რა განსაკუთრებული მომსახურებები აქვს „დავით დავარაშვილის კლინიკას“ ფეხმძიმე ქალბატონებისთვის, როგორ იცავენ აქ ნაყოფის ჯანმრთელობას მის დაბადებამდე და რით გამოირჩევა ის სხვა სამშობიაროებისგან
„დავით დავარაშვილის კლინიკა“ – დაივიწყე შიში და ბოლომდე დატკბი დედობის ბედნიერებით
დედობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქალისთვის, მაგრამ ცნობილია, რომ მშობიარობის პროცესი გარკვეულ რისკებს შეიცავს. ბრძოლა ორი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მარტივი არაა. ამიტომ, ყველა ორსული ცდილობს, იპოვოს საუკეთესო ექიმი და კლინიკა, რათა საკუთარი და შვილის ბედი მათ ანდოს. ზუსტად ეს იყო ცოტა ხნის წინ, ჩემი საზრუნავი. დედობის მოახლოებით გამოწვეულ ბედნიერებასთან ერთად, იმატა შიშმაც. ამიტომ ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა ორსულისთვის, მნიშვნელოვანი იყო, შემერჩია სამშობიარო, რომელშიც ჩემი და ჩემი პატარას სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იქნებოდა. არჩევანი დავით დავარაშვილსა და მის ახლად გახსნილ კლინიკაზე შევაჩერე და თამამად შემიძლია ვთქვა, ეს არის ექიმი „ოქროს ხელებით“. უმაღლესი დონის პროფესიონალ ექიმებს, სუპერთანამედროვე აპარატურას, კვალიფიციურ და ყურადღებიან მომსახურე პერსონალს დამატებული ოჯახური, თბილი გარემო, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, შიში წარსულს ჩააბარო და დედობით განცდილი ბედნიერებით სრულად დატკბე. ამისთვის მათ უდიდეს მადლობას ვუხდი.
მანანა შალუტაშვილი: („დავით დავარაშვილის კლინიკის“ დირექტორი, ექიმი, ნეონატოლოგ-პედიატრი): კლინიკა პირველ მაისს გაიხსნა და ახალგახსნილის პირობაზე, ნამდვილად ბევრი პაციენტი გვყავს. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი, დაწყებული უმცროსი მედპერსონალიდან, დამთავრებული კლინიკის წამყვანი სპეციალისტებით, მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული.
– ამ კლინიკით სარგებლობა მხოლოდ ორსულს შეუძლია, თუ სხვა მომსახურებასაც გვთავაზობთ?
– ეს არის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, რომელიც მოიცავს მთელ გინეკოლოგიურ სერვისს. ჩვენ გვაქვს, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული განყოფილება. გინეკოლოგიური განყოფილების ამბულატორიულ სერვისში გვაქვს ყველაფერი, რასაც გინეკოლოგია მოიცავს. ეს არის ექოსკოპიური კვლევა, კოლპოსკოპია, ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველანაირი ანალიზი. რაც შეეხება სტაციონარს, ის მოიცავს ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციას. გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ამას ახორციელებენ როგორც ლაპარატომიული (მუცელკვეთის გზით), ასევე ლაპარასკოპიული გზით. კეთდება ჰისტეროსკოპია და ყველა ის მანიპულაცია, რომელიც ქალს ეხება გინეკოლოგიურ ჭრილში. ჩვენს კლინიკაში დაცულია ყველა პირობა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. გვაქვს მაღალი ხარისხის აპარატურა. თვითონ სამშობიაროში ყველა პირობაა იმისთვის, ქალმაც და ბავშვმაც თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. გვაქვს ოთხჯერადი კვება, რომელიც პაციენტებს ძალიან მოსწონთ. ჩვენთან არის სამი სახის პალატა: ლუქსი, ნახევრად ლუქსი ორსაწოლიანი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური პალატა. თითოეული აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და მოწყობილია ძალიან კომფორტულად. გაწერის მომენტში, მშობლებსაც და ახალშობილებსაც ჩვენგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობიარო დაცულია ნებისმიერი ავარიული თუ სტიქიური შემთხვევითობის შედეგად გამოწვეული ტექნიკური ხარვეზებისგან. