კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან

ქალთა როლი კუპიურებზე

2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ასი წელი ხდება მას შემდეგ, რაც ამერიკელ ქალებს საარჩვენო ხმის უფლება მიენიჭათ (აქვე დავძენ, ჩვენთან ორიოდ წლით ადრე არა მხოლოდ ხმის უფლება ჰქონდათ, არამედ ოთხი ქალი საერთოდაც აირჩიეს იმდროინდელ საკანონმდებლო ორგანოში, ოღონდ, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია, თუ დღეს ჩვენს სახელისუფლო შტოებში ქალთა ოდენობას გავიხსენებთ).

ჰოდა, რაკი მრგვალი თარიღია, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალ 10-დოლარიან კუპიურაზე ქალბატონის პორტრეტს გამოსახავენ (გენდერული ბალანსის აღდგენის დასაწყებად).

ამჯერად 10-დოლარიან კუპიურაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყნის პირველი ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე ჰამილტონის პორტრეტია გამოსახული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვისი პორტრეტი ჩაანაცვლებს მას.

მეორე მხრივ, ქალების პორტრეტები აშშ-ის კუპიურებსა და მონეტებზე არაერთხელ დაუბეჭდავთ, მაგრამ ფართო მიმოქცევაში ასეთი კუპიურები არ მოხვედრილა.

თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ლარზე, კერძოდ, 50-ლარიან კუპიურაზე, დღიდან გამოშვებისა  თამარ მეფეა გამოსახული და ზემოთქმულსაც დავამატებთ, პირველ პარლამენტში ოთხი ქალის არჩევას 100 წლის წინათ, გამოდის, რომ, რაც დრო გადის, გენდერულ საკითხში იქაც ვერ მივდივართ, სადაც ვყოფილვართ?!  – 

скачать dle 11.3