანს კი იმედი ჰქონდა, რომ ქრისტიანები მისი ვნების შესახებ მოისმენდნენ და უფრო მეტად განმტკიცდებოდნენ ქრისტეს რწმენაში სიკვდილის ყველა საშიშროების წინაშე. ამ ფიქრებით იგი მშვიდად აღესრულა.

აი, წარმართული სათნოების მაგალითი! ამ ტირანს, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა საკუთარი აღმზრდელი, მეორე მამა და ამით გაანადგურა ყველაფერი წმიდა, განა ძალუძდა, გულში რაიმე კეთილშობილი გრძნობები ჰქონოდა?! ქრისტიანის სული ასეთი როდია: იგი უბედურებაში სხვა რწმენის აღმსარებელსაც თანაუგრძნობს.

скачать dle 11.3