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენთან არასდროს გაითიშება შუქი, წყალი, გათბობა-კონდიცირება, რადგან მხოლოდ ერთ წყაროზე არ ვართ დამოკიდებული. გვაქვს ჩვენი, ალტერნატიული წყაროები. ერთი სიტყვით, ქალბატონი, რომელიც სამშობიაროდ ემზადება, საჭიროებს საკეისრო კვეთას ან გინეკოლოგიურ მომსახურებას, შეუძლია, მობრძანდეს ჩვენთან. მას აქ დახვდება ყველაფერი, რაც მისთვის და მისი შვილისთვისაა საჭირო როგორც სამედიცინო, ისე კომფორტის თვალსაზრისით. გაწერიდან ორ კვირაში, ყველა დედას და ახალშობილს აქვს საშუალება, მოვიდეს ჩვენთან და გაიაროს უფასო კონსულტაცია.
– გართულების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, როგორც შვილს, ისე დედას ადგილზევე აღმოუჩინოთ დახმარება?
– რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ჩვენთან დაბადებულ ყველა ახალშობილს უტარდება ნეიროსონოსკოპია. ეს ძალიან ფასეული კვლევაა, რომელიც მხოლოდ ახალშობილთან კეთდება. წესით, ყველა სამშობიაროში უნდა კეთდებოდეს, რადგან აუცილებელია, ბავშვის განვითარების პერიოდში ექიმმა იცოდეს: რა ხდებოდა მაშინ, როცა ის დაიბადა; როგორ იყო მისი ტვინის სტრუქტურა განვითარებული; იყო თუ არა პრობლემა თუნდაც მშობიარობის ან საკეისრო კვეთის შემდეგ. ჩვენთან ამის ანალიზი პირველივე დღეებში ხდება. თუ საჭირო გახდა, ტარდება შემდგომი კვლევა და შესაბამისი კონსულტაცია. თუ არადა, ვიცით, რომ ჩვენი ახალშობილი ჯანმრთელია. ბავშვის მოვლის ხარისხიც მაქსიმალურად მაღალია.
– როგორც პედიატრს, მინდა გკითხოთ, რომელი პათოლოგიებით იბადებიან უფრო ხშირად ბავშვები?
– ახლა იმდენად მოწესრიგებულია ანტენატალური მეთვალყურეობა, რომ გენეტიკური დაავადებების, ინფექციური პათოლოგიების გამოვლენა და მართვა, მშობიარობამდე ხდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაინც ჰემოლიზური დაავადებები და რეზუსკონფლიქტის შედეგად მიღებული პათოლოგიური პროცესებია ახალშობილებში.
დავით დავარაშვილი (მედიცინის დოქტორი, საქართველოს მეანობა-გინეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდიუმის საბჭოს წევრი, მეან-გინეკოლოგი):
– ბატონო დავით, ხშირია დღეს საკეისრო კვეთების აუცილებლობა?
– საკეისრო კვეთების მსურველთა რაოდენობამ საქართველოშიც და მსოფლიოშიც იმატა. თუმცა, ბევრმა გაიაზრა, რომ მისი უმიზეზოდ გაკეთება არც გამართლებულია და არც სწორი, რადგან ამას თავისი უკუჩვენებები და გართულებები მოჰყვება. ოპერაციულ გართულებებს მიეკუთვნება სისხლდენების ალბათობა, ინფექციური, სეპტიკური, თრომბოემბოლიური გართულებები. ოპერაციის შემდგომი გართულებებია ნაწლავთა გაუვალობა, მოსალოდნელია შემდგომი ორსულობისა და მშობიარობის დროს დამატებითი გართულებები. ამჟამად საქართველოში საკეისროს მაჩვენებელი 35-40 პროცენტს აღწევს. მაგალითად, ბრაზილიასა და მექსიკაში 70 პროცენტამდე ადის, რაც დაუშვებელია. წესით, მისი რაოდენობა 18-20 პროცენტის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. საკეისრო კვეთის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ჩვენება. ჩვენების გარდა, ზოგ შემთხვევაში, საკეისრო კვეთა ტარდება ორსულის მოთხოვნითაც.
– თქვენი აზრით, რამ განაპირობა საკეისრო კვეთის ასეთი მოდურობა?
– ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქალბატონებს არ უნდათ „თავის შეწუხება“, ეშინიათ და იოლ გზას არჩევენ. თან, ამ პროცესისთვის ფსიქოლოგიურადაც არ არიან მზად. გარდა ამისა, ითვალისწინებენ გარშემო მყოფთა არაკვალიფიციურ აზრებს: რატომ უნდა გარისკო, რატომ უნდა იწვალო და ასე იღებენ გადაწყვეტილებას. მეორე მომენტია, როცა თვითონ ექიმები ურჩევენ სხვადასხვა მიზეზის გამო. საკეისრო კვეთის რაოდენობის შესამცირებლად, აუცილებელია, ქალბატონი მთელი ორსულობის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ემზადებოდეს ბუნებრივი მშობიარობისთვის. ამაში კი დიდი წვლილი უნდა შეიტანოს ოჯახმა, მკურნალმა ექიმმა, მთელმა საზოგადოებამ და ორსულთა სკოლამ, რომელიც ბევრ სამშობიაროშია და მათ შორის, ჩვენთანაც.
– თქვით: ბევრი ამბობს, რატომ უნდა გარისკო, საკეისრო გაიკეთეო. ანუ, მშობიარობა რისკია?
– ფიზიოლოგიური მშობიარობა გარკვეული რისკია, თუმცა საკეისრო კიდევ უფრო დიდი რისკია. იმიტომ, რომ რისკია ოპერაციული ჩარევა და პოსტოპერაციული პერიოდიც. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობით დაბადებული ბავშვები ბევრად გამძლეები არიან, ვიდრე საკეისროთი გაჩენილები. ბოლო პერიოდში ბევრი ქალი მოდის და თუ პირველი საკეისრო კვეთით ჰყავს გაჩენილი, მეორეზე ბუნებრივ მშობიარობას ითხოვს. ხვდებიან, რომ ეს უკეთესია. თუმცა, სამწუხაროდ, ამის შანსი ხშირად ნაკლებია.
– როგორც ვიცი, მხოლოდ თქვენთან ტარდება პროცედურა, რომელიც რეზუსუარყოფითი სისხლის მქონე ქალბატონებს ნაყოფის შენარჩუნებაში ეხმარება...
– სტატისტიკურად, მოსახლეობის დაახლოებით 15-17 პროცენტს რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს. კონფლიქტი იწყება დედის სენსიბილიზაციის დროს, ანუ მაშინ, როდესაც რეზუსუარყოფითიანი ქალის ორგანიზმში რეზუსდადებითი სისხლი ხვდება. ეს მის სენსიბილიზებას იწვევს და საფრთხეს უქმნის მომდევნო ორსულობისას ნაყოფს. რეზუსდადებითი ნაყოფის მიმართ დედის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები იოლად აღწევს ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და იწვევს მისი ერითროციტების დაშლას – ჰემოლიზს. შედეგად ვითარდება ანემია, ჰიპოქსია, ასსიტი და მძიმე შემთხვევაში – სიკვდილიც. მთელ მსოფლიოში მიღებულია რეზუსკონფლიქტის პროფილაქტიკა ანტირეზუს D-იმუნოგლობულინით, ორსულობის 28-ე კვირაზე და მშობიარობიდან პირველ 72 საათში. მძიმე კონფლიქტის განვითარების შემთხვევაში, ნაყოფის ანემიის დროს, მკურნალიბის ერთადერთი გზა არის ჭიპლარის ვენაში სისხლის გადასხმა ორსულობის დროს. როგორც ვიცი, ამას კავკასიაში ჩვენ გარდა, არავინ აკეთებს. არადა, ეს არის ნაყოფის გადარჩენის ერთადერთი გზა. თუ ასეთი ჩარევა დროულად არ მოხდა, ნაყოფი იღუპება. ამ ჩარევის შემდეგ კი, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იბადება. ამიტომ ორსულს აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია. ნაყოფის გადარჩენის შანსი მძიმე კონფლიქტის დროს 75-90 პროცენტს აღწევს.
ალეკო მარგველაშვილი (ანესთეზიოლოგი):
– ბატონო ალეკო, როგორ ხდება სპინალური გაუტკივარება?
– სპინალური გაუტკივარება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და გავრცელებული მეთოდია საკეისრო კვეთის დროს, რადგან არ ხდება ბავშვის დატვირთვა სანარკოზე მედიკამენტით. მისი გაკეთების შემთხვევაში, გართულებათა რაოდენობა ოთხჯერ ნაკლებია, ზოგად ანესთეზიასთან შედარებით და უკუჩვენებები მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დედა ნათლად აღიქვამს ბავშვის დაბადების პირველი წუთებით გამოწვეულ სიხარულს. შეხედულება, რომ სპინალურმა გაუტკივარებამ შესაძლოა, წელსქვემოთ მოწყვეტა გამოიწვიოს, თეორიულად არ დასტურდება. საქართველოში მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, მსოფლიო მასშტაბით ამის სამიოდე შემთხვევაა, რომელიც უფრო ტექნიკურად არასწორად შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია და არა უშუალოდ სპინალურმა გაუტკივარებამ. იგივე შეიძლება ითქვას წელის ტკივილზედაც. პროცესი საკმაოდ უმტკივნეულოა. შეიძლება, ითქვას, არ აღემატება სტომატოლოგის მიერ გაკეთებული ნემსით გამოწვეულ ტკივილს.
– საკეისრო კვეთის დროს სპინალური გაუტკივარების გაკეთება ყველა პაციენტს შეუძლია?
– სპინალურ ანესთეზიას აქვს თავისი უკუჩვენებები. არსებობს აბსოლუტური უკუჩვენება და ფარდობითი უკუჩვენება. აბსოლუტურში შედის მენინგიტი, თავ-ზურგ-ტვინის სითხის ანთებითი პროცესები – ინფექციის გავრცელების საშიშროება, ჩირქოვანი გამონაყარი წელზე, სადაც ჩხვლეტა უნდა გაკეთდეს. სისხლის შედედების პათოლოგიები. ნამდვილად არ შეიძლება მისი გაკეთება ჰემოფილიის დროს, რადგან იქ აუცილებლად ჩამოყალიბდება ჰემატომა, რომელიც შემდგომ გართულებებს გამოიწვევს. ასევე, არ უნდა გაკეთდეს დაუდგენელი წარმოშობის მაღალი ტემპერატურის დროს და მაშინ, როცა პაციენტს არ უნდა. რომ იცოდე, რომ ზოგად ანესზთეზიაზე შეიძლება პაციენტი დაგეღუპოს და სპინალურზე ეს რისკი არ არსებობს, პაციენტმა თუ უარი განაცხადა, გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ისე კი, სპინალურ ანესთეზიას 90-იანი წლებიდან ვაკეთებ. რატომღაც, ხალხს ჰგონია, რომ ეს ახალი მეთოდია, თუმცა, ასე არაა. უბრალოდ, მაშინ ამას შედარებით ნაკლები ანესთეზიოლოგი აკეთებდა. თვითონ ეს მეთოდი კი ას წელზე მეტს ითვლის.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 83/11;
790 45-10-01; +995 599 88 84 88